2016 წელს თბილისში ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე 30 მლნ ლარი დაიხარჯა
ფოტო: On.ge
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც აღნიშნულმა ორგანომ 2016 წლის პირველ კვარტალში ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების 31 პროგრამას გაუწია ადმინისტრირება, რომელთა განსახორციელებლადაც ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარი დაიხაჯრა.
მერიის ინფორმაციით, წელს ჯანდაცვის მიმართულებით 3 ახალი პროგრამა ამოქმედდა: ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგი, ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურება და ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის მკურნალობის დაფინანსების ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც 36 პაციენტი ძვირადღირებული პრეპარატი-ჰერცეპტინით უზრუნველყვეს.
მერიის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე 386 ბავშვს აღდგენითი თერაპიის 20 ინდივიდუალური სეანსი ჩაუტარეს, C ჰეპატიტის კვლევით 4428 პაციენტი უზრუნველყვეს, 40 წლამდე პაციენტებში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამის ფარგლებში 5 პაციენტი დააფინანსეს (2 ტრანსპლანტაცია, 3 კვლევა), 13 ათას ბავშვსა და მოზარდს კი სქოლიოზისა და ბრტყელტერფიანობის სკრინინგი ჩაუტარეს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სხვა პროგრამების შესრულების მაჩვენებელი შემდეგია:
- ძუძუს, საშვილოსნოს, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგი ჩაიტარა 11 ათასზე მეტმა პირმა.
- გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის დაფინანსების ქვეპროგრამის ფარგლებში, 67 784 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 66 534 გრიპსა და გრიპის მსგავს ინფექციებზე მოდის.
- ნარკომანიის ჩანაცვლებითი თერაპიის ქვეპროგრამით ყოველთვიურად სარგებლობს არაუმეტეს 265 ბენეფიციარისა.
სოციალური მიმართულებით განხორციელებულ ქვეპროგრამების სია ასეთია:
-
სოციალურად დაუცველ ოჯახებში ყველა ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამით 500 ლარიანი დახმარება 277-მა ბავშვმა მიიღო.
-
შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში 14 პროექტი დაფინანსდა.
-
100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში 1000 ლარიანი დახმარება 20-მა ხანდაზმულმა მიიღო.
-
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის დაბადებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში, შესაბამისად 800, 1000 და 1500 ლარით 80 ბენეფიციარი დაფინანსდა.
-
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში ყოველთვიური 50 ლარიანი დახმარება საშუალოდ 12 200-მა ბავშვმა მიიღო.
-
სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში სწავლების დაფინანსების ქვეპროგრამით საშუალოდ 1 900 ბავშვი დააფინანსეს.
-
სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების ხელოვნების სკოლებში სწავლების დაფინანსების ქვეპროგრამით საშუალოდ 2 500 ბავშვი დააფინანსეს.
-
სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებში სწავლების ქვეპროგრამით საშუალოდ 1 380 ბავშვი დააფინანსეს.
-
შინმოვლის თანადაფინანსების ქვეპროგრამის ბენეფიციარი საშუალოდ 800 პირი იყო.
-
კომუნალური სუბსიდირების პროგრამით ელ.ენერგიის გადასახადის სუბსიდია 391 350-მა მომხმარებელმა/აბონენტმა მიიღო, დასუფთავების-318 ათასამდე აბონენტმა, ხოლო წყლის-331 ათასზე მეტმა აბონენტმა, რასაც საშუალოდ 34 679 აბონენტისთვის ფულადი ნაწილის დარიცხვა დაემატა.
-
სერვისცენტრებში სამგზავრო ბარათების დამზადება (ინიციალიზაციის) ქვეპროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელზე დაახლოებით 18 ათასი ბარათი გაიცა.
-
სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროებების დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამის ფარგლებში, 2016 წლის პირველ კვარტალში, 3 864 135 ლარი გაიცა, აქედან, საქართველოში სამკურნალოდ 3 491 195, ხოლო საზღვარგარეთ - 372 940 ლარი. სულ, შემოვიდა 8 127 განაცხადი, საიდანაც 8 049 ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდა.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები