სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიას ატოვებინებს. მას ჟურნალისტებთან განმარტება არ გაუკეთებია. პარლამენტის შიდა ეზოში შს მინისტრი, გიორგი გახარია და პოლიციელები იმყოფებიან.

საქართველოს პარლამენტთან ამ დროისთვის ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ. მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.