რა არის დარქნეტი? რამდენად უსაფრთხოა ის და როგორ შეიძლება იქ მოხვედრა?
დარქნეტი ავისმომასწავებლად ჟღერს. ასე რომ არ იყოს, რატომ დასჭირდებოდა ბრაზილიის, გერმანიისა და შეერთებული შტატების პოლიციას მასში განთავსებული Wall Street Market-ის მსგავს ელექტრონულ მაღაზიებში რეიდების მოწყობა და ოპერატორებისთვის მოპარული მონაცემების, ნარკოტიკებისა და კომპიუტერული ვირუსების შესახებ ბრალდებების გრძელი სიის წაყენება? ასეთი შემთხვევები დარქნეტში ნამდვილად ხდება, მაგრამ ეს ამბის მხოლოდ ერთი მხარეა.
ინტერნეტ-სივრცე ფლი მარკეტის ან ბაზრის მსგავსი უზარმაზარი და ზოგჯერ არაორგანიზებული ადგილია. მილიონობით გვერდისა და მისამართის არსებობის პირობებში ისიც კი გასაოცარია, რომ რაიმეს მოძებნასა და პოვნას ვახერხებთ.
ამ რთულ სისტემაში, რომელსაც ჩვენ მსოფლიო გლობალურ ქსელს ვუწოდებთ, სამი საბაზისო დონეა გაერთიანებული - ღია, ღრმა და ბნელი ვები. თითოეულ მათგანს თავის ადგილი აქვს განსაზღვრული და კუთვნილი ნაკლოვანებებიც მოეპოვებათ.
მოდით, ღიად ვისაუბროთ ამაზე
ღია, იგივე ზედაპირული, ვები არის ის, რაზეც ყოველდღიური წვდომა გვაქვს Bing-ისა თუ Google-ის საშუალებით. მანამდეც კი, სანამ მოწყობილობას ჩართავთ, საძიებო სისტემები უკვე დაძვრებიან ქსელში, ეძებენ ინფორმაციას, აფასებენ წყაროებს და ადგენენ სიებს.
წარმოიდგინეთ, რომ ღია ქსელი თქვენი ადგილობრივი ბიბლიოთეკის მთავარი სამკითხველო დარბაზია. იქ არსებული წიგნები თემისა და სათაურების მიხედვითაა ზედმიწევნით დალაგებული და თქვენ თავისუფლად ძებნის საშუალება გაქვთ. თუ შეკითხვა გიჩნდებათ, პასუხი კატალოგში ან ბიბლიოთეკართან შეგიძლიათ იპოვოთ. ჩვეულებრივ ინტერნეტთან წვდომისას თქვენი მოწყობილობა უკავშირდება ცენტრალურ სერვერებს, რომლებიც შემდეგ ვებგვერდს გიჩვენებთ.
ბრაუზერები, როგორებიც Google, Bing, DuckDuckGo არიან, ბიბლიოთეკარების ფუნქციას ასრულებენ - მასალას აღნუსხავენ და ახარისხებენ, რათა ინფორმაცია ადვილად მოსაძებნი იყოს. ამასთან ერთად, ისინი ინტერნეტში თქვენს გადაადგილებასაც ადევნებენ თვალს. კორპორაციებისა და საჯარო ვებგვერდების უმეტესობა თავს არ ზოგავს იმაში დასარწმუნებლად, რომ ქსელში შესული ადამიანები მათ ადვილად მიაგნებენ. მასალების ადგილმდებარეობისა და იმის ცოდნა, თუ ვინ ეძებს ინფორმაციას, Google-ს რეკლამების გაყიდვაში ეხმარება. ამ რეკლამებიდან მიღებული თანხა კომპანიის მთლიანი შემოსავლის სადღაც 80 პროცენტს შეადგენს. თუმცა ეს ღია და კატალოგიზირებული მასალა მთელი ინტერნეტის დაახლოებით ხუთ პროცენტს წარმოადგენს.
ინტერნეტის სიღრმეების ძიება
ღრმა ვები არ ნიშნავს რაიმე კრიმინალურს. ეს ტერმინი, უბრალოდ, ინდექსის არმქონე ელექტრონულ მონაცემთა ბაზებსა და სხვა ისეთ მასალას მიემართება, რომლებსაც საძიებო სისტემები ვერ პოულობს და ვერ ახარისხებს - ეს შეიძლება იყოს ვებფორუმები, რომლებში შესვლაც რეგისტრაციას მოითხოვს ან სულაც თქვენი Gmail-ის ანგარიში. ღრმა ვები თქვენ შესახებ ისეთ ინფორმაციას შეიცავს, როგორსაც LocalBlox-ის ტიპის ბროკერები, შესაძლოა, სერვერებზე საჯაროდ კი ინახავდნენ, მაგრამ ეს მონაცემები კატალოგიზირებული არ არის.
წარმოიდგინეთ, რომ ღრმა ვები არქივია, რომელიც დაუხარისხებელი და უმეტესწილად ხელმიუწვდომელი ვებგვერდებისა და რესურსების გროვისგან შედგება. ღრმა ვებს მიეკუთვნება კომპანიების ინტრანეტები და სამთავრობო ვებგვერდები (მაგალითად, ევროკავშირის ვებგვერდი), სადაც სპეციფიკური თემებისა თუ ფორუმების მოძებნა შეგიძლია. ასეთი გვერდები შიდა საძიებო ფუნქციას იყენებენ და არა ისეთებს, როგორიც Bing, Yahoo და სხვა მსგავსი გარე საძიებო სისტემებია. ასევე, ღრმა ვებში განთავსებულია უშუალოდ უნივერსიტეტების მიერ გაცემული აკადემიური მასალის უმეტესობაც. ეს წიგნის ბიბლიოთეკის საინდექსო ფაილებში ძებნას ჰგავს - მათში სასურველი ინფორმაციის საპოვნელად თავად შენობაში უნდა იმყოფებოდე. ღრმა ვები მთლიანი ინტერნეტის დაახლოებით 95 პროცენტს შეადგენს.
ნაბიჯი ბნელი ვებისკენ
დარქნეტი, იგივე ბნელი ვები - მედია ყურადღების მიუხედავად - ღრმა ვების მხოლოდ მცირე ნაწილია, რომელთან წვდომაც სპეციალური TOR ქსელით არის შესაძლებელი. TOR The Onion Router-ის (ხახვისებური როუტერი) აკრონიმია და ბრაუზერის მუშაობის პრინციპს ასახავს; ის მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით დაშიფრულ ტრაფიკებს გადამცემთა ფენების მეშვეობით გზავნის; ამასთან ერთად, გაგზავნილი მასალა, გამგზავნელები და მათი ადგილმდებარეობა დაფარულია.
ინფორმაციის მსგავსი გადაცემა არათუ უფრო უსაფრთხოა, ამასთან, ის მეტად კონფიდენციალურიცაა, რადგან ონლაინ-ტრეკერებს ეფექტიანად განაიარაღებს. მიუხედავად იმისა, რომ ის უნაკლოდ ვერ ახერხებს მომხმარებლის ანონიმურობის დაცვას, მისი მეშვეობით უკეთაა შესაძლებელი საკუთარი იდენტობის გაუმჟღავნებლად ინტერნეტში გადაადგილება და მასალის მოპოვება. რამდენიმე გადამცემის არსებობა ხელს უწყობს დისტანციისა და ანონიმურობის შენარჩუნებას ვებგვერდზე შესულ ადამიანს, ვებგვერდსა და სხვა ნებისმიერ პირს შორის, რომელიც პირველი ორის კომუნიკაციისთვის თვალყურის დევნებას შეეცდება.
TOR გაფართოებულ გადამცემებთან ერთგვარი სახის კავშირს წარმოადგენს და, ამასთან ერთად, ბრაუზერიცაა. ის დარქნეტში გადაადგილების ერთადერთი საშუალება არ გახლავთ; არსებობს სხვა ისეთი ვარიანტებიც, როგორებიცაა I2P, GNU.net და Freenet. თუ თქვენს მოწყობილობას TOR ბრაუზერი აქვს, შეგიძლიათ, არა მხოლოდ ამ ქსელისთვის სპეციფიკურ, .onion სუფიქსის მქონე გვერდებზე შეხვიდეთ, არამედ - ღია ვების რიგით საიტებსაც ესტუმროთ.
დიახ, უკანონო ნარკოტიკებისა და მასალების შემცველი ისეთი ინტერნეტ-გვერდებიც ნამდვილად არსებობს, სადაც მოხვედრა მხოლოდ TOR-ის ბრაუზერითაა შესაძლებელი. ბრაუზერი მომხმარებლებს "მხოლოდ წევრებისთვის" განკუთვნილ ფორუმებზე შესვლისას ანონიმურად დარჩენის საშუალებას და ვაჭრობისას ისეთი კრიპტოვალუტის გამოყენების უფლებას აძლევს, რომლის კვალზე გასვლაც შეუძლებელია. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დარქნეტში შესულ ადამიანებს პოპულარული სერვისები თავიანთ მომსახურებას facebookcorewwwi.onion-ზე სთავაზობენ; გერმანული საფოსტო პროვაიდერი, Mailbox.org.-იც აქ სთავაზობს მომსახურებას საკუთარ კლიენტებს.
კონფიდენციალურობა როგორც ასეთი
"განსხვავება ღია, ღრმა და ბნელ ვებს შორის იმაშია, თუ ვის შეუძლია შენს კვალზე მიყოლა", - აღნიშნავს ალექსანდერ ვუკჩევიჩი, Avira Protection Labs-ის ხელმძღვანელი, - "ჩვეულებრივ ღია ქსელში საძიებო სისტემამ იცის, სად ხარ, რა არის შენი მოწყობილობის ნომერი, შენი IP მისამართი და ისიც კი, თუ რა სახის ინფორმაციას ეძებ.
"ღრმა ვებში ყოფნისას შეგიძლია ივარაუდო, რომ შენი აქტივობების მონიტორიგნი როიტერის მიხედვით მიმდინარეობს. ღია ქსელისგან მთავარი განსხვავება ის არის, რომ შენი აქტივობებისთვის თვალის დევნება შეუძლია სისტემის ადმინისტრატორს და არა - საძიებო სისტემას.
"ღრმა ვების შემთხვევაში, ზოგიერთი აქტივობა დაკვირვების ქვეშ კი არის, თუმცა სისტემაში შესვლამდე პერსონალური მონაცემების დამალვაც შესაძლებელია. თქვენ, შეიძლება, ანონიმურობის შენარჩუნებით გსურდეთ ინტერნეტში გადაადგილება, მაგრამ ზოგიერთი ვებგვერდი - მაგალითად NYTimes და არალეგალური მარკეტებიც კი - რეგისტრაციას მოგთხოვთ, რათა თქვენი ამოცნობა შეძლონ. ღია ქსელის ვებგვერდების გარკვეული ნაწილი TOR ბრაუზერიდან შესვლის საშუალებას არ მოგცემთ".
ეს პატარა, ბნელი და მოუწესრიგებელი ადგილია
დარქნეტში ძებნის პროცესი შეიძლება გამაღიზიანებლი იყოს - ვიზუალურადაც და ოპერატიულადაც. მანამ, სანამ თქვენთვის სასურველ უცნაური შინაარსის ან პირადულ ინფორმაციას მიაგნებთ, სავარაუდოა, რომ რამდენჯერმე მაინც მოხვდებით ინტერნეტ ჩიხში.
Internet Live Stats-ის მონაცემებზე დაყრდნობით, დარქნეტის ვებგვერდების დაახლოებით 75 პროცენტი უმოქმედოა. როცა სასურველ გვერდს მიაგნებთ, აღმოაჩენთ, რომ ის 90-იანი წლების მოდის მსგავსი მოუქნელობით გამოირჩევა. ღია ვებისგან განსხვავებით, მსგავსი გვერდები ნამდვილად არ ღელავენ იმაზე, იპოვიან თუ არა მათ ინტერნეტის მომხმარებლები. Google-ის ტიპის საძიებო სისტემები კი ცდილობენ დარქნეტის კატეგორიზაციას, თუმცა შედეგები არათანმიმდევრულია. ამის მიზეზი, ნაწილობრივ, მოთხოვნის არარსებობაცაა. TOR-ის მომხმარებლები დიდად არ დარდობენ Google და Bing ცხრილებში რეიტინგის გასაზრდელად თავიანთი ვებგვერდების გასუფთავებასა და საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის უახლესი ხრიკების გამოყენებაზე.
მიუხედავად მედიის მუდმივი ყურადღებისა, დარქნეტი, დანარჩენ ორ ქსელთან შედარებით, ერთი ციდაა და მთლიანობაში დაახლოებით 50,000 ვებგვერდისაგან შედგება.
ღირს თუ არა დარქნეტში შესვლა?
ადამიანთა უმეტესობისთვის ამ კითხვაზე მოკლე პასუხია, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს: თუ პირადი უსაფრთხოების გამო პარანოია არ გაქვთ ან რაიმე ისეთს არ აკეთებთ, რასაც ნამდვილად სჭირდება ანონიმურობა, - მაგალითად, რეპრესიულ რეჟიმს ან დანაშაულებრივ სინდიკატს ამხილებთ, ანდაც სახელმწიფო ცენზურისთვის გვერდის ავლას ცდილობთ, - ნამდვილად არ ღირს, ამ ქსელს მიმართოთ; ამის გაკეთება მხოლოდ იმის გამო მაინც არ არის სასურველი, რომ ამით ინტერნეტში თქვენი გადაადგილების სიჩქარე შენელდება.
Reddit-ზე ერთი საინტერესო საბრედიტი არსებობს, (თუ შრომისუნარიანობის დაქვეითება არ გსურთ, შესვლას არ გირჩევთ), სადაც დარქნეტის მომხმარებლები თავიანთ ისტორიებს ჰყვებიან. ზოგიერთი მათი მონათხრობი საკმარისია იმისთვის, რომ ვებ კამერა წებოვანი ლენტით დაფაროთ და, ყოველი შემთხვევისთვის, როუტერიც გამორთოთ. დარქნეტი ქალაქის საშიშ ნაწილს ჰგავს, სადაც საღად მოაზროვნე ადამიანები დაბნელების შემდეგ არ მიდიან.
თუ ამან უფრო მეტად დაგაინტრიგათ, ვიდრე - შეგაშინათ, გაცნობებთ, რომ დარქნეტში მოსახვერდად TOR დაგჭირდებათ, მისი გადმოწერა კი Torproject.org-დან შეგიძლიათ.
რა არის TOR?
2013 წელს გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა, ჯულიან სმიტმა TOR აღწერა, როგორც "შავი ინტერნეტი, რომელშიც ბავშვთა პორნოგრაფიაა განთავსებული და ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობენ". ის არ ცდება: TOR ის ადგილია, სადაც აბრეშუმის გზის ახლა უკვე განადგურებული ნარკოტიკების ბაზრის პოვნა იყო შესაძლებელი; სადაც ვებვგერდზე, Black Market Reloaded, იარაღითა და ნარკოტიკით ვაჭრობა იყო გაჩაღებული; და, როგორც აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო ამბობს, სადაც "ძალიან ურჩი ადამიანები" ატარებენ დროს. TOR არ არის დარქნეტის ერთადერთი ქსელი, - მაგალითად, შეიძლება, ანტი-ცენზურულ freenet-ზე გსმენიათ კიდეც, - თუმცა ყველაზე პოპულარული კი ნამდვილადაა.
ღრმა ვებზე დამკვირვებელთა ჯგუფის, Vocative-ის გამოძიებაზე დაყრდნობით, ევროპელი ტერორისტები, რომლებსაც იარაღის შეძენა უნდოდათ, "სტუმრობდნენ 20 წლის ბაზარს, რომელმაც ბალკანეთის ომის დასრულების შემდეგ გაიდგა ფესვები და თანდათან გაიზარდა. ახლა კი, დარქნეტის აღზევებასთან ერთად, ეს ბაზარი გაციფრულდა და არალეგალური იარაღების შეძენა ხუთ წუთშია შესაძლებელი". გარიგებათა დიდ ნაწილს აშშ-ში მცხოვრებნი დებენ: Vocative-მა დარქნეტში იარაღისა და საბრძოლო მასალის 281-პუნქტიანი ჩამონათვალი აღნუსხა. ამ იარაღების უმეტესობა ამერიკიდან იგზავნებოდა.
თუმცა TOR ბოროტი მიზნებისთვის სულაც არ შექმნილა; უბრალოდ, ის ინსტრუმენტი, რომელიც პოლიტიკურ დისიდენტებს იცავს, კრიმინალების დასაცავადაც მშვენივრად მუშაობს. ეს არ ყოფილა წინასწარგანზრახული. TOR აშშ-ის საზღვაო ძალებმა შეიმუშავეს ინტერნეტ მომხმარებლის თვალთვალისგან დასაცავად. ეს მიზანი მათი ადგილმდებარეობის დასამალად მომხმარებლისა და ვებგვერდის ტრაფიკების სხვადასხვა გადამცემებზე გადართვის გზით მიიღწევა. "ძალიან ურჩი ადამიანების" გარდა, TOR-ს იყენებენ პოლიტიკური აქტივისტები და დისიდენტები; ჟურნალისტები; ადამიანები, რომლებიც არ ანდობენ პირად ინფორმაციას ვებგვერდებს; და ის ცოტათი უცნაური ხალხიც, რომელსაც კონსპირაციული თეორიების სჯერა.
ისეთი გვერდების გასახსნელად, რომელთა დაბოლოებაა .onion, TOR ბრაუზერის ქონაა საჭირო. იმასაც ადვილად შეამჩნევთ, რომ იმ ვებგვერდებთა უმეტესობა, რომლის პოვნასაც შეძლებთ, ონლაინ მაღაზია იქნება, რადგან ამ ტიპის გვედრებს მყიდველების მოზიდვა სჭირდებათ. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერია, რადგან ბნელი ვებგვერდების უმეტესობა გასაიდუმლოებულია და მხოლოდ იმ ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, რომელსაც საჭირო კვალიფიკაცია და/ან კონტაქტები აქვს.
შესაძლებელია კონფიდენციალურობის დაცვა დარქნეტში შესვლის გარეშე?
დიახ, შესაძლებელია. TOR ნამდვილად ძლიერი მექანიზმია პირადი მონაცემების დასაცავად, თუმცა არა - ერთადერთი. ფაილების დაშიფრვა და სხვა მნიშვნელოვანი ღია წყაროებით შიფრირების მეთოდების გამოყენება ანონიმურობის კანონიერად შენარჩუნების ერთობ კარგი საშუალებაა. ამასთან, კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული ისეთი ბრაუზერები, როგორებიცაა Epic და Ice Dragon, კვალის დასადგენად გამოყენებულ ყველაზე გავრცელებულ მახასიათებლებს აქრობენ (მაგალითად, IP მისამართს).
თუ უბრალოდ გინდათ, რომ თავი დააღწიოთ თქვენს კვალზე მომყოლ ინტერნეტ რეკლამებს, ისეთ მიერთებად მოდულებს, როგორიცაა Ghostery, შეუძლია, მსგავსი მოთვალთვალეები და სხვა პოტენციური თავდამსხმელები დაბლოკოს. დაცული ვირტუალური კერძო ქსელები (VPNs) კი გაძლევთ საშუალებას, ინტერნეტში თქვენი გადაადგილება ანონიმური გახდეს. მაგრამ მთავარი არ დაგავიწყდეთ: თუ ისეთ დოკუმენტებთან გიწევთ შეხება, რომლებმაც შეიძლება, ახალ ედვარდ სნოუდენად გაქციონ, სჯობს, air gap გამოიყენოთ - ეს არის მოწყობილობა, რომელიც არაფერთან არაა შეერთებული. ასეთ დროს, თუკი ქსელში არ იმყოფებით, თქვენს ინფორმაციაზე წვდომას ვერავინ მოიპოვებს.
თქვენი მონაცემები ყველგან შეიძლება იყოს
თქვენ, ან ინფორმაცია თქვენ შესახებ, შეიძლება, უკვე ინტერნეტის სამივე დონეზეა მოხვედრილი - და ეს ნამდვილად უნდა გაღელვებდეთ.
ღია ვებში თქვენ შესახებ ინფორმაციის მოსაძებნად, უბრალოდ ჩაწერეთ საკუთარი სახელი Google-ში და ნახეთ, საძიებო სისტემა რას ამოგიგდებთ. იქნება ეს Linkedin-ის ფეისბუქის ან სხვა სოციალური მედიის პროფილი თუ ინფორმაცია თქვენს საზოგადო მოღვაწეობაზე - დიდი შანსია, რომ ღია ქსელში თქვენ გარკვეული დონის დასწრება უკვე გაქვთ.
თქვენი მონაცემები, თითქმის უდავოა, რომ ღრმა ვებშიც არსებობს - და თქვენ მხოლოდ იმედის ქონაღა დაგრჩენიათ, რომ ისინი იქვე დარჩება. ეს შეიძლება იყოს ექიმის ჩანაწერები საავადმყოფოს ინტრანეტებში ან თუნდაც - აკადემიურ დაწესებულებაში თქვენ შესახებ დაცული ინფორმაცია. ეს მონაცემები შენახულია და თქვენ იმედი უნდა გქონდეთ, რომ კომპანიები მათ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის სტანდარტების მიხედვით ეპყრობიან და, ამასთან, არც ჰაკერული თავდასხმის ობიექტები გამხდარან.
ქლაუდმა კიდევ უფრო შეუწყო ხელი ღრმა ვების გაფართოებას. თუ კომპანია თავის ფაილებს ამაზონის ვებ სერვერზე ატვირთავს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მონაცემები ღრმა ვების ქსელში დევს. ასეთ შემთხვევაში თქვენი მონაცემები გასაჯაროებული არ არის მანამ, სანამ კომპანია ანგარიშების კონფიგურაციებში შეცდომას არ დაუშვებს და ამ გზით ინფორმაციას ჰაკერებისა და მოთვალთვალეებისთვის ღიად არ დატოვებს. თუ ასე მოხდა, გაგიმართლებთ, თუ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის აპარატი ამის შესახებ შეგატყობინებთ და თქვენი პირადი ინფორმაციის ასლები გასაყიდად დარქნეტის მონაცემთა ბაზებში არ აღმოჩნდება.
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
კომენტარები