ზედმეტი ნივთების აუტანელი სიმძიმე
მკვლევართა ვარაუდით, უსარგებლო ნივთების დაგროვება სტრესს იწვევს
ფოტო: Andris
თუ სახლში ან ოფისში რაიმეს გასაკეთებლად ნივთების გადაადგილება გიწევთ ან სულაც, საგანთა გარემოცვაში სული გეხუთებათ, ეს იმის ეჭვგარეშე სიგნალია, რომ უწესრიგობამ გაიმარჯვა. ეს მდგომარეობა კი იმაზე მეტად შეიძლება გსტრესავდეთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ.
"დიდი რაოდენობით გამოუსადეგარი ნივთები კოლექტიურად ქმნის ქაოსურსა და მოუწესრიგებელ საცხოვრებელ სივრცეს", - ამბობს ჩიკაგოს დეპოლის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ჯოზეფ ფერარი, რომელიც უწესრიგობის გამომწვევ მიზეზებსა და ადამიანებზე მის გავლენას სწავლობს. მკვლევრები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ნივთებით გადატვირთული სახლი, შესაძლოა, სტრესულ გარემოს ქმნიდეს.
დოქტორი ფერარი მკვლევართა იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც დაგროვებულ ნივთებსა და ცხოვრებით კმაყოფილებას შორის ურთიერთობის დასადგენად მოხალისეთა სამი ჯგუფი - კოლეჯის სტუდენტები, 20-დან 30 წლამდე ზრდასრულები და ორმოცდაათ წელს გადაცილებული ადამიანები - გამოკითხა.
მკვლევარებმა მოხალისეებში პროკრასტინაციისკენ მიდრეკილების ხარისხის შესამოწმებლად სთხოვეს მათ, ხუთბალიანი სისტემით შეეფასებინათ ისეთი ფრაზების სისწორე, როგორიცაა "მე გადასახადებს დროულად ვიხდი". პროკრასტინაცია პირდაპირ უკავშირდება უწესრიგობას, რადგან ნივთების დახარისხება და გადაგდება ბევრი ადამიანისთვის უსიამოვნო საქმიანობაა. მნიშვნელოვანი ქაღალდების გადახარისხებას ან წიგნების ქვეშ დასამარებული სასადილო ოთახის მაგიდის დაალაგებას მართლაც დიდი დრო მიაქვს.
მკვლევარებმა აგრეთვე შეაფასეს, როგორ აისახება უწესრიგობა მონაწილეების ზოგად კეთილდღეობაზე. ამისათვის, მოხალისეებს სთხოვეს, შეეფასებინათ ისეთი განცხადებები, როგორიცაა "ჩემს სახლში დაგროვილი ხარახურა მაბრაზებს" და "მე მიწევს ნივთების გადაადგილება, რათა შევასრულო სახლის საქმეები".
ჟურნალ Current Psychology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ საქმის გადადებასა და ნივთების დაგროვებას შორის მნიშვნელოვანი კავშირი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლინა. უწესრიგობით გამოწვეული გაღიზიანება წლების მატებასთან ერთად იზრდება. ამასთან, ასაკოვან ადამიანებში ნივთთა დაგროვების პრობლემები ცხოვრებით დაუკმაყოფილებლობასთანაც ასოცირდება.
კვლევის შედეგები ადასტურებს მეცნიერთა მონაცემებს იმის შესახებ, რომ ნივთთა დაგროვება, შესაძლებელია, ნეგატიურად აისახოს გონებრივ კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით - ქალებში. საგანთა ქაოტურმა გროვამ შეიძლება ფიზიოლოგიური ცვლილებებიც გამოიწვიოს კორტიზოლის, სტრესის ჰორმონის მზარდი რაოდენობის გამოყოფის სახით.
აკადემიურ ჟურნალში The Journal of Personality and Social Psychology 2010 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ლოს-ანჯელესის ტერიტორიაზე მცხოვრები ისეთი დაქორწინებული წყვილების ქცევებია განხილული, რომელთაგანაც ორივე მუშაობს და მინიმუმ ერთი სასკოლო ასაკის შვილი ჰყავთ. კვლევაში მონაწილე იმ ცოლებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ნივთებით გადავსებულ სახლებში ცხოვრობდნენ ან რომ მათ საცხოვრებელ სივრცეს გაუმჯობესება სჭირდებოდა, მთელი დღის განმავლობაში კორტიზოლის მომატებული დონე დაუფიქსირდათ. ისინი კი, ვინც თავიანთი საცხოვერბელი პირობებით კმაყოფილები იყვნენ, უმრავლესად კაცებს წარმოადგენდნენ და მათ სისხლში კორტიზოლის დონემ დღის მსვლელობასთან ერთად დაიკლო.
კვლევის მთავარი ავტორის, დარბი საქსბის თქმით, კვლევაში მონაწილე პირველი კატეგორიის ქალები დილას სტრესულად იწყებენ და ეს მდგომარეობა დღის განმავლობაში ნარჩუნდება. მისი ვარაუდით, სტრესს იმ ვალდებულების გრძნობაც ზრდის, რომელიც ქალებს სამსახურის მერე სახლის სამუშაოების შესრულებასაც აიძულებს. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ კაცებს, რომლებიც საღამოობით ასევე ასრულებდნენ სახლის საქმეებს, დღის ბოლოსთვის, ქალების მსგავსად, კორტიზოლის მომატებული დონეები აღენიშნათ.
განმეორებით ჩატარებულ კვლევაში დოქტორი საქსბი სტრესის ჰორმონის დონეს შუადღისას და საღამოს დააკვირდა - ეს ის დროებია, როცა დაძაბულობა, როგორც წესი, მცირდება ხოლმე. ექსპერიმენტში მონაწილეთაგან ზოგი მართლაც არ შეწუხებულა კიბეებზე მიყრილი ფეხსაცმლის ან ყავის მაგიდაზე დახვავებული წერილების გამო, მაგრამ კვლავაც მეტწილად ქალებმა გამოთქვეს დაგროვილი ნივთების ან შუა გზამდე მიყვანილი პროექტების გამო უკმაყოფილება და მათ სისხლში არც კორტიზოლის დონე შემცირებულა.
"ის, თუ რა ჩაითვლება უწესრიგობად, ინდივიდუალური აღქმის საკითხია", - ამბობს დოქტორი საქსბი, - "მათ, ვინც ამაზე ისაუბრა, კორტიზოლის დონეც მომატებული ჰქონდა".
ექსპერტები იმის კვლევას იწყებენ, თუ რატომ შეიძლება გამოიწვიოს ზედმეტი ნივთების ქონამ ასეთი ძლიერი ემოციური პასუხი.
დოქტორი საქსბის თქმით, დიდი ხანია, დამკვიდრებულია ის სტანდარტი, რომელსაც საშუალო სოციალური ფენის ოჯახის სახლი უნდა აკმაყოფილებდეს. არეული სახლი ამ სტანდარტში ვერ ჯდება.
"1950-იანი წლებში ცალკეულ ოჯახს კონკრეტული იდეალების დაკმაყოფილება ევალებოდა", - ამბობს დოქტორი საქსბი, - "კაცი სამსახურიდან სახლში ბრუნდება, ფეხებს სავარძელზე შემოაწყობს და კოქტეილს მიირთმევს. სახლი ის ადგილია, სადაც განსატვირთად მივდივართ, მაგრამ სახლში განტვირთვა რთულია, თუ იქ გასაკეთებელი საქმეების სია და დაუსრულებელი, ერთფეროვანი საქმეები გელოდება".
სახლის გამოუსადეგარი ნივთებისგან დაცლაზე კონტროლის მოპოვება ის უნარია, რომლის გამომუშავებაც საგნებით გადავსებული ბინების მეპატრონეებს ძალიან უჭირთ ხოლმე.
დოქტორმა ფერარიმ აღნიშნა, რომ უწესრიგობა ხშირ შემთხვევაში საკუთარ ნივთებთან გადაჭარბებული მიჯაჭვულობის შედეგია, რაც ართულებს მათთან განშორებას. მათ, ვისაც სურს, მაგრამ უჭირს ზედმეტი ნივთების მოშორება, შეუძლიათ, ამ საქმეში სხვები დაიხმარონ.
"თუ ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლებას აპირებთ, არ შეეხოთ მათ. ხელში არ აიღოთ ისინი", - ამბობს დოქტორი ფერარი, - "ვინმე სხვას დააჭერინეთ თქვენი შარვალი და აკითხინეთ, გჭირდება ეს? ერთხელაც თუ შეეხებით ნივთს, ნაკლებად მოგინდებათ მისი თავიდან მოშორება".
მეორე მეთოდი მიზანმიმართულად ნაკლები ნივთის ყიდვაა. დოქტორი ფერარი ამტკიცებს, რომ იმ ნივთთა უმეტესობა, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში ვაგროვებთ, არ გვჭირდება. ჩვენ ხშირად ნდომას საჭიროებაში ვურევთ ხოლმე.
დოქტორი საქსბი ეთანხმება იმ აზრს, რომ ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლების საუკეთესო გზა ისაა, თუ მათ შინ საერთოდ არ შევიტანთ. ის საყიდლებზე წასულ ადამიანებს მოუწოდებს, გაიაზრონ, ნამდვილად სჭირდებათ ესა თუ ის ნივთი თუ ის მხოლოდ მათ სახლებში არსებული არეულობის ნაწილად ქცევისთვისაა განწირული.
მას შემდეგ, რაც ნივთი სახლში აღმოჩნდება, მისგან თავის დაღწევა გაცილებით რთული ხდება - თანხმდებიან მეცნიერები.
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ რუსთავის სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ ათლეტი ქალები სიდნი სვინის სპორტში ქალების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
-
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 ქალი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები