მამუკა ბახტაძე

12 Jun. 2019, 20:40

ძალიან მახარებს ვაშინგტონამდე სან-ფრანცისკოსა და სიეტლში ჩემი ვიზიტის შედეგები, აქედან კი დალასში მივემგზავრები. შეხვედრები მქონდა ბიზნესწრეების გამოჩენილ წარმომადგენლებთან, ინვესტორებსა და დიდი კაპიტალის მქონე მეწარმე სუბიექტებთან, პოლიტიკის განმსაზღვრელებთან. ჩემი მიზანი იყო მათი ინფორმირება იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, რაც საქართველოში ბიზნესის კეთებას უკავშირდება.

საუბარი მაქვს ქვეყანაზე, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, ტრადიციები კი - ინოვაციებს. საქართველო ღიაა ბიზნესის კეთებისთვის და მიესალმება ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც ქვეყნისა და რეგიონის უხვ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი ამერიკა საქართველოში.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  3. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება…