პრეზიდენტი ფარულ ჩანაწერზე: ამ ყველაფერს პასუხი უნდა გასცენ სამართალდამცავებმა
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტი ეხმიანება დღეს მედიაში გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერს. პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რათა აგრესია თავიდან აიცილოს და საარჩევნო პროცესი მშვიდად წარიმართოს. პრეზიდენტის განცხადებით, ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვან და პასუხი გასცენ სამართალდამცავმა უწყებებმა.
"ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებაში შესაძლოა, იყვნენ აგრესიისკენ მიდრეკილი ადამიანები, რომლებსაც საარჩევნო პროცესი უფრო დესტრუქციული ფორმით წარმოუდგენიათ. თუმცა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, სახელმწიფოს მხრიდან, რომ ყოველგვარ აგრესიას და ძალადობას გაეცეს შესაბამისი პასუხი და საარჩევნო პროცესი წარიმართოს მშვიდ და სამართლებრივ ჩარჩოებში.
არჩევნებამდე დარჩენილ ამ მოკლე დროში, არ შეიძლება საარჩევნო კამპანიის მთავარი ღერძი იყოს გაუთავებელი საუბარი დესტაბილიზაციის საფრთხეზე, არ შეიძლება პოლიტიკოსები დებატებზე მხოლოდ ურთიერთბრალდებების ენით საუბრობდნენ".
ფარულ აუდიო ჩანაწერში, რომელიც 27 სექტემბერს გამოქვეყნდა, ისმის მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების ხმა, რომლებიც თითქოს საუბრობენ საქართველოში მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებაზე. ჩანაწერში ისმის საუბარი რუსთაველის გამზირის კარვებით გავსებაზე, ივანიშვილის სახლთან აქციებზე, ასევე, მის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, თუმცა, თავად საუბრის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს საუბარი რეალური არ არის და ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერაა დამონტაჟებული. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.
-
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
გადახედვა
-
სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს? სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს?
გადახედვა
-
"დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე "დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი
გადახედვა
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე? მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
კომენტარები