ინგლისის ცაზე ვარდისფერი ცისარტყელა გამოისახა
ორშაბათ საღამოს ინგლისში იშვიათი ოპტიკური მოვლენა, ვარდისფერი ცისარტყელა დაფიქსირდა.
როგორც მოგეხსენებათ, ცისარტყელა მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ატმოსფეროში არსებული წყლის მოლეკულების საშუალებით სინათლის გარდატეხა და არეკვლა ხდება. ცისარტყელა ცაში, როგორც წესი, წვიმის შემდეგ ჩნდება. მთლიანობაში ეს მოვლენა მაინც საკმაოდ იშვიათია, რის გამოც ის გამოჩენისას ხალხის აღტაცებას ხშირად იწვევს.
ხოლო, კიდევ უფრო იშვიათი სრულად ვარდისფერი ცისარტყელებია, რომლის ფოტოებიც ბოლო ორი დღის განმავლობაში ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა.
ვარდისფერი ცისარტყელები ძირითადად მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს გვხვდება. დღის ამ დროს მზის სინათლეს ატმოსფეროს უფრო სქელ ფენებში უწევს გავლა. ამის გამო წყლის წვეთებზე მხოლოდ წითელი ფერის სხივების არეკვლა ხდება, შედეგად კი მოვარდისფრო ცისარტყელას ვიღებთ.
კომენტარები