5 მიზეზი, რატომ არის მნიშვნელოვანი ავტომობილის დაზღვევა ზაფხულში
ადამიანების უმრავლესობისთვის ზაფხული წელიწადის ყველაზე საყვარელი დროა — კარგი ამინდები, სითბო და გრძელი დღეები დადებით განწყობას გვიქმნის ყველას, თუმცა არის კიდევ ერთი რამ, რის გამოც ზაფხული განსაკუთრებულია და ეს რაღაც ხანგრძლივი შვებულებებია.
როგორც იქნა, დადგა დასვენების დრო და ჩვენ ყველანი ვემზადებით ნანატრი მოგზაურობის დასაწყებად. ზოგიერთებს მშობლიურ სოფელში წასვლა გვირჩევნია, ზოგიერთები ქალაქში ვრჩებით, უმეტესობა კი საზღვაო კურორტებსა და მთაში დასვენებას ვამჯობინებთ.
ამის გამო ზაფხულში იზრდება ქალაქიდან-ქალაქში ავტომობილების გადაადგილებაც, რადგან ჩვენ ყველას გვირჩევნია საკუთარი მანქანით წავიდეთ ნებისმიერ წერტილში და კომფორტულად ვიმგზავროთ. ეს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, თუმცა გარკვეულ სიფრთხილეს საჭიროებს.
1. ზაფხულში ავტომობილით მოგზაურობა უფრო დატვირთულია, ვიდრე წელიწადის სხვა დროს
მართალია, ავტომობილის მართვა საფრთხეებს ყოველთვის შეიძლება შეიცავდეს, თუმცა ზაფხულში განსაკუთრებულად. ამ დროს ქალაქიდან-ქალაქში ათასობით ადამიანი ინტენსიურად მოგზაურობს, გადატვირთულია მაგისტრალები და ბუნებრივი პირობებიც შესაძლოა ხელის შემშლელი აღმოჩნდეს. სხვათაშორის, ამ დროს საჭესთან კონცენტრირება კიდევ უფრო რთულია, ვიდრე ზამთარში, რადგან ყველას გვსიამოვნებს მაღალ ხმაზე მუსიკის მოსმენა, სწრაფად სიარული დანიშნულების ადგილისკენ და ა.შ.
ასეთ დროს რისკები, რომ თქვენს ავტომობილს შეიძლება რაიმე დაუზიანდეს, აუცილებლად უნდა შეამციროთ, რაშიც ავტომობილის დაზღვევა დაგეხმარებათ.
2. დაზღვეული ავტომობილი სიმშვიდის გარანტიაა, მითუმეტეს გრძელ გზებზე მოგზაურობის დროს
ავტომობილის უსაფრთხოებაზე და წინასწარ დაზღვევაზე რომ შუა მაგისტრალზე არ უნდა იფიქროთ, ეს უეჭველია. გრძელ გზაზე მოგზაურობის დროს, მოსალოდნელია, რომ ავტომობილს რაღაც დაბრკოლებები შეექმნას. შესაძლოა ეს იყოს რომელიმე ნაწილის დაზიანება, საბურავების დაშვება ან თუნდაც მცირე ავტოსაგზაო შემთხვევა. როდესაც იცი, რომ მანქანა დაზღვეული გყავს, გაცილებით მშვიდად მგზავრობ, რადგან პრობლემას უფრო მარტივად, სადაზღვევო კომპანიაში ერთი ზარით მოაგვარებ.
3. ხანგრძლივი მოგზაურობის დროს შესაძლოა საჭესთან ხშირად შეგენაცვლოთ თანამგზავრი
ეს საკმაოდ აპრობირებული მეთოდია. ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ადამიანები ერთმანეთს ხშირად ეცვლებიან საჭესთან. ეს კარგია უსაფრთხოებისთვის, რათა არ დაიღალოთ, ძილი არ მოგერიოთ ან თუნდაც, თუ თავს ცუდად გრძნობთ, ამ მდგომარეობაში არ მოგიწიოთ ავტომობილის მართვა. თუკი თქვენს ავტომობილს რაიმე შეემთხვა, ავტომობილის დაზღვევა ამ ზარალსაც აგინაზღაურებთ. მნიშვნელობა არ აქვს ვინ იჯდება საჭესთან, რადგან პრობლემის აღმოფხვრაში სწორედ ავტომობილის დაზღვევა დაგეხმარებათ.
4. 24-საათიანი ტექნიკური დახმარების სერვისი ავტომობილით მოგზაურობას უფრო უსაფრთხოს და კომფორტულს გახდის
წარმოიდგინეთ, რომ ძალიან გრძელ გზაზე მიდიხართ, შუაღამეა და ავტობანზე თქვენი მანქანის საბურავი დაეშვა, აკუმულატორი დაჯდა ან უბრალოდ საწვავი დაგიმთავრდათ, უახლოესი ბენზინგასამართ სადგური კი რამდენიმე კილომეტრის დაშორებითაა. რა უნდა ქნათ?
როგორც წესი, ასეთ მდგომარეობაში თუ აღმოჩნდით, დიდი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ, მაგრამ ავტომობილის დაზღვევის შემთხვევაში, ავტო ასისტენტი იზრუნებს თქვენი პრობლემების მოგვარებაზე. ის მოვა ადგილზე და დაგეხმარებათ ნებისმიერი გამოწვევის გადალახვაში. თუ ბენზინი დაგაკლდათ, მოგიტანთ. თუ აკუმულატორი დაგიჯდათ, დამუხტვაში დაგეხმარებათ და ა.შ.
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუ რატომ უნდა დააზღვიოთ მანქანა მოგზაურობის დაწყებამდე.
5. ზაფხულში ავტოდაზღვევის შეძენა გაუმჯობესებული პირობებით შეგიძლიათ
ზაფხული ხომ ექსკლუზიური შემოთავაზებებისა და განსაკუთრებული პირობების პერიოდია? ყველა სიკეთესთან ერთად, ავტომობილის დაზღვევაც ხელსაყრელ ფასად შეგიძლიათ. ალდაგის ავტოდაზღვევა განსაკუთრებულ პირობებს გთავაზობთ:
- თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პოლისს;
- ინდივიდუალურად გამოთვლილ პრემიას;
- უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავ რაოდენობას;
- ფრანშიზის გარეშე დაზღვევას.
ამასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 24 საათიანი ასისტანსის სერვისით, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი, თქვენი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.
კომენტარები