რომელი საგნების ჩაბარება იქნება სავალდებულო აბიტურიენტებისთვის 2020 წლიდან — ახალი მოდელი
ფოტო: Facebook / NAEC
2020 წლიდან აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში მოსახვედრად სამი სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ. სავალდებულო საგნების ჩამონათვალში, როგორც დაანონსებული იყო, არ მოხვდა ზოგადი უნარების გამოცდა. ახალი მოდელის პრეზენტაცია განათლების სამინისტროში, დღეს, 7 აგვისტოს გაიმართა.
ორი საგნის ჩაბარება სავალდებულო იქნება, მესამეს კი აბიტურიენტები სასურველი მიმართულების სპეციფიკიდან გამომდინარე ჩააბარებენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის თქმით, ცვლილებები საგამოცდო სისტემაში კვლევებისა და დაგროვილი გამოცდილების შედეგად შეიმუშავეს. მან არსებული სისტემის ხარვეზზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ აბიტურიენტები მათი პროფესიისთვის არარელევანტურ საგნებს ირჩევდნენ.
"ტექნიკური მიმართულებით თუ სურდა ჩაბარება, ირიცხებოდა ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამებით. ერთ-ერთ პრობლემა იყო ის, რომ დამატებითი ბარიერი იყო შექმნილი იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც სახელოვნებო და სასპორტო მიმართულებაზე აბარებდნენ".
სოფო გორგოძემ სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საინჟინრო ფიზიკის მიმართულებაზე 75 პროცენტი ირიცხებოდა ისტორია/გეოგრაფიით. ჯამში, 2018 წელს ინფორმატიკა/კომპიუტერულ მეცნიერებებზე აბიტურიენტთა 49% ჰუმანიტარული საგნებით ჩაირიცხა.
"შედეგად, აბიტურიენტების მზაობა არ იყო სათანადო, ეს იწვევდა ჩამორჩენას და მცირე ნაწილი, ვინც ჩააბარა ფიზიკა-მათემატიკა პროგრამისადმი ინტერესს კარგავდა და ეს აისახებოდა სწავლების ხარისხზე", — განმარტა სოფო გორგოძემ.
ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო საგნები იქნება:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- უცხო ენა;
- მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე, ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე — ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.
უმაღლესი სასწავლებლები, სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
"საგნობრივ გამოცდაში შემოწმდება არა მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორებიც არის კრიტიკული აზროვნების, ინფორმაციის ადეკვატურად დამუშავების, შეფასების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი", — განმარტავენ განათლების სამინისტროში.
უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
გორგოძე განმარტავს, რას დაეყრდნო გამოცდების ეროვნული ცენტრი, როცა სავალდებულო საგნად ისტორიასა და გეოგრაფიას შორის, არჩევანი ისტორიაზე შეაჩერა:
"ყველაზე მასშტაბურ საგნად ისტორია ჩაითვალა. ისტორია მოიცავს ხელოვნებასაც, ფილოსოფიასაც, გეოგრაფიასაც, ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორია. მე-7 კლასიდან მე-12-მდე ისწავლება უწყვეტად. ისტორია არ არის მეფეების სახელები და თარიღები, ისტორია არის კრიტიკული აზროვნება, მიზეზშედეგობრივი კავშირების დანერგვა, კრიტიკა და ა.შ".
ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამები
ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- უცხოური ენა;
- ბიოლოგია;
- მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.
შემოქმედებითი პროგრამები
დღეს არსებული მოდელით, შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას და შემოქმედებით ტურს აბარებდნენ. 2020 წლიდან სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა სავალდებულოა ჩააბაროს:
- ქართული ენა და ლიტერატურა;
- უცხოური ენა.
აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება.
გრანტების გაცემის წესი
უწყების განმარტებით, სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება. ამ შემთხვევაში აბიტურიენტი გრანტის რამდენიმე კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.
მეოთხე საგანი რომელიც დაამატა, მათემატიკისა და ისტორიის ნაცვლად შერმოდის მეოთხე საგანი განაწილებაში და გრანტი იმის მიხედვით გაიცემა, სადაც უკეთესი შანსი აქვს.
პირველ შემთხვევაში გრანტი გაიცემა, ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენისა და მათემატიკა/ისტორიის მიხედვით, მეორე კონკურსში კი მათემატიკა/ისტორია ერთ-ერთი არჩევითი საგნით ჩანაცვლდება. აბიტურიენტი გრანტს იმის მიხედვით მიიღებს, სადაც უკეთეს შედეგს აჩვენებს.
"მართალია, ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით აბიტურიენტებს მეტი გამოცდის ჩაბარება უწევთ, მაგრამ, სანაცვლოდ, მათ დაფინანსების მოპოვების შანსი გაეზრდებათ", — განმარტა სოფო გორგოძემ.
ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენას ექნება კოეფიციენტი 1, ხოლო ყველა სხვა საგანს ექნება — 1,5.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდება, თუ რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები