ექსპერტების თქმით, მომდევნო ეპიდემიების ასარიდებლად ველური ბუნებით ვაჭრობა უნდა შეწყდეს
ახალმა კორონავირუსმა 2 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა. შედეგად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თუმცა, ადამიანი არ არის ერთადერთი სახეობა, რომელზეც კორონავირუსი ვრცელდება.
კორონავირუსის ინფექცია ფრინველებზე და ძუძუმწოვრებზეც ვრცელდება. მიჩნეულია, რომ კორონავირუსის ეპიდემიის წყარო უხანის ზღვის პროდუქტების და ხორცის ბაზარია, სადაც ველურ ცხოველებს ადგილზე კლავდნენ და ყიდდნენ.
2012 წელს ერთ-ერთი კორონავირუსით გამოწვეული მწვავე სასუნთქი ინფექციების ეპიდემიაც ჩინეთში დაიწყო. მიჩნეულია, რომ ამ შემთხვევაში მთავარ წყაროს პალმის ვივერა წარმოადგენდა. კორონავირუსით გამოწვეული კიდევ ერთი ინფექცია, MERS, ახლო აღმოსავლეთში აქლემის ხორცით ვაჭრობამ გამოიწვია.
კონსერვაციონისტები და ბუნების დამცველები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებისთვის ეს ეპიდემიები ერთგვარი გაკვეთილია: თუ გვსურს ზოოგენური ინფექციების გავრცელება შევაჩეროთ, ველური ცხოველებით ვაჭრობა გლობალურად უნდა შეწყდეს.
"ეს მხოლოდ კონსერვაციის პრობლემა აღარაა", — ამბობს ცხოველების კეთილდღეობის საერთაშორისო ფონდის დირექტორი გრეის გე გაბრიელი.
ჩინეთში ველური ცხოველების ხორცით ვაჭრობა ძალიან პოპულარულია და ხშირად სავსებით ლეგალურიც. წინა თვეს პეკინმა ველური ცხოველებით ვაჭრობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალა, თუმცა ეს კორონავირუსის ეპიდემიასთან საბრძოლველად მიღებული დროებითი გადაწყვეტილებაა.
ხალხთა ეროვნულ კონგრესზე ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლება ახალი კანონის ამოქმედებაზე ისაუბრეს, რომელიც ველური ცხოველებით ვაჭრობას საბოლოოდ აკრძალავს.
ჰიუსტონ-დაუნთაუნის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის დეპარტამენტის პროფესორის, პიტერ ლის თქმით, "ჩინელი ხალხი გაბრაზებულია იმიტომ, რომ ველური ცხოველების ხორცით ვაჭრობამ კიდევ ახალი კრიზისი გამოიწვია და იმიტომ, რომ მოვაჭრეების მცირე რაოდენობას მთელი ქვეყანა დატყვევებული ყავს".
ამ მომენტისთვის, COVID-19-ის წყარო დანამდვილებით არ ვიცით, თუმცა ახლა მთავარი ეჭვმიტანილი პანგოლინია (ჭიანჭველაჭამიის ერთ-ერთი სახეობა).
შავ ბაზარზე პანგოლინი საკმაოდ პოპულარულია. მსოფლიოში ამ ცხოველით ვაჭრობა აკრძალულია, თუმცა პანგოლინის ხორცი და ჯავშანი უკანონოდ მაინც იყიდება. ეს ცხოველი ჩინეთში დაცულია, თუმცა მისი ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოყენება სავსებით დასაშვებია.
"რადგან კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება, ველური ცხოველებით ვაჭრობის აკრძალვას ამ ეპიდემიაზე დიდი გავლენა აღარ ექნება", — ამბობს ველური ბუნების დაცვის საზოგადოების დირექტორი ქრისტიან ვალცერი
ზოგი კონსერვაციონისტი მიიჩნევს, რომ ველური ცხოველებით ვაჭრობა მნიშვნელოვნად უნდა შეიზღუდოს. განსაკუთრებული ყურადღება კი ისეთი ცხოველებით ვაჭრობას უნდა მიექცეს, რომლებიც ეპიდემიის გავრცელების ყველაზე დიდ რისკ ფაქტორებს წარმოადგენენ.
კონსერვაციონისტების მტკიცებით ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით კი ჩინეთის მთავრობა, მიიჩნევს, რომ ველური ბუნება გამოსაყენებელი რესურსია. ამ საკითხთან კი ეკოლოგიური მიდგომაა საჭირო.
კონსერვაციონისტები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის მთავრობამ ველური ცხოველების ვაჭრობით პრობლემა პირველ რიგში თავის თავს შეუქმნა. ჩინეთს ველური ბუნებით ვაჭრობის პერმანენტულად აკრძალვის შესაძლებლობა აქვს. მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ველური ცხოველებით მოვაჭრეთა უმცირესობის ინტერესები თუ საკუთარი ქვეყნის და მსოფლიოს მოქალაქეების კეთილდღეობა.
კომენტარები