გიორგი გახარია პასუხისმგებლობას არ გაურბის — თეა წულუკიანი
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ შს მინისტრი, გიორგი გახარია პასუხისმგებლობას არ გაურბის. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ბრძანების გაცემის თემაზე მან ბრძანა, რომ ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის ზომა... გვარები და სახელები, ვინ რა ბრძანება გასცა, ეს მე არ ვიცი და გამოძიებამ უნდა დაადგინოს. სავარაუდოდ, ეს იყო რამდენიმე ბრძანება, ან ხადახან, რისი უფლებაც აქვს საფრთხესთან მებრძოლ ადამიანს, ინდივიდუალი გადაწყვეტილება. ამისთვის გვჭირდება გამოძიება", — თქვა წულუკიანმა.
20 ივნისის აქცია
მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.
საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.
სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის ჯამში 305 ადამიანი დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
-
რა უნდა ვიცოდეთ Full Card-ზე — მეგობარი ბარათი, რომლის იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს რა უნდა ვიცოდეთ Full Card-ზე — მეგობარი ბარათი, რომლის იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს
-
ენდოკრინოლოგისა და ოფთალმოლოგის დროული თანამშრომლობით, შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ სტატისტიკა და პაციენტები სიბრმავისგან ვიხსნათ ენდოკრინოლოგისა და ოფთალმოლოგის დროული თანამშრომლობით, შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ სტატისტიკა და პაციენტები სიბრმავისგან ვიხსნათ
-
ჩვენ მსოფლიოში უძველესი ქრისტიანი ერი ვართ — სომეხ მილიარდერს იესო ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკების აღმართვა სურს ჩვენ მსოფლიოში უძველესი ქრისტიანი ერი ვართ — სომეხ მილიარდერს იესო ქრისტეს ყველაზე დიდი ქანდაკების აღმართვა სურს
გადახედვა
-
საქსტატი: 2014 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.8%-ითაა გაზრდილი საქსტატი: 2014 წელთან შედარებით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.8%-ითაა გაზრდილი
გადახედვა
-
პანჩის სიცხესთან გასამკლავებლად კონდიციონერს უყენებენ პანჩის სიცხესთან გასამკლავებლად კონდიციონერს უყენებენ
გადახედვა
-
აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც ბნელ მატერიას არ შეიცავს — რამ "გააქრო" ის აღმოაჩინეს გალაქტიკა, რომელიც ბნელ მატერიას არ შეიცავს — რამ "გააქრო" ის
გადახედვა
-
აჭარა ჯგუფი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თემურ უგულავას მემკვიდრეობა აჭარა ჯგუფი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ თემურ უგულავას მემკვიდრეობა
გადახედვა
-
ჯეიჰუნ მუჰამედალი: ამ ფოტოების გამო მთელი საზოგადოების ტერორიზმის მხარდამჭერებად გამოცხადება უკვე მარაზმია ჯეიჰუნ მუჰამედალი: ამ ფოტოების გამო მთელი საზოგადოების ტერორიზმის მხარდამჭერებად გამოცხადება უკვე მარაზმია
გადახედვა
-
კანიე ვესტის კონცერტი აქ არასდროს არ უნდა ჩატარდეს — სან-ანტონიოს მერი 4 ივლისს დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას ითხოვს კანიე ვესტის კონცერტი აქ არასდროს არ უნდა ჩატარდეს — სან-ანტონიოს მერი 4 ივლისს დაგეგმილი კონცერტის გაუქმებას ითხოვს
გადახედვა
-
პაპილომავირუსის ვაქცინამ ინგლისში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა ნულამდე დაიყვანა პაპილომავირუსის ვაქცინამ ინგლისში საშვილოსნოს ყელის კიბოთი სიკვდილიანობა ნულამდე დაიყვანა
გადახედვა
-
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერება საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები ჩინეთში შეიკერება
გადახედვა
-
ალექსანდრე დარახველიძე: სსკ-ს ახალი მუხლი დაემატა, რომელიც გულისხმობს ფიქციური ქორწინების დასჯადობას ალექსანდრე დარახველიძე: სსკ-ს ახალი მუხლი დაემატა, რომელიც გულისხმობს ფიქციური ქორწინების დასჯადობას
გადახედვა
-
როცა უბრალოდ ერთად ვართ — თეგეტაში მამის დღე აღნიშნეს როცა უბრალოდ ერთად ვართ — თეგეტაში მამის დღე აღნიშნეს
-
აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიძაბა — ტრამპის მუქარების გამო ირანულმა დელეგაციამ შეხვედრა დატოვა აშშ-ირანის მოლაპარაკებები დაიძაბა — ტრამპის მუქარების გამო ირანულმა დელეგაციამ შეხვედრა დატოვა
გადახედვა
-
დუა ლიპას და კალუმ ტერნერის 5-დღიანი ქორწილი სიცილიაში — იხილეთ ფოტოები დუა ლიპას და კალუმ ტერნერის 5-დღიანი ქორწილი სიცილიაში — იხილეთ ფოტოები
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება ლევან ხაბეიშვილი: საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება
გადახედვა
-
"მაღალმა ჯარიმებმა მაქსიმალური შედეგი ვერ გამოიღო" — სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები კონკრეტული გრადაციით მცირდება "მაღალმა ჯარიმებმა მაქსიმალური შედეგი ვერ გამოიღო" — სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები კონკრეტული გრადაციით მცირდება
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა: გამოწვევების დაძლევაში მონაწილეობას მიიღებს ყველა, ენმ-ს ყველაზე ძველი და დამსახურებული წევრიც და ისიც, ვინც ახლა შემოგვიერთდა თინა ბოკუჩავა: გამოწვევების დაძლევაში მონაწილეობას მიიღებს ყველა, ენმ-ს ყველაზე ძველი და დამსახურებული წევრიც და ისიც, ვინც ახლა შემოგვიერთდა
გადახედვა
-
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
22 ივნისს, 11:00 საათზე, დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად, “თეთრხალათიანების სოლიდარობის აქცია” გაიმართება 22 ივნისს, 11:00 საათზე, დაკავებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერად, “თეთრხალათიანების სოლიდარობის აქცია” გაიმართება
გადახედვა
-
დიდუბეში სატვირთო მანქანის მძღოლს დამუხრუჭებისას საკუთარი ტვირთი დაეცა და დაიღუპა დიდუბეში სატვირთო მანქანის მძღოლს დამუხრუჭებისას საკუთარი ტვირთი დაეცა და დაიღუპა
გადახედვა
კომენტარები