სააკაშვილი: პუტინს არ დაუმალავს, რომ საქართველოში ომს აპირებდა
ფოტო: Volodymyr Petrov
საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთს არ დაუმალავს, რომ საქართველოში ომის დაწყებას აპირებდა. ამის შესახებ მან ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის (IWPR) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს სრული განადგურება ემუქრებოდა და ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უთხრა. სააკაშვილის თქმით, კონდოლიზა რაისი ლავროვს ომის დაწყებიდან მესამე დღეს შეხვდა.
"მან იკითხა, რა მიზანი ჰქონდა რუსეთს საქართველოსთან დაკავშირებით, პასუხად მიიღო — სრული განადგურება", — ამბობს სააკაშვილი.
მისი თქმით, მაშინ საქართველო მოწყვლადი იყო და დრო სჭირდებოდა: "რუსეთმა, საკუთარი დრო სწორად შეარჩია. ისინი არ მალავდნენ საკუთარ განზრახვებს. მე მახსოვს, რომ ისინი ეუბნებოდნენ დასავლელ პარტნიორებს ამის შესახებ. რუსეთის თავდაცვის მინისტრი, იური ბალუევსკი შეხვდა ნატოს ელჩებს ბრიუსელში, მარტში და უთხრა მათ, რომ ისინი დაიწყებდნენ ომს საქართველოში, პირდაპირ მათ წინ თქვა ეს. იგივე მოხდა 2008 წლის მაისში, სოჭში ვლადიმერ პუტინისა და ჯორჯ ბუშის შეხვედრის დროს. ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა მეთიუ ბრაიზამ მომიყვა, რა მოხდა იქ. მან თქვა, რომ პუტინი ყვიროდა "საქართველოში ომი იქნება". მახსოვს, დამცინავად ვკითხე, თუ რა უპასუხა ბუშმა. მეთიუ ბრაიზამ მითხრა — "არაფერი". რატომ? მათ უკვე იცოდნენ ჩვენი პოზიცია. ამას პუტინი აღიქვამდა, როგორც სისუსტეს და მწვანე შუქს, რომელიც აშშ-მ აუნთო. ბუში უნდა დამდგარიყო პუტინის პირდაპირ, უნდა ჩაეხედა თვალებში და ეთქვა: "გაჩერდი, არ გაბედო ამის გაკეთება".
სააკაშვილის თქმით, ეს იყო პერიოდი, როცა ბუშს სთხოვდა დაენიშნა საქართველოში ელჩი, ის თითქმის დათანხმდა, თუმცა კონდოლიზა რაისი წინააღმდეგი იყო.
მისივე თქმით, მდგომარეობა 2008 წლის მაისში დაიძაბა. ამ პერიოდში პუტინი მას დაემუქრა, თუმცა სააკაშვილმა იფიქრა, რომ ეს დიპლომატიური თამაშის ნაწილი იყო. მან თქვა, რომ სერიოზულად მიიღო, თუმცა ტაქტიკად მიიჩნია.
საქართველოს ყოფილა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ დასავლელი მეგობრები არწმუნებდნენ, რუსეთი არ შემოიჭრებოდა.
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
კომენტარები