ბათუმში 51-ე უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა. ის ხმის მიცემის შემდეგ შეუძლოდ გახდა.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ის მოულოდნელად გახდა ცუდად და ადგილზე მისულ სასწრაფოს უკვე გარდაცვლილი დახვდა:

"უბანზე გარდაიცვალა მოხუცი მამაკაცი, გამოძიება 115-ე მუხლითაა დაწყებული".

ამომრჩევლის გარდაცვალების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. რამდენიმე საათის წინ ამომრჩეველი ქარელში საარჩევნო უბანთან გარდაიცვალა.