მაჯუნგაზავრი კბილებს თითქმის ყოველთვე იცვლიდა
ადამიანებს ზრდასრულობისას ახალი კბილები იშვიათად ამოსდით, თუმცა ბევრი ცხოველის შემთხვევაში, განსაკუთრებით კი ხორცისმჭამელებში, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
როგორც ჩანს, კბილების ხშირი გამოცვლა არც მაჯუნგაზავრისთვის იყო უცხო რამ, ეს დინოზავრი რამდენიმე თვეში ერთხელ ყველა კბილს იცვლიდა.
დ’ემიკმა რამდენიმე მეცნიერთან კოლაბორაციით შეძლო მაჯუნგაზავრების კბილების ზრდის დეტალური შესწავლა, როგორც უშუალოდ განამარხებული კბილების საფუძველზე, ასევე ყბის ძვლებში არსებული, ჯერ არ ამოსული კბილების გათვალისწინებითაც.
ამით მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ, დაახლოებით რა სიხშირით უწევდათ მაჯუნგოზავრებს კბილების მოცვლა.
"ეს სავარაუდოდ ნიშნავს, რომ მათ ძვლების გაღრღნა უწევდათ", — ამბობს ადელფის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ასისტენტი პროფესორი მაიკლ დ’ემიკი.
ეს საბუთდება მაჯუნგაზავრების კბილებზე და კბილებს შორის არსებულ ნაიარევებზე, რომლებიც პროპორციებით შეესაბამება სხვა დინოზავრების ძვლების ზომებს.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე რამდენიმე ასეული სახეობის დინოზავრი ცხოვრობდა, მკვვლევარებს კბილების მოცვლის საკითხი მხოლოდ რამდენიმე დინოზავრის შემხვევაში თუ აქვთ შესწავლილი. ეს ნაწილობრივ განპირობებულია ხარისხიანი ნამარხების და სრული ექსპონანტების სიმწირით. აღსანიშნავია, რომ დინოზავრის და ზოგადად ცხოველის კბილები ბევრს მეტყველებენ ამ ცხოველის ცხოვრების სტილზე, კვებაზე და სხვა თავისებურებებზე.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში მათი კოლეგები სხვა დინოზავრების კბილის მოცვლის სიხშირეს უფრო დეტალურად შეისწავლიან რათა დინოაზავრთა ცხოვრების წესსა და მათ ანატომიაზე მეტი გავიგოთ.
კომენტარები