ქეით ბლანშეტი წელს ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს
ფოტო: Getty Images
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ წლევანდელი კანის ფესტივალის ჟიურის თავჯდომარე ამერიკელი რეჟისორი, სპაიკ ლი იქნება — 73-წლიანი ისტორიის მქონე ფესტივალს პირველად ეყოლება ჟიურის შავკანიანი თავმჯდომარე.
სულ ახლახანს კი ვენეციის კინოფესტივალმაც დაასახელა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც წელს ჟიურის უხელმძღვანელებს — მსახიობი ქეით ბლანშეტი. გასულ წელს ჟიურის თავმჯდომარე არგენტინელი რეჟისორი, ლუკრეცია მარტელი იყო და სწორედ მისი მეთაურობით დასახელდა ფილმი Joker გასული წლის ფესტივალის საუკეთესო კინოსურათად.
ჟიურის თავმჯდომარედ ქეით ბლანშეტის დასახელებისას ვენეციის ფესტივალის დირექტორმა, ალბერტო ბარბერამ განაცხადა:
"ქეით ბლანშეტი უბრალოდ თანამედროვე კინოს საკულტო ფიგურა არ არის, რომელსაც დიდებული რეჟისორები და ნებისმიერი გემოვნების კინომანები გასული 20 წლის განმავლობაში აღმერთებდნენ. მისმა დამოკიდებულებამ სახელოვნებო და ფილანთროპიული საკითხების მიმართ მთელი საზოგადოება შთააგონა: ის ერთდროულადაა გარემოს დამცველი და კინოინდუსტრიაში, რომელიც კვლავ პატრიარქალური რწმენებით იმართება, ქალების ემანსიპაციის მხარდამჭერი. მისი უსაზღვრო სამსახიობო ნიჭი, რომელშიც შერწყმულია უნიკალური ინტელექტი და კინოს მიმართ გულწრფელი ვნება, ჟიურის თავმჯდომარისთვის საჭირო იდეალური თვისებაა."
ქეით ბლანშეტი კანის 2018 წლის ფესტივალზე ჟიურის დანარჩენ წევრებთან ერთად.
ფოტო: ALBERTO PIZZOLI/AFP/GETTY IMAGES
ქეით ბლანშეტი მერვე ქალი იქნება, რომელიც 77-წლიანი ისტორიის მქონე კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს. მანამდე 2018 წელს ის ასევე კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო.
"ეს ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული კინოფესტივალია მთელ მსოფლიოში — პროვოკაციული და შთამაგონებელი გარემო კინოს ნებისმიერი ფორმისთვის. ჩემთვის პრივილეგია და სიამოვნებაა, რომ წელს ჟიურის თავჯდომარე ვიქნები", — განაცხადა მსახიობმა.
ქეით ბლანშეტი ოსკარების ორგზის მფლობელია ფილმებისთვის The Aviator (2004) და Blue Jasmine (2013) და ასევე ამავე დაჯილდოებაზე ნომინირებული იყო სხვადასხვა დროს კიდევ ხუთჯერ.
ვენეციის 77-ე კინოფესტივალი 2-12 სექტემბერს გაიმართება.
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს ჩინეთში თვალის კლინიკის გაძღოლა ხელოვნურ ინტელექტს მიანდვეს — აი, რა შედეგი მიიღეს
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
-
"პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს" "პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად" — კობახიძე ამბობს, რუსოფობია ხალხს "ხელოვნურად მოახვიეს თავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკმა GMAP ბაზრის განვითარების ფორუმში მიიღო მონაწილეობა
კომენტარები