რუსეთი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების დეპორტაციას განიხილავს
ფოტო: Ria
რუსეთი კორონავირუსით დაინფიცირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, შემუშავებულია ეროვნული გეგმა, რომელიც ვირუსის შემოტანასა და გავრცელების თავიდან აცილებას ეხება. თვითონ ვირუსი კი განსაკუთრებით საშიში დაავადებების სიაში დაემატა.
"ეს [გეგმა] საშუალებას იძლევა მოხდეს უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების დეპორტაცია, რომელთაც ეს დაავადება აღმოუჩნდებათ", — განაცხადა მიშუსტინმა.
რუსეთი კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ ორ შემთხევას ადასტურებს. ორივე პირი ჩინეთის მოქალაქეა. რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა უკვე შეწყვიტა.
ახალი კორონავირუსის გამო 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირებულთა რიცხვმა კი 17 ათასს მიაღწია. ჩინეთს გარეთ გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფილიპინებში იყო.
მსოფლიოს რიგმა ქვეყნებმა ჩინეთიდან ჩამსვლელი მგზავრებისთვის საზღვრები ჩაკეტა. BBC-ის ცნობით, აშშ-სა და ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იყო, ქვეყანაში არ შეუშვებენ. მანამდე, მსგავსი აკრძალვა დააწესა რუსეთმა, იაპონიამ, პაკისტანმა და იტალიამ.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მსგავსი ზომების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მოგზაურობის აკრძალვას მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთის. მათი თქმით, ეს დააზიანებს ეკონომიკას და გაართულებს ინფორმაციის გაზიარებას. WHO-ს რეკომენდაციაა, დაიწყოს სამედიცინო სკრინინგი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, რადგან ქვეყნებში არალეგალურად შესვლით, საზღვრების ჩაკეტვა დააჩქარებს ვირუსის გავრცელებას. მოგზაურობის აკრძალვა გააკრიტიკა ჩინეთმაც. საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის, ჰუა ჩუნინგის თქმით, ეს ნამდვილად არ არის კეთილი ნების ჟესტი.
საქართველოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, საქართველო დაბალი რისკის ქვეყანაა და ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვირუსი კვლავ განაგრძობს გავრცელებას, საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მთავარ მიზეზად კი იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებიც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
კომენტარები