უსუფაშვილი მეწარმეებს: აღარასოდეს შეუწყოთ ხელი უკონკურენტო ერთპარტიულობას
ფოტო: დავით უსუფაშვილი / Faceebok
რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი ქართველ მეწარმეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ აღარასოდეს გააკეთონ პოლიტიკური არჩევანი „პოლიტკორექტულობის“ გადმოსახედიდან.
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ფეისბუქში გამოქვეყნებულ წერილში აცხადებს, რომ სამართლიანი კონკურენცია ისევე მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, როგორც ბიზნესში, ამიტომ მოუწოდებს მეწარმეებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე და აღარ შეუწყონ ხელი უკონკურენტო ერთპარტიულობას საქართველოში.
დავით უსუფაშვილის წერილს უცვლელად გთავაზობთ.
ვინ, თუ არა თქვენ, იცით თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის სრულიად გამორჩეული როლის შესახებ არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების, არამედ ზოგადკულტურული პროგრესის საქმეში! თუ არა სხვაზე უკეთესობის ამბიცია და თუ არა ამ ამბიციის მოქცევა სამართლიანობის ჩარჩოებში, მაშინ ჩვენ ყველანი ან ისევ გამოქვაბულებში ვიცხოვრებდით, ან ერთმანეთი დიდი ხნის ამოჟლეტილი გვეყოლებოდა...
ამასობაში, პოლიტიკაში ისევე აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი კონკურენცია, როგორც ბიზნესში. არაკონკურენტული გარემო პოლიტიკურ სისტემასაც ისევე მიაქანებს ჭაობისკენ, როგორც ეკონომიკურ სისტემას. უკონკურენტოდ დარჩენილი ყველაზე უფრო კეთილშობილური პოლიტიკური ძალაც კი ისევე იწყებს უხარისხო, ძვირი და სახელმწიფოსთვის საშიში პოლიტიკური პროდუქტის წარმოებას, როგორც უკონკურენტოდ დარჩენილი ყველაზე უფრო მაღალი სტანდარტების მქონე პურის ქარხანა იწყებს უხარისხო, ძვირი და ჯანმრთელობისთვის საშიში პურის ცხობას.
მეტიც, უკონკურენტოდ დარჩენილ პოლიტიკურ ძალას უკონკურენტო პურის ქარხნისგან განსხვავებით სხვა უბედურებებიც მოაქვს. იგი იწყებს კონკურენციის „ბაცილებთან“ ბრძოლას სხვა სფეროებშიც - ბიზნესში, მედიაში, სპორტში - იმის შიშით, რომ საზღვრები არ გადალახოს და პოლიტიკაშიც არ მოიკიდოს ფეხი. თანაც, მოგეხსენებათ, პურის ქარხნისგან განსხვავებით, უკონკურენტო პოლიტიკურ პარტიას მოზელილი ცომის ნაცვლად სახელმწიფო ძალაუფლებაზე აქვს ექსკლუზიური წვდომა და ამიტომ საკმაო წარმატებით უმკლავდება ხოლმე ამ „ბაცილას“, ანუ თავისუფლებას, საზოგადოებაში.
თუმცა, რას გიყვებით, განა ერთად არ გავიარეთ ეს ყველაფერი?..
ჰოდა, იმისათვის, რომ აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც ყველამ გავიარეთ, გთხოვთ, აღარასოდეს გააკეთოთ პოლიტიკური არჩევანი „პოლიტკორექტულობის“ გადმოსახედიდან, მიუხედავად იმისა, რამდენად „კორექტულადაა“ მოწოდებული „პოლიტიკურად სწორი“ გადაწყვეტილება. გთხოვთ, აღარასოდეს შეუწყოთ ხელი უკონკურენტო ერთპარტიულობის დამკვიდრებას საქართველოში, თუნდაც ამ პარტიის სათავეებში საფლავებიდან წამომდგარ დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, გიორგი ბრწყინვალეს, ილია ჭავჭავაძეს და ბიძინა ჩოლოყაშვილს ერთად ხედავდეთ.
გთხოვთ, აუცილებლად მიბრძანდით არჩევნებზე 8 ოქტომბერს და აუცილებლად თქვენი თავისუფალი პერსონალური არჩევანი გააკეთეთ. გთხოვთ, მიეცით ხმა იმ პარტიას და იმ ლიდერს, ვინც ყველაზე უკეთ ეხმიანება არა თქვენს დღევანდელ ბიზნეს ინტერესებს, არამედ თქვენს ხვალინდელ მშობლურ ინტერესებს. გთხოვთ, მიეცით თქვენი ხმა ვისაც გინდათ, გნებავთ ბიძინას, გნებავთ მიშას, გნებავთ ირმას, გნებავთ ნებისმიერს, გარდა ჩემი და რესპუბლიკელებისა, ოღონდ ეს იყოს თქვენი თავისუფალი არჩევანი. გთხოვთ, იგივე გადაეცით თქვენი ოჯახის წევრებს, იგივე გადაეცით თქვენი საწარმოების თანამშრომლებს.
გთხოვთ, ყველას გადაეცით, რომ საქართველოში თავისუფლება უკვე შესაძლებელია და ჯერ კიდევ შესაძლებელია...
პატივისცემით და იმედით,
დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ სალომე სამადაშვილის თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე, პირველ რიგში, კობახიძე და მდინარაძე უნდა დაებარებინათ
გადახედვა
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის — ნახეთ საქართველოს ბანკის PLUS შეთავაზებები
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
კომენტარები