ნასას 2,5-მილიარდიანმა როვერმა მარსზე ორიენტაციის აღქმა დაკარგა
NASA-ს როვერმა Curiosity-იმ, რომელიც უკვე შვიდი წელია მარსზე იმყოფება, წითელ პლანეტაზე ორიენტაცია დაკარგა და გაიჭედა. თუმცა, უკანასკნელი მონაცემებით როვერი მუშაობას განაგრძობს.
საკუთარი სხეულის შესახებ ინფორმაციას როვერი მეხსიერებაში ინახავს. მან იცის თითოეული მექანიკური სახსრისა და მკლავების დაბოლოებებზე განთავსებული ინსტრუმენტების ადგილმდებარეობა. სპეციალური სპექტრომეტრი (APXS) კი ზომავს, თუ რამდენად ახლოსაა რობოტის სხეული მიწასთან. Curiosity გარემოზე დაკვირვების შედეგად მიღებულ ინფორმაციასაც ინახავს. იცის რამდენად ციცაბოა ფერდობი, სად მდებარეობენ დიდი ქვები, რომელი ქანია საშიში და ა.შ.
როვერის ძრავები მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც რობოტი გარემოსგან მიღებულ ინფორმაციას გააანალიზებს და დარწმუნდება, რომ უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებს. თუკი საფრთხის მცირედი შანსიც არსებობს, იგი ჩერდება. მსგავსი მეთოდი მას დაზიანებისგან იცავს.
მიუხედავად იმისა, რომ როვერმა გადაადგილება შეწყვიტა, ის ამ დროის განმავლობაში დედამიწაზე მონაცემებს მაინც აგზავნიდა.
"სანამ მისი პოზიციის შესახებ ინფორმაცია განახლდებოდა როვერმა მოძრაობა შეწყვიტა და ერთ ადგილას გაიყინა", — განაცხადა გუნდის წევრმა დაუნ სამნერმა.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი ინჟინრებმა როვერის სისტემური ხარვეზის აღმოფხვრა შეძლეს, რის შედეგადაც რობოტი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
ამჟამად Curiosity მარსზე ერთადერთი მოქმედი როვერია. 2020 წლის 17 ივლისს, NASA ახალ რობოტს გაუშვებს, იგი პლანეტას 2021 წლის 18 თებერვალს მიაღწევს, მისი მიზანი სიცოცხლის ნიშნების ძებნა იქნება.
კომენტარები