15 საჩუქარი, რომელიც გოგოებმა 8 მარტს საკუთარ თავს უნდა გავუკეთოთ
8 მარტი მოდის და რას ვაკეთებთ გოგოები? საკუთარ თავს და გარშემომყოფ ქალებს საჩუქრებში ვავსებთ. ან უბრალოდ ერთ სიმბოლურ ნივთს ვყიდულობთ, რომელიც სულ რომ არ ველით ისეთ მომენტში გვაგრძნობინებს თავს კარგად.
ქალების საერთაშორისო დღისთვის თადარიგის დასაჭერად გთავაზობთ იდეებს ამაზონიდან, თან ეს ნივთები მარტო 8 მარტს კი არ გამოგადგებათ. ყველა დღე ისედაც ჩვენი არაა?
1. Central Perk-ის ფინჯანი მეგობრების ფანებისთვის
ეს მათთვის, ვინც ნიუ-იორკში მცხოვრებ 6 მეგობარზეა შეყვარებული. ამ ფინჯანით მირთმეულ ყველაფერს სერიალის გემო ექნება — ჩაის, ყავას, სუპს, შვრიის ფაფას, თუ რაც მოგესურვებათ.
2. საგაზაფხულო პლედი
გაზაფხული მოდის და თბილ ამინდებს მაქსიმალურად მომზადებულები უნდა დავხვდეთ. ეს პლედი მხოლოდ პიკნიკებზე წასაღებად და იოგის სავარჯიშოდ არაა — მარტის საღამოების სუსხის დროს ფეხების დათბუნებაც არ გვაწყენდა.
3. მრავალფუნქციური ხის სპილო
საწერი მაგიდის მოსაწესრიგებლად იდეალური ნივთია ყველა ორგანიზებული და საქმიანი გოგოსთვის.
4. 12 სანთელი განწყობის შესაქმნელად
ყველას არ გვიყვარს სურნელოვანი სანთლები. და თუ ნებისმიერი რამ გიზიდავს, რაც სუკულენტებსა და კაქტუსებს უკავშირდება, მაშინ ეს 12 სანთელი შენს სახლს ძალიან მოუხდება. უსუნო სანთლები ხარისხიანი პარაფინითაა დამზადებული და მისი წვის შედეგად გამოყოფილი კვამლი თვალებს არ აღიზიანებს.
მით უმეტეს, ვინ იცის როდის ჩაქრება შუქი გადაუდებელი სამუშაოების გამო?
5. ჩაის დასაყენებელი მყუდრო საღამოებისთვის
ჩაის ნახევარმთვარის გამოსახულების კოხტა დასაყენებელი ტემპერატურას ინარჩუნებს და იდეალური საჩუქარია საკუთარი თავისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ შენ და შენი მეგობრები ჩაისტების რიგებში ეწერებით. თან მას ყვავილების არომატის მწვანე ჩაის პაკეტებიც მოჰყვება, რაც საღამოებს კიდევ უფრო გემრიელს გახდის.
6. წიწაკის სპრეი თავის დასაცავად
ჩვენს ეპოქაში ქალები უსიამოვნო მოულოდნელობებისგან დაცულები არ ვართ. თუმცა ამ ციცქნა, ტუჩსაცხის ფორმის წიწაკის სპრეით შეგვიძლია მოძალადეს ვაგრძნობინოთ, რას ნიშნავს უიღბლო დღე და სიტუაციიდანაც უსაფრთხოდ დავიხსნათ თავი. მისი შედეგი 3 მეტრის დისტანციიდან უკვე წარმატებულია. ქარის შემთხვევაშიც კი, ხელსაწყოს დიზაინი მის პატრონს იცავს და ნივთიერება სამიზნე თავდამსხმელისკენ მიემართება.
სპრეი ამერიკაშია დამზადებული და ტექნოლოგიური კომპანია Sabre-ს ეკუთვნის, მის ნაწარმს მსოფლიო მასშტაბით ნდობას უცხადებენ პოლიციელებიც და მომხმარებლებიც.
7. სახის ნიღაბი გლუვი კანისთვის
Aria Starr-ის სახის ნიღაბი მკვდარი ზღვის სილისგანაა დამზადებული და იდეალურია აკნეს, ცხიმიანი კანისა და ფერიმჭამელების მოსაშორებლად — აპატარავებს ფორებს და წმენდს მათ. ერთი საღამოს პროცედურაც კი თავს განსხვავებულად გაგრძნობინებს.
8. წელის ქამარი სათავსოებით
მგონი ნელ-ნელა თბება? დილით ხომ არ მერბინა?
რატომაც არა, გოგოებმა არაფერზე უნდა ვთქვათ უარი, რაც ჩვენთვის კარგია. კომფორტული ქამარი წელის ნებისმიერ ზომაზე ყენდება და იმ სათავსოებითაა აღჭურვილი, რაც გოგოების ტანსაცმელს რატომღაც "არ მოჰყვება". მობილური, ყურსასმენი, ბარათები — დაცულად, ერთი ხელის გაწვდენაზე გექნება. ქამარი წყალგაუმტარია, რაც ნიშნავს, რომ წვიმაში შენი ნივთები "უსაფრთხოდ იქნებიან".
9. სამკაულების ყუთი მოგზაურებისთვის
ზარდახშებსა და სამკაულების ჩასადებებს ისეთი ფორმა აქვთ, რომ სახლში დასატოვებლად არიან განწირული. შენ კი სადმე წასვლის წინ რამდენიმე წყვილ სამკაულს პატარა ტომარაში ათავსებ და ამოლაგებისას, ცეპში გადახლართული ნივთების განცალკევება გიწევს. ეს კომფორტული სათავსო, რომელიც ელვით იკვრება იმ ორგანიზებული გოგოებისთვისაა, რომელთათვისაც საყურეები, ბეჭდები და ყელსაბამები ლამაზი დღის შეუცვლელი ატრიბუტია.
10. ბუს ფორმის ქოთნები ფლორისტებისთვის
ერთდროულად ბუც და სუკულენტებიც — ხანდახან ბედნიერებისთვის რა ცოტაა საკმარისი? მით უმეტეს, თუ ეს კერამიკის ქოთნები ყველა იმ მახასიათებლითაა აღჭურვილი, რომელიც შენს ყვავილებს გაახარებს.
კომპლექტში სულ 6 ცალი ქოთანია, რომელიც ყვავილებს სუნთქვის საშუალებას აძლევს და წყლის გამტარიც აქვს სპეციალური ფილტრით, რომ წყალს ნიადაგიც არ გაჰყვეს.
11. ვაფლის საცხობი გემრიელი საღამოსთვის
თუ შინ მომზადებული სასუსნავები შენი ცხოვრების ნაწილია, მაშინ შეგიძლია ასეთი პატარა და კოხტა საცხობი აჩუქო თავს. საკუთარი თავისთვის მომზადებული გემრიელი ვაფლი დილა-საღამოს? რა პრობლემაა?!
12. ეარპოდის შესანახი მათთვის, ვინც ყველაფერს კარგავს
სილიკონის აქსესუარი ყურსასმენებს მხოლოდ დაკარგვისგან კი არა, მტვრისგანაც იცავს და მათი დატენვა ყუთიდანაც შეიძლება.
13. მობილურის დამჭერი — მძღოლების საყვარელი აქსესუარი
თუ უცხო ადგილას მიდიხარ, მარტივად შეგიძლია მიამაგრო მობილური საქარე მინაზე და რუკის დახმარებით მიხვიდე დანიშნულების წერტილზე. დამჭერის სიმყარის დასამტკიცებლადაც მეორე ფოტოც საკმარისია.
14. ფუჟერის ჩამოსადები მეფური აბაზანისთვის
გოგოებს შეგვიძლია, რომ ზოგჯერ აბაზანის მიღებაც ნამდვილ რიტუალად ვაქციოთ, რომელიც, რა თქმა უნდა მელოდიისა და ღვინის / შამპანურის გარეშე ვერ ჩაივლის. ეს ფუჟერის დამჭერი კი სრული კომფორტისთვის შეგვიქმნეს.
15. ყავის კოვზი იმის შესახსენებლად, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ
ყავას სულ სხვა გემო ექნება, თუ იმ კოვზს გამოიყენებ, რომელიც პატრიარქატის ამაოებაზე დაგაფიქრებს. განსაკუთრებით ქალების საერთაშორისო დღეს.
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა? TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა — როგორია შემადგენლობა?
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით 5 უცხოელი დააკავეს
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები 25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო "დინამო არენის" მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება — დეტალები
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
კომენტარები