მოძრაობა ხმა: საჯარო სამსახურის კანონში შეტანილი ცვლილებები ქმნის გაფიცვის კანონიერ საფუძველს
ფოტო: Adobe Stock
მოძრაობა "ხმა" საჯარო სამსახურის კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას, სადაც გაფიცვის ლეგიტიმურ საფუძვლებზე საუბრობს და განმარტავს, რომ კანონში შეტანილი ამგვარი დაუსაბუთებელი ცვლილებები დასაქმებულს უქმნის შესაძლებლობას კანონიერად გაიფიცოს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოძრაობა მხარს დაუჭერს ამგვარ ძალისხმევას — მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით.
"ჩვენ ბევრმა საჯარო მოხელემ გვკითხა გაფიცვაზე. მათთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, არსებობს თუ არა გაფიცვის კანონიერი შესაძლებლობა.
მიიჩნევა, რომ საქართველოში გაფიცვა შრომით ურთიერთობას უნდა უკავშირდებოდეს და პოლიტიკურ საკითხზე გაფიცვა უკანონო გაფიცვაა. რას ნიშნავს პოლიტიკური საკითხი, ეს განმარტების საკითხია.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ დასაქმებულებს უფლება აქვთ, გაიფიცონ იმ სოციალური და ეკონომიკური საკითხების გარშემო, რომლებსაც პირდაპირი გავლენა აქვთ მათ სოციალურ დაცვაზე, დასაქმების პოლიტიკაზე, ცხოვრების სტანდარტებზე. ამავე დროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტით, ნებადართულია გაფიცვა მაშინ, როდესაც მშრომელები იფიცებიან სახელმწიფოს, როგორც დამსაქმებლის წინააღმდეგ.
საჯარო სამსახურის კანონში შეტანილი ცვლილები ასეთ ფართო შრომით და სოციალურ საკითხს წარმოადგენს. სახელმწიფო, როგორც დამსაქმებელი, ცვლის საჯარო მოხელის დაცვის სტანდარტებს - ამარტივებს რეორგანიზაციის დროს თვითნებურ გათავისუფლებას, ამკაცრებს დისციპლინას და აუქმებს პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილ პოზიციებს. ამიერიდან პარტიას შეეძლება ყველა ხელმძღვანელ პოზიციაზე კონკურსის გარეშე დანიშნოს მისთვის სასურველი პირი.
ეს ცვლილება გაფიცვის კანონიერი საფუძველია ყველა საჯარო მოსამსახურისთვის და წარმოადგენს აღმძრავ ღვედს იმისთვის, რომ ამასთან ერთად საჯარო მოსამსახურეებმა საგაფიცვო მოთხოვნებს შორის დააყენონ მათთვის მწვავე საკითხებიც: ხელფასების უთანასწორობა, უსამართლო პრემიების სისტემა, უმუშევრობის დაზღვევის არარსებობა და სხვა.
ჩვენ მხარს დავუჭერთ ასეთ ძალისხმევას - საჯარო მოხელეთა პროფკავშირის შექმნით დაწყებული გაფიცვით დამთავრებული," — წერია განცხადებაში
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები