ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მათი თანაპარტიელის დაპატიმრების შემტხვევაში, ეს არ იქნება ერთადერთი დაპატიმრება. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ადევნეთ თვალი პირდაპირ ეთერს

დღეს, 25 ივნისს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ისაუბრეს. პროკურორის თქმით, მათ მიმართეს პარლამენტს, რათა მიიღონ ნებართვა დეპუტატის დაკავებაზე. მელიას იმუნიტეტი იცავს და მის დასაკავებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.

მელიას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჰგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის დგება.

ბიურომ ეს საკითხი განსახილველად კომიტეტს უკვე გადაუგზავნა.