1 ლარი და 1 თეთრი — საქართველოს ფოსტისა და ჯორჯიან ეარვეისის კამპანია ქართველი მეწარმეებისთვის
ფოტო: საქართველოს ფოსტა
საქართველოს ფოსტა და ჯორჯიან ეარვეისი საქართველოში ავიაგადაზიდვების ბიზნესის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმე სუბიექტებს სთავაზობენ კამპანიას — 1 ლარი და 1 თეთრი, რომლის ფარგლებში კომპანიებს საშუალება მიეცემათ საქართველოში წარმოებული პროდუქცია პირდაპირ გაიტანონ მსოფლიოს 17 ქვეყნის მიმართულებით. ქართული ბიზნესის წახალისების მიზნით, ორი ეროვნული კომპანია თანხმდება ხელი შეუწყოს ქართული წარმოების იმპორტს.
ფოტო: საქართველოს ფოსტა
პროექტის 1 ლარი და 1 თეთრი ფარგლებში შემუშავებული იქნა სპეციალური საექსპორტო სატარიფო შეთავაზება, რომლის მეშვეობითაც კერძო სექტორის წარმომადგენლები შეძლებენ 1კგ. ტვირთის 1 ლარად და 1 თეთრათ გაგზავნას. აღნიშნული ტარიფი მოიცავს სატერმინალო მომსახურების და ავიაგადაზიდვის საფასურს.
საქართველოს ფოსტის ტერმინალი მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე. ტერმინალის საბაჟო სასაწყობე ობიექტები აღჭურვილია საჰაერო ხომალდის სახმელეთო-სატვირთო მომსახურებისთვის აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით. ტერმინალის 24 საათიანი სამუშაო რეჟიმი, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები და აეროდრომზე დამოუკიდებელი გასასვლელი უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთების ეფექტურ და ხარისხიან მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კომპანიაში დასაქმებული არიან მაღალი კვალიფიკაციის სერტიფიცირებული სპეციალისტები. 2018 წელს საქართველოს ფოსტის ტერმინალმა უზრუნველყო 2,5 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის ექსპორტი.
"აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი, რათა დავეხმაროთ ეროვნულ წარმოებას ახალი ბაზრების აღმოჩენაში და ქართული პროდუქტის ექსპორტს ახალი მიმართულებებით. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას", — განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ.
ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი არის ქართული კომპანია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე საშუალო დიაპაზონის თვითმფრინავებით, როგორებიცაა: Boeing 737, Embraer და CRJ. ავიაკომპანიის საქმიანობა ფოკუსირებულია მგზავრების და ტვირთის უსაფრთხო და საიმედო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე და მაღალი დონის მომსახურებაზე. ჯორჯიან ეარვეისი ყოველდღიურად საშუალოდ ანხორციელებს 10 რეისს და 7 500 ტონა ტვირთის გადაზიდვას, ხოლო თვის ჭრილში ახდენს 225 000 ტონა ტვირთის ექსპორტს.
"ჯორჯიან ეირვეისი კიდევ არაერთხელ შესთავაზებს ქართულ კომპანიებს ქართული პროდუქციის წარმოების მხარდაჭერას, არამარტო საჰაერო გადაზიდვების, არამედ ბიზნესის განვითარების კუთხითაც. „ჯორჯიან ეირვეისი“ როგორც ხიდი, აკავშირებს და მომავალშიც დააკავშირებს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესის საერთაშორისო მომხმარებელთან", — განაცხადა ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რომან ბოკერიამ.
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები