ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლებმა კინოთეატრი ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზთან ლგბტ დროშა დაწვეს. ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა დროშა საჯაროდ, მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით დაწვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევებზე რეაგირებას არ ითვალისწინებს.