გედევან ფოფხაძე

26 Jun. 2019, 18:17

ძალიან ბევრი ვიდეომასალა შემიძლია მოგაწოდოთ, როგორ ხდება ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება და ამაში როგორ ღებულობენ ადამიანები მონაწილეობას. დაწყებული ეროვნული ხელისუფლების დამხობით, დამთავრებული ვარდების რევოლუციით, როდესაც ადამიანები შეიჭრნენ დარბაზებში აიღეს ხელისუფლება.

უბრალოდ მაინტერესებს თქვენი სტანდარტი. რომ მომხდარიყო გადატრიალება, ეს მერე ყველასთვის იქნებოდა ჩვეულებრივი მოცემულობა და აღარაფერი იქნებოდა სადაო, ნაციონალური მოძრაობა ჩაითვლებოდა გამართლებულად? ახლა თუ მცდელობაზეა საუბარი უნდა შევწყვიტოთ ერთ-ერთ პარლამენტარს უფლებამოსილება.

მე მინდა შევახსენო ჩემს კოლეგებს, რომ ამ დარბაზშიც არიან ადამიანები, რომელთაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მსგავს ქმედებაში, მათ შორის ვარდების რევოლუციის დროს. და ალბათ უნდა მოგვყვებოდეს გარკვეული პასუხისმგებლობა, რომ თავის დროს რაღაცაში არასწორად მივიღეთ მონაწილეობა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისი ტექსკოლა — ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

არ გამოტოვო შესაძლებლობა ისწავლო ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური მიმართულებები თიბისი ტექსკოლაში უფასოდ და საკუთარი…