მანდატურების მხრიდან ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ფოტო: კადრი ვიდეოდან / გიორგი მშვენიერაძე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაძევებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს უწყების პრესსამსახურში მიაწოდეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელშეშლისთვის დგება.
დღეს, 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან თავმჯდომარის მოთხოვნის შემდეგ მანდატურებმა ჟურნალისტები ძალის გამოყენებით გააძევეს. მათ შორის იყო ტაბულას ჟურნალისტი, თიკო ერაძე, რომელსაც პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.
განახლება: 12 დეკემბრის მოვლენები მოკლედ
დღეს, 12 დეკემბერს სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება სცადეს, თუმცა დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 16 პირი დააკავა.
პარლამენტის უპარტიო დეპუტატი, ეკა ბესელია ამბობდა, რომ მოსამართლეთა არასასესიო კვირაში არჩევა პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგებოდა. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარეს არ აძლევდა საშუალებას კანდიდატურები განეხილათ.
პროცესის ჩასაშლელად კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. ამ მიზეზით სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დეპუტატებს და კენჭისყრამ რამდენიმე საათით გადაიწია. საქმეზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობით ისჯება. ქართულმა ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა მომხდარი ტერორისტულ აქტად, დანარჩენებმა კი ქიმიურ თავდასხმად შეაფასეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა #სირცხვილიამ აიღო.
საბოლოოდ, კენჭისყრა მაინც ჩატარდა და ქართულმა ოცნებამ 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.
-
აშშ-ში ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერ მიხეილ ჩხიკვიშვილს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს აშშ-ში ნეონაცისტური ჯგუფის ლიდერ მიხეილ ჩხიკვიშვილს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიძულვილის თუ ზიზღის ენის გამოყენება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია შალვა პაპუაშვილი: სიძულვილის თუ ზიზღის ენის გამოყენება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია
გადახედვა
-
ქეიტ ბლანშეტის თქმით, ჰოლივუდმა #MeToo-ს ტალღა ნაადრევად დაივიწყა ქეიტ ბლანშეტის თქმით, ჰოლივუდმა #MeToo-ს ტალღა ნაადრევად დაივიწყა
გადახედვა
-
10 ისტორიული ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ფოტოშოპი გუშინ არ გამოუგონიათ 10 ისტორიული ფოტო, რომლებიც ამტკიცებს, რომ ფოტოშოპი გუშინ არ გამოუგონიათ
გადახედვა
-
"ის რაც ახლა ხდება, არის ცენზურა. მეტი არაფერი" — ლონდა თოლორაია შსს-ში სამმართველოს შექმნაზე "ის რაც ახლა ხდება, არის ცენზურა. მეტი არაფერი" — ლონდა თოლორაია შსს-ში სამმართველოს შექმნაზე
გადახედვა
-
კოშკურა ამწის პროფესიონალური მონტაჟი: პროექტის უწყვეტობის გარანტი კოშკურა ამწის პროფესიონალური მონტაჟი: პროექტის უწყვეტობის გარანტი
-
ქვიზი: როგორ იცნობ მსოფლიოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცნობ მსოფლიოს გეოგრაფიას? (რთული ვერსია)
-
ვალერი ჩეჩელაშვილი პოლიტიკურ მოძრაობა "ჯერ საქართველოს" შეუერთდა ვალერი ჩეჩელაშვილი პოლიტიკურ მოძრაობა "ჯერ საქართველოს" შეუერთდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა შალვა პაპუაშვილმა ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში დაპატიჟა
გადახედვა
-
სომხეთში სატვირთო მანქანიდან 30 კგ-მდე ჰაშიში ამოიღეს, რომელიც სომხეთის გავლით საქართველოსკენ მიდიოდა სომხეთში სატვირთო მანქანიდან 30 კგ-მდე ჰაშიში ამოიღეს, რომელიც სომხეთის გავლით საქართველოსკენ მიდიოდა
გადახედვა
-
თავი მაღლა, თვალები მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ | თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე თავი მაღლა, თვალები მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ | თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე
-
"ძლიერი საქართველო - ლელო" გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია "ძლიერი საქართველო - ლელო" გამოდის ინიციატივით, გამოცხადდეს სამართლიანი და ფართომასშტაბიანი ამნისტია
გადახედვა
-
ალექსანდრე დარახველიძე: ახალი სამმართველოს მიზანია ისეთი გარემო იყოს, რომელშიც ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება საკითხების განხილვა ალექსანდრე დარახველიძე: ახალი სამმართველოს მიზანია ისეთი გარემო იყოს, რომელშიც ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებში ხდება საკითხების განხილვა
გადახედვა
-
GOT-ის გადაღებებისას მჯეროდა, რომ სიკვდილისთვის ვიყავი განწირული — ემილია კლარკი თავის ტვინის სისხლჩაქცევას იხსენებს GOT-ის გადაღებებისას მჯეროდა, რომ სიკვდილისთვის ვიყავი განწირული — ემილია კლარკი თავის ტვინის სისხლჩაქცევას იხსენებს
გადახედვა
-
ზურა სიხარულიძე: წარმოდგენაც მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ქვეყანაში ზურა სიხარულიძე: წარმოდგენაც მიჭირს, რა რაოდენობის ნარკოტიკი ტრიალებს დღეს ქვეყანაში
გადახედვა
-
ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორე ხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე ამ ქვეყანაში თავი კიდევ ერთხელ მეორე ხარისხოვნად ვიგრძენი — ჯეიჰუნ მუჰამედალი შიო III-ის ქადაგებაზე
გადახედვა
-
მაგიდის მოწესრიგების რიტუალი — როგორ მოაქვს გარემოს მოწესრიგებას სიმშვიდე მაგიდის მოწესრიგების რიტუალი — როგორ მოაქვს გარემოს მოწესრიგებას სიმშვიდე
-
"უკანასკნელი ტიტანი" — ტაილანდში გრძელკისერა დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს "უკანასკნელი ტიტანი" — ტაილანდში გრძელკისერა დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
17 მაისს, ვაშინგტონში აშშ-ის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლოცვისა და მადლიერების ეროვნული იუბილე გაიმართა 17 მაისს, ვაშინგტონში აშშ-ის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლოცვისა და მადლიერების ეროვნული იუბილე გაიმართა
გადახედვა
-
ბანგარანგა — რას ნიშნავს სიტყვა, რომელიც მთელ ევროპას პირზე აკერია ბანგარანგა — რას ნიშნავს სიტყვა, რომელიც მთელ ევროპას პირზე აკერია
გადახედვა
-
ირაკლი ქადაგიშვილი: ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში რაც ნაკლები იქნება ღვარძლი, დაპირისპირება, გინება, ამით საზოგადოება მოიგებს ირაკლი ქადაგიშვილი: ციფრულ თუ ჩვეულებრივ სივრცეში რაც ნაკლები იქნება ღვარძლი, დაპირისპირება, გინება, ამით საზოგადოება მოიგებს
გადახედვა
კომენტარები