ინფოგრაფიკა: პანდემიების შედარება
ადამიანების მიერ დედამიწაზე უფრო და უფრო მეტი ტერიტორიის ათვისებას თან სდევს ინფექციური დაავადებების მომრავლებაც. სამწუხაროდ, თანამედროვე ეპოქაშიც კი, ეპიდემიები ხშირია, თუმცა COVID-19-ის მსგავსი პანდემიები არც ისე ხშირი მოვლენაა.
ინფექციების გავრცელება ყველაზე მეტად მიწათმოქმედების და აგრარული საზოგადოების ჩამოყალიბებასთან ერთად გახშირდა.
მსოფლიო ვაჭრობამ ადამიანების და ცხოველების ურთიერთობას უფრო ხშირი ხასიათი მისცა, ამან კი ინფექციების გავრცელების ალბათობა გაზრდა.
ქვემოთ მოცემულ ფოტოზე წარმოგიდგენთ სხვადასხვა პანდემიებსა და მათ მიერ გამოწვეულ მსხვერპლს.
დამანგრეველი პანდემიების მიუხედავად, ისტორიულ მონაცემებში ერთი ტრენდი შეინიშნება — სიკვდილიანობის შემცირება. ჯანდაცვის სისტემის და ხელსაწყოების განვითარებასთან ერთად ინფიცირებულა შორის მსხვერპლი მცირდება.
კარანტინის პრაქტიკა მეთოთხმეტე საუკუნეში დაიწყო, მისი მიზანი კი სანაპირო ქალაქების შავი ჭირისგან დაცვა იყო. ამ დროს ვენეციის პორტში შესულ ხომალდ 40 დღით აჩერებდნენ და მგზავრებს ხმელეთზე არ უშვებდნენ. სიტყვა "კარანტინი" სწორედ ვენეციიდან იღებს საფუძველს. იტალიურად, "quaranta giorni" 40 დღეს ნიშნავს.
დაავადების გავრცელების საწყისების ძიება და სტატისტიკური ანალიზი, მეცხრამეტე საუკუნეში დაიწყო. 1854 წელს, ბრიტანელმა ექიმმა ჯონ სნოუმ, ქოლერის გავრცელების სტატისტიკური და გეოგრაფიული ანალიზით დაასკვნა, რომ დაავადების წყარო წყლის ჭა იყო.
იმის დასადგენად თუ რამდენად ინფექციურია ვირუსი, მეცნიერები მის "გამრავლების რიცხვს" ითვლიან (აღინიშნება R0-თი). ეს რიცხვი აჩვენებს, რამდენად გადამდებია ვირუსი, ანუ რამდენ ადამიანს გადასდებს დაავადებას ერთი ინდივიდი.
ყველაზე მაღალი R0 წითელას აქვს. ერთი ადამიანი საშუალოდ 12-18 ინდივიდს აინფიცირებს. მაღალი ვირულენტობის მიუხედავად, წითელას ვაქცინა და მკურნალობის უამრავი საშუალება არსებობს და მასთან მაღალი სიკვდილიანობა ასოცირებული არ არის.
COVID-19-ის პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. იმისთვის, რომ მისი ვირულენტობა კარგად გავიგოთ, კიდევ ბევრი კვლევა და, რაც მთავარია, დროა საჭირო.
დროთა განმავლობაში, გლობალურ ინდუსტრიალიზაციასთან და ურბანულ განვითარებასთან ერთად, ქვეყნების პერიფერიული რეგიონებიდან, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადადის საცხოვრებლად. სიმჭიდროვე კი ინფექციური დაავადების გავრცელებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ეს განსაკუთრებით სერიოზული პრობლემაა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, სადაც სანიტარული ნორმები კარგად დაცული არ არის.
ოცდამეერთე საუკუნეში, მსოფლიოს გარშემო გადაადგილების გამარტივებასთან ერთად, ინფექციური დაავადების გავრცელების რისკიც მნიშნველოვნად იზრდება.
მთავრობები და ჯანდაცვის ორგანიზაციები მოქალაქეებს ფიზიკური სოციალური ურთიერთობების შემცირებისკენ მოუწოდებენ, რაც ტექნოლოგიის ეპოქაში უფრო მარტივი გასაკეთებელია, რადგან გლობალურ კავშირგაბმულობაზე ხელი მილიარდობით ადამიანს მიუწვდება.
კომენტარები