გორში 16 წლის გოგოს ეძებენ, რომელიც 22 დეკემბერს დაიკარგა. დაკარგული გოგო ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შემდეგ გორში მოქმედ საოჯახო სახლში ცხოვრობდა.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდის დაკარგვის შესახებ უწყებას საოჯახო სახლის ადმინისტრაციამ აცნობა. მათივე ცნობით, დაკარგული არასრულწლოვნის სამძებრო სამუშაოები დღეს დაიწყო.