ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია, რომელზეც რუსეთმა ინტერპოლით ძებნა შეაჩერა — Bellingcat
ფოტო: Bellingcat
Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმად, ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ ნიკოლაევიჩ კრასიკოვია. Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებული გამოძიებით, კრასიკოვი 1965 წლის 10 აგვისტოს დაიბადა და არა 1970 წელს, როგორც ეს მის სამოგზაურო პასპორტში წერია. Bellingcat წერს, რომ კრასიკოვი გერმანიაში მოსკოვიდან ყალბი პასპორტით ჩავიდა.
კრასიკოვი იყო მთავარი ეჭვმიტანილი 2013 წელს მომხდარი რუსი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში. ჟურნალისტური გამოძიებით, 2014 წელს რუსეთმა ვადიმ კრასიკოვის ინტერპოლით ძებნა დაიწყო. ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის ივლისში, ინტერპოლის ცნობით, ძიება რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე მოხსნეს. დოკუმენტებში უთითებდნენ, რომ ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. მიუხედავად ამისა, ცნობილია ისიც, რომ მოსკოვში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დახურულა.
"ჩვენ დავადგინეთ, რომ მკვლელის პასპორტი გამოშვებულია ვადიმ სოკოლოვის სახელით, დაბადებული 1970 წლის 20 აგვისტოს. იგი არარსებულ პერსონაზეა გაცემული. ასევე დადგინდა, რომ ყველაზე ადრინდელი საიდენთიფიკაციო დოკუმენტი ამ პიროვნებაზე რუსეთის საჯარო რეესტრმა 2015 წელს გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ "სოკოლოვმა" პირადობის მოწმობა 45 წლის ასაკში აიღო. "ვადიმ სოკოლოვს" გადაეცა საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერი მხოლოდ 2019 წლის ივლისში, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე შენგენის ვიზაზე დარეგისტრირდებოდა. ამ ვიზით ის გაემგზავრა პარიზში, ვარშავაში და ბოლოს ბერლინში", — ვკითხულობთ ბელინგქეთის სტატიაში.
Bellingcat დაასკვნა ისიც, რომ მოქმედი პასპორტის გამოშვება, საგადასახადო ID და საერთაშორისო სამოგზაურო დოკუმენტი არარსებულ პერსონაზე ვერ გაიცემოდა რუსეთის სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის გარეშე.
ხანგოშვილის მკვლელობის საქმე
საქართველოს მოქალაქე, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში ველოსიპედით გამვლელმა მოკლა. იგი 23 აგვისტოს ლოცვაზე მიდიოდა, როდესაც თავში ესროლეს.
ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა. გამოცემისვე ინფორმაციით, ხანგოშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციასაც უკავშირდება. ამასთანავე, ის რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები