წინა მთავრობის დროს დემონსტრანტებს თავში რეზინის ტყვიებს არ ესროდნენ — ვაშაძე
ფოტო: გრიგოლ ვაშაძე / Faceboo
ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ახლანდელ და წინა ხელისუფლების ქმედებებს თუ შევადარებთ, "უზარმაზარი განსხვავების დანახვა შეიძლება სისასტიკეში". რუსულ გამოცემა კომერსანტთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ წინა მთავრობის დროს დემონსტრანტებს თავში პლასტმასის და რეზინის ტყვიებს არ ესროდნენ.
"არავინ არ წამლავდა მათ გაზით ისე როგორც ახლა. მთელი ღამე გული მერეოდა. ბრძოლის ველიდან ახალგაზრდა გოგო ბიჭების გამოყვანა მიწევდა. ზოგიერთს ხუთჯერ ექვსჯერ შვიდჯერ მოხდა ტყვია. ჩვენი კანონმდებლობით, დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენება არ შეიძლება იქამდე, სანამ მოქალაქეებს სამჯერ არ გააფრთხილებენ. ჩვენ პირველები ვიყავით, რომელთაც სახეში პირველად შეასხეს ეს გაზი", — ამბობს ვაშაძე კომერსანტთან ინტერვიუში.
2019 წლის 20 ივნისი
მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.
გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.
სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა, მათ შორის იყვნენ On.ge-ს სამი თანამშრომელი. ამ დროისთვის კლინიკებში მკურნალობას 54 პირი აგრძელებს.
2007 წლის 7 ნოემბერი
პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ადამიანები. მაშნდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღო, რათა რუსთაველის გამზირი მომიტინგეებისაგან გათავისუფლებულიყო.
"ძალის გამოყენებით გადაიკეტა რუსთაველის ქუჩა, შესაბამისად იქნა მიღებული შესაბამისი ზომები რუსთაველის ქუჩის გასახსნელად", — განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა:
"გამოყენებული იქნა წყლის ჭავლი, დასავლური ცრემლსადენი გაზი, რომელი გამოიყენება ხოლმე მშვიდობიანი დემონტრაციების დასაშლელად, ის რაც მოხდა დღეს".
მოგვიანებით პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი იმედის ოფისშიც შეიჭრა და ტელეკომპანიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის იანვარში ჩატარდა. არჩევნებში ისევ სააკაშვილმა გაიმარჯვა.
-
რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის რეკორდულ ფასად გაყიდული T-rex-ის ნამარხები — რატომ არის ეს პრობლემა მეცნიერებისთვის
გადახედვა
-
შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს შეიძლება თუ არა, დრო "უკან წავიდეს"? — ახალი კვლევა კვანტურ სამყაროში უჩვეულო ეფექტს აღწერს
გადახედვა
-
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები — დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
-
"რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა "რიყის დოქების" დემონტაჟზე მერიამ ნებართვა გასცა
გადახედვა
-
მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი — ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
-
მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი — საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
-
წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო წყალდიდობის გამო ჩინეთის ფერმიდან 900-ზე მეტი გველი გაიქცა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კიბერშეტევების გამო რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კიბერშეტევების გამო რუსეთს ერთობლივი სანქციები დაუწესეს
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
-
საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს
-
რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს? რატომ ჭრის ზოგიერთი ფეხბურთელი წინდებსა და ბუცებს?
გადახედვა
-
რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს? რატომ ასაქმებენ AI ლაბორატორიები სულ უფრო მეტ ფილოსოფოსს?
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიებს ეუთოს მისიაზე ზეწოლაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა ფრენის შემდეგ წარმატებით დააბრუნეს
გადახედვა
-
ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის ახალ მისიას იწყებს
გადახედვა
-
რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე? რატომ უნდა შეიძინოთ მატარებლის ბილეთები ონლაინ biletebi.ge-ზე?
-
როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ როგორ გადაარჩინა ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი ჯარისკაცი თანამესაკნეებისთვის ჰარი პოტერის მოყოლამ
გადახედვა
-
როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით როგორი მაცივარი გჭირდებათ? დიდი არჩევანი მეგატექნიკაში, მაცივრის ტიპისა და ფასის მიხედვით
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს? როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 14-16 ივლისს?
გადახედვა
-
"ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე "ნამდვილად არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვა" — ირაკლი კობახიძე თელავის სტიქიაზე
გადახედვა
კომენტარები