ბერაია გამორიცხავს, რომ პროპაგანდისტულ FB გვერდებს ოცნება მართავდა და ვარაუდობს, რომ ეს ენმ-ზე ნაწყენი ხალხია
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი დაჩი ბერაია გამორიცხავს, რომ პროპაგანდისტულ გვერდებს, რომელიც ფეისბუქმა წაშალა მმართველი გუნდი მართავდა. ის ვარაუდობს, რომ ამ გვერდების უკან ნაციონალურ მოძრაობაზე განაწყენებულ ხალხი, მათ შორის ოცნების მხარდამჭერები და ბიზნესის წარმომადგენლები შეიძლება იდგნენ.
"თუ რომელიმე ფიზიკურ პირს ან კომპანიას სურვილი აქვს დააფინანსოს გვერდები, რომლებიც იქნება მიმართული დღევანდელი ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში ატერორებდა ბიზნესსა და ართმევდა ქონებებს, ეს ქართულ ოცნებას რატომ უნდა დავუკავშიროთ პირდაპირ ვერ ვხვდები", — განაცხადა მან.
On.ge-სთან საუბარში ბერაია ამბობს, რომ ფეისბუქის განცხადებაზე ინფორმაცია არ აქვს და დღის განმავლობაში პარტიის წევრებისგან არ მიუღია არანაირი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
"მე ვერ გეტყვით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო რამე მსჯელობები და განხილვა, რადგან მსგავსს არ დავსწრებივარ. შეიძლება იყო და მოხდა უჩემოდ, ან არ იყო საერთოდ".
ამასთანავე, ის აცხადებს, რომ არ ფლობს ინფორმაციას ოცნების პიარსტრატეგიასთან დაკავშირებით, რადგან ამ საკითხში ვერ ერკვევა. დეპუტატი ამბობს, რომ თანაგუნდელებს მსგავს საკითხებზე არასდროს უსაუბრიათ.
"თუ მეკითხებით, შეხვედრებზე ვმსჯელობდით თუ არა კანონის დარღვევაზე, გპასუხობთ — არა".
ბერაია ამბოს, რომ ტროლებისა და ბოტების თავდასხმის მსხვერპლი თავადაც არაერთხელ ყოფილა.
"იცით რამდენი ტროლი და ბოტი მინახავს ჩემს ოფიცალურ გვერდზე, რომლებიც ყოველგვარი იდენტიფიცირების გარეშე უკიდურესად უწმაწური სიტყვებით მლანძღავენ და მაგინებენ მე, ჩემს ოჯახსა და ნათესავებს?... ამის შემდეგ რაზე მესაუბრებით, რომ ტროლები და ბოტები ყავს ქართულ ოცნებას და ეს 400 გვერდი, რომელიც დახურეს მხოლოდ ოცნების იყო და მარტო ქართული ოცნება არღვევს ამ ქვეყანაში წესებს და დანარჩენი ყველა პატიოსნად მუშაობს? — განაცხადა მან.
20 დეკემბერს ფეისბუქმა ასეულობით გვერდი და ანგარიში დაბლოკა, რომელიც მათი განცხადებით, მმართველ გუნდთან იყვნენ კავშირში და დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. მათი თქმით, ამ გვერდებისა და ანგარიშების რეკლამირებაში თითქმის $316 ათასი დაიხარჯა.
ფეისბუქის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად უკვე წაშლილი გვერდები მმართველ ძალასთან, ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულები, თუმცა თავს პარტიებად, მედიებად, რეალურ პირებად და აქტივისტთა ჯგუფებად აჩვენებდნენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, შეენიღბათ კოორდინირებული მუშაობა, კვალს სარეკლამო კომპანია პანდასთან და ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მივყავართ", — ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორია აცხადებს, გვერდები უმეტესად ქართულ აუდიტორიაზე მუშაობდნენ და ავრცელებდნენ ისეთ სოციო-პოლიტიკურ კონტენტს, რომელიც საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს, თავს ესხმოდა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს დასავლელი პარტნიორების, კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების დისკრედიტაციას ეწეოდა.
-
საარქივო ფოტოები ილია მეორის ცხოვრებიდან საარქივო ფოტოები ილია მეორის ცხოვრებიდან
გადახედვა
-
მაიკლ ბ. ჯორდანმა ოსკარის მიღება ბურგერების რესტორანში აღნიშნა — ნახეთ ვიდეო მაიკლ ბ. ჯორდანმა ოსკარის მიღება ბურგერების რესტორანში აღნიშნა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ილჰამ ალიევი: ილია II-მ დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობის ილჰამ ალიევი: ილია II-მ დიდი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობის
გადახედვა
-
CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს CERN-ის დიდ ადრონულ კოლაიდერში ახალი ნაწილაკი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ — ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ — ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება
გადახედვა
-
უჩა ნანუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არღვევს მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტის მოთხოვნას დაცული იყოს პირის უფლება, რომელმაც ითანამშრომლა ექსპერტთან უჩა ნანუაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არღვევს მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტის მოთხოვნას დაცული იყოს პირის უფლება, რომელმაც ითანამშრომლა ექსპერტთან
გადახედვა
-
Dune 3-ის პირველი კადრები გავრცელდა — ნახეთ ტრეილერი Dune 3-ის პირველი კადრები გავრცელდა — ნახეთ ტრეილერი
-
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: "არის ცნობა პატრიარქის სურვილის შესახებ, რომ სიონში დაკრძალულიყო, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს" დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: "არის ცნობა პატრიარქის სურვილის შესახებ, რომ სიონში დაკრძალულიყო, თუმცა ეს სინოდმა უნდა დაადგინოს"
გადახედვა
-
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო" საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა: "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო"
გადახედვა
-
კახა კალაძე: ილია მეორის გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად კახა კალაძე: ილია მეორის გარდაცვალება საქართველოს და მის სულიერ შვილებს ძალიან დიდხანს გაგვყვება მოუშუშებელ ჭრილობად
გადახედვა
-
ციფრული მარკეტინგის ტენდენცია საქართველოში — რატომ იზრდება მოთხოვნა SEO მომსახურებაზე? ციფრული მარკეტინგის ტენდენცია საქართველოში — რატომ იზრდება მოთხოვნა SEO მომსახურებაზე?
-
ტომ ჰოლანდი ფანების დახმარებით Spider-Man: Brand New Day-ს პირველ კადრებს ავრცელებს ტომ ჰოლანდი ფანების დახმარებით Spider-Man: Brand New Day-ს პირველ კადრებს ავრცელებს
გადახედვა
-
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს
გადახედვა
-
ძალიან ბევრი ადამიანი გააცურა — ზენდეია AI-ის მიერ გენერირებულ ქორწილის ფოტოებზე ძალიან ბევრი ადამიანი გააცურა — ზენდეია AI-ის მიერ გენერირებულ ქორწილის ფოტოებზე
გადახედვა
-
საქართველოში აშშ-ის საელჩო ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში აშშ-ის საელჩო ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
გადახედვა
-
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ილია II-ის გარდაცვალებას ქართველ ხალხს უსამძიმრებს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ილია II-ის გარდაცვალებას ქართველ ხალხს უსამძიმრებს
გადახედვა
-
ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი? ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი?
გადახედვა
-
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
გადახედვა
-
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან: სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა
გადახედვა
-
"თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს. არის მცირედი უკეთესობა" — მესაყდრე შიო პატრიარქის მდგომარეობაზე "თურქეთიდან ველოდებით რეანიმატოლოგს. არის მცირედი უკეთესობა" — მესაყდრე შიო პატრიარქის მდგომარეობაზე
გადახედვა
-
აი ფაქტი: ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი" ჩატარდა, რომელიც მხოლოდ ფასადია რუსეთის ინტერესების გასატარებლად აი ფაქტი: ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი" ჩატარდა, რომელიც მხოლოდ ფასადია რუსეთის ინტერესების გასატარებლად
გადახედვა
კომენტარები