ანტიკორუფციული პოლიტიკა ვერ პასუხობს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს — TI
ფოტო: პირველი არხი
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) აცხადებს, რომ საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკა ვერ პასუხობს ასოცირების შეთანხმებითა და დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ასოცირების დღის წესრიგის დამტკიცებიდან წელიწადნახევრის თავზე, საქართველოს პოზიტიური შედეგები აქვს წვრილმანი კორუფციის აღმოფხვაში, თუმცა ვერ ხერხდება მდგომარეობის გაუმჯობესება მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის სფეროში.
TI-ს ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, მოქალაქეები მთლიანობაში ნეგატიურად აფასებენ კორუფციის მხრივ არსებულ მდგომარეობას, ასევე ფიქრობენ, რომ ხელისუფლება სათანადოდ არ იძიებს კორუფციის შემთხვევებს, როცა საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საზოგადოების ამგვარი განწყობა, სავარაუდოდ, განპირობებულია სამართალდამცავი ინსტიტუტების არაეფექტური რეაგირებით ბოლო პერიოდში გახმაურებულ კორუფციის არაერთ შესაძლო შემთხვევაზე. კერძოდ:
- ე.წ. „ომეგას“ საქმე - სკანდალი, რომელსაც სათავე 2018 წლი სექტემბერში ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის განცხადებებმა და გასაჯაროებულმა ფარულმა აუდიოჩანაწერებმა დაუდო;
- ჟურნალისტური გამოძიება მაღალი თანამდებობის პირების (მათ შორის პარლამენტის წევრების, მინისტრების და მოსამართლეების) ძვირადღირებული ქონების შესახებ;
- ამომრჩეველთა მოსყიდვა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის მრავალი შემთხვევა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომელთა ბენეფიციარი მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იყო და რომლებიც ქმედითი რეაგირების გარეშე დარჩა;
- თიბისი ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ხელისუფლება აიძულებდა მას გადაედგა ნაბიჯები მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ;
- ჟურნალისტური გამოძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძის საეჭვო გამდიდრებასთან დაკავშირებით;
- ჟურნალისტური გამოძიება ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის საეჭვო და არადეკლალირებული ქონების შესახებ;
- პროკურატურის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის, მირზა სუბელიანის საქმე;
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიისთვის სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ (და ფარცხალაძის შემდგომი თავდასხმა გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე);
TI-ს განცხადებით, მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის მხრივ სამართალდამცავი ინსტიტუტების არაეფექტური მუშაობა, პირველ რიგში, განპირობებულია პოლიტიკური სისტემის ამჟამინდელი ხასიათით. კერძოდ, ძალაუფლების კონცენტრირებით ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში, რაც მათი თქმით, მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს, არაჯეროვანი გავლენა მოახდინოს ამ და სხვა საჯარო ინსტიტუტების საქმიანობაზე.
ორგანიზაციის განცხადებით, ამ სისტემური პრობლემების დასაძლევად, საქართველოს ხელისუფლებამ, ერთი მხრივ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და მისი დაცულობა პარტიული გავლენისგან, ხოლო, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელი შეუწყოს უფრო პლურალისტური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას. მათი თქმით, ამ მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა პარლამენტის არჩევის სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები