არ გაჩერდე – რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის ახალი კამპანიის შესახებ
თუ ფეისბუქზე თქვენი მეგობრების მიერ დაყენებულ სურათებს წააწყდით წარწერით "არ გაჩერდე", მაგრამ ჯერაც არ იცით, რა ხდება, მაშინ არ უნდა გაჩერდეთ და ეს სტატია ბოლომდე ჩაიკითხოთ:
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ბანკმა ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც ყურადღების ცენტრში მოქმედების გამომხატველ სიტყვას, ზმნას ათავსებს, ვიდეორგოლში ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ, შრომობენ, გამოხატავენ და მოძრაობენ. ტექსტში გამოყენებულია არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ენის მოდელირების ასოციაციის (ena.ge) განმარტებანი, დინამიური სცენების ფონზე კი სრულიად ახლებური "საქართველო ლამაზო" ისმის.
კამპანიაზე სააგენტო JWT Metro-მ იმუშავა. კამპანიის მთავარი იდეისა და განხორციელების შესახებ კი საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერს, სოლო წიწუაშვილსა და მეტროს სტრატეგიის ხელმძღვანელს, ლადო მალაზონიას ვესაუბრეთ.
რა არის კამპანიის მთავარი გზავნილი?
სოლო წიწუაშვილი: მოტივაცია, დაწყებული საქმის გაგრძელება და არშეწყვეტა ნებისმიერი ადამიანისთვისაა მნიშვნელოვანი. ცხოვრებაში ნებისმიერი ქმედებაა მისაღები, გარდა უმოქმედობისა. თავად ცხოვრებაც ხომ ზმნაა. კომუნიკაციის დაწყებამდე რამდენიმეთვიანი მოსამზადებელი სამუშაო ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდა განახლებული სტრატეგიული პლატფორმა. კომუნიკაციის პირველ ეტაპზე კი გადავწყვიტეთ, რომ უმოძრაობას უნდა დავუპირისპირდეთ. კამპანიას უამრავი ინსპირაცია აქვს, დაწყებული ქართული ენიდან, დასრულებული იმ ადამიანებით, რომლებიც ყოველდღიურად, გაუჩერებლად ცდილობენ, რაღაც ღირებული აკეთონ.
როგორ გადაწყვიტეთ, რომ ქართული ზმნა უნდა ყოფილიყო ის, რაზეც ახალი პლატფორმა აიგებოდა?
ლადო მალაზონია: ვფიქრობთ, რომ ჩვენი, როგორც ადამიანების, ისე საზოგადოების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი უმოძრაობაა. შესაბამისად, კამპანია მამოტივირებელი ხასიათისაა და ადამიანებს შექმნისა და მოქმედებისაკენ მოუწოდებს. მთავარ საკომუნიკაციო ენად ზმნები შევარჩიეთ, რადგან ზმნა მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვაა.
რა არის შემდეგი ნაბიჯი? როგორ აპირებთ კამპანიის გაშლას?
ლადო მალაზონია: აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლში აღბეჭდილი თითქმის ყოველი სცენის უკან ძალიან საინტერესო, რეალური ისტორია იმალება და მათ შესახებ უფრო მეტს გავუმხელთ მაყურებელს. შეიძლება ითქვას, რომ ვიდეოში პრაქტიკულად ყველა თავის თავს თამაშობს. კამპანიის გამაერთიანებელი პრინციპია ის რწმენა, რომ "ცხოვრება ზმნაა", შესაბამისად მთლიანობაში, სხვადასხვა ფორმებით ვეცდებით თითოეულ ადამიანს საკუთარი ზმნის პოვნისაკენ ვუბიძგოთ.
ერთი რამ ცხადია: რგოლმა უკვე უამრავ ადამიანს უბიძგა მინიმუმ ერთი ქმედებისთვის - მთავარი გზავნილი, "არ გაჩერდე" საკუთარი მეგობრებისთვის გაეზიარებინათ.
ვიდეოს გამოქვეყნებიდან ორ დღეში მილიონზე მეტი ნახვა და 5.5 ათასზე მეტი გაზიარება აქვს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.
-
-
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
კომენტარები