როგორ აფასებენ პროპორციული საარჩევნო სისტემის ნულოვან ბარიერს
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
დღეს, 24 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება სრულად პროპორციული წესით, ნულოვანი (ბუნებრივი) ბარიერით დააანონსა. ახალი წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში, პარლამენტში პარტიებისთვის ერთი მანდატის მისაღებად, შესაძლოა, დაახლოებით 0,67%-იანი ბარიერის გადალახვა იყოს საჭირო.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წინგადადგმულ ნაბიჯად და აქციის მონაწილეების მიღწევად მიიჩნევენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. ამასთან, საუბრობენ ნაკლოვანებებზეც, On.ge-სთან ინტერვიუში მათი ნაწილი ეჭვობს, რომ ნულოვანი ბარიერი არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს გამოიწვევს. მათი თქმით, 3-5%-იანი ბარიერი იქნებოდა ოპტიმალური და ამ საკითხზე ხელისუფლებასთან მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული წესი ზრდის, როგორც ფარდის უკან პარტიული გარიგებების, ისე გადაწყვეტილებების მიღების ტემპის შეჩერების ალბათობას. ამასთან საია ამბობს, რომ ახალი წესით, თითქმის არ დარჩება საზოგადოების სეგმენტი, რომელიც მსჯელობის პროცესში არ იქნება ჩართული და რომლის პოზიციაც მაღალი ტრიბუნიდან არ გაჟღერდება.
ბარიერის გაუქმების რისკებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამან შეიძლება დიდი რაოდენობით ძალიან მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიების მოხვედრა გამოიწვიოს საკანონმდებლო ორგანოში.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელს, გიორგი მშვენიერაძეს ნულოვანი ბარიერის ძირითად ნაკლოვანებად მთავრობის დაკომპექტების გაჭიანურება მიაჩნია. მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ დაბალი ბარიერი უფრო მეტად გამოხატავს საზოგადოების განწყობებს:
"პარლამენტში ხვდება ბევრი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების პარტია, ამ დროს ჭირს ხოლმე მთავრობის დაკომპლექტება და დროში იწელება. შეიძლება კონსენსუსიც ვერ შედგეს. ეს ახასიათებს დაბალ ბარიერებს... დადებითი ის არის, რომ ფაქტობრივად ყველა ჯგუფისთვის გარანტირებულია ადგილი საკანონმდებლო ორგანოში და მათი ხმის გაჟღერება საკანონმდებლო ტრიბუნებიდან".
ფოტო: რადიო თავისუფლება
გიორგი მშვენიერაძის თქმით, პარლამენტი გახსნილი იქნება ყველა ჯგუფისთვის, მათ შორის, ჰომოფობიური ან საბჭოური ნოსტალგიის მქონეთათვის, თუმცა მისივე განცხდებით, სწორედ ესაა დემოკრატიის მანიშნებელი:
"ამას განათლება და დისკუსია უნდა დავუპირისპიროთ. შეუძლებელია, ჰომოფობიის ან ქსენოფობიის ან რუსოფობიის აღმოფხვრა ძალით. რაც უფრო მეტი დისკუსია იარსებებს საზოგადოებაში კონკრეტულ თემებზე, მით უფრო გაიხსნება საზოგადოების სწორი წარმოდგენები".
"ბარიერის დაწევა პარლამენტის ნოეს კიდობნის პრინციპით დაკომპლექტებაა", — ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე და განმარტავს, რომ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა დაბალრეიტინგულ პარტიებს გაეხსნება:
"ხელისუფლებამ დათმო მაჟორიტარები და ეს შემოაქვს მაგათ ნაცვლად. მერე გარიგებებს დაალაგებენ ამ 1-2-კაციან ჯგუფებთან. მათთან გარიგებების დალაგებებით კი მოხდება უმრავლესობის ფორმირება... 3-პროცენტიანი ბარიერი იქნებოდა უკეთესი ფილტრი. ამ შემთხვევაში, მცირე ჯგუფებს გაერთიანება მოუწევდათ. ბარიერის გარეშე კი "ერთკაციანებს" ექნებათ ამბიცია, შევიდნენ პარლამენტში, არ გაერთიანდნენ და მერე ცალ-ცალკე იყიდონ".
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
ანა დოლიძე ამბობს, რომ, რეალურად, ხალხმა მოიპოვა პროპორციული არჩევნების საკითხი და ახლა მთავარია, რომ პარლამენტში დღის წესრიგზე ორიენტირებული პოლიტიკის ჩამოყალიბება, ვინაიდან ფაშისტური ჯგუფებიც შევლენ პარლამენტში.
ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველოსბის შენარჩუნების სქემად აფასებს ცვლილებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი.
ფოტო: პირველი არხი
"დღეს ივანიშვილმა განაცხადი გააკეთა პოლიტიკურ ცვლილებებზე საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ. იმედი აქვს, რომ ჩაახშობს პროტესტის ამ ტალღას, შემდეგ უკვე დაალაგებს ამ სიტუაციას და მოემზადება ძალაუფლების შენარჩუნებისთის, თუნდაც ახალი საარჩევნო სისტემის პირობებში", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მაჟორიტარული სისტემის ცვლილებას, თუნდაც ნულოვანი ბარიერით, უფრო დადებითად აფასებს ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე. ამასთან ისიც აღნიშნავს, რომ ზოგადად, 3-5%-მდე ზღვარი მიიჩნევა ოპტიმალურად, რათა შემდგარი პოლიტიკური პარტიები არსებობდეს და პოლიტიკური კრიზისის რისკი იყოს დაზღვეული:
"ჩვენი ტრადიციის ქვეყნებში მაჟორიტარული სისტემა უდიდეს უპირატესობას აძლევს მმართველ პარტიას. ტრადიციულად იყენებენ ადმინისტრაციულ რესურსს, რაც აძლევთ საშუალებას, გაიყვანონ პრაქტიკულად ყველა მაჟორიტარი. ეს არის მანკიერი სისტემა. რაც შეეხება პროპორციული სისტემის თავისებურებას, ნამდვილად პრობლემურია ნულოვანი ბარიერი იმ კუთხით, რომ ნაკლებად სტაბილური პოლიტიკური გარემო და მეტია კრიზისების ალბათობა".
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერი თამარ კორძაია ფიქრობს, რომ ნულოვანი ბარიერი ქვეყანაში ქაოსს შექმნის. მისივე განცხადებით, ხელისუფლებას შესაძლებლობა ექნება სხვადასხვა პარტიის სახელით შეიყვანოს პარლამენტში საკუთარი მოკავშირე პირები და ისევ შექმნას საპარლამენტო უმრავლესობა.
თამარ კორძაია
ფოტო: რესპუბლიკური პარტია
"მმართველი გუნდი შეძლებს ისევ ადვილად გადაიბიროს ცალკეული პარტიებიდან შესული პოლიტიკოსები, როგორც ეს მაჟორიტარებთან მიმართებაში იყო შესაძლებელი... მნიშვნელოვანია, სწორედ ის, რომ ჩვენ ახლა დავიწყოთ დიალოგი და ხელისუფლებამ ისე არ მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ჩვენი საზოგადოება ითხოვს დიალოგს და არა ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. კარგია, რომ უკან დაიხია ხელისუფლებამ. იქ ძალიან გონიერი ადამიანები დგანან და ისინი მიხვდებიან, ივანიშვილს რა უნდა ამით", — ამბობს თამარ კორძაია.
2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეები ითხოვენ.
-
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის (სოდ) ხელმძღვანელად თამაზ შუბითიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით დარეგისტრირდი STEM სკოლაში და ისწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიით
-
კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა კახა კალაძე: ბაღებში ბავშვები ქათმის ხორცით არ მოწამლულან, იმ დღით მენიუში ქათმის ხორცი საერთოდ არ ყოფილა
გადახედვა
-
AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის? AI უსაფრთხოების სერტიფიკატები: რა განსხვავებაა CAISP-ს, OSAI-ს, COAE-სა და SC-500-ს შორის?
-
კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმები — გიორგი და დავით ფეიქრიშვილები დააკავეს
გადახედვა
-
ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული ესპანეთში 7 ქართველი დააკავეს, რომელთან ე.წ. საწამებელ ოთახში 2 კაცი ჰყავდათ დაკავებული
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო — სწორი ადგილი განათლებისთვის
-
NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან NASA-ს ახალმა ტელესკოპმა "თვალი გაახილა" — აი, რა დაინახა მან
გადახედვა
-
თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის სერიალში გამოჩნდა — ნახეთ Vigil-ის კადრები
გადახედვა
-
მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს
გადახედვა
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება? წლევანდელი "თბილისობა" 3,3 მლნ ლარი გვიჯდება — სად/რა ჩატარდება?
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
"ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში "ჩვენ ვრჩებით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთგული" — კობახიძე გაეროში
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
გადახედვა

კომენტარები