ბავშვები ციფრულ სამყაროში აქტიურად მოღვაწეობენ და ეს, შესაძლოა, კარგიც კი იყოს
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებლები დღეს სწორედ ბავშვები არიან. თუმცა, ეს წინადადება, შესაძლოა, სხვაგვარადაც ჩამოვაყალიბოთ. გარდა მომხმარებლებისა, ისინი შემოქმედები, კოლაბორატორები და ინფლუენსერებიც არიან.
ეს მშობლებისთვის საკითხს უფრო მეტად ართულებს, თუ ადრე კომპიუტერთან ჯდომა პირდაპირ დროის ფლანგვასთან ასოცირდებოდა, ეს ახლა ასე აღარ არის. მაგალითად, თქვენი შვილი Fortnite-ის თამაშისას გუნდურად მუშაობის გამოცდილებას იღებს, რაც კარგია. გარდა ამისა, ისინი ამ დროს არა უბრალოდ თამაშობენ, არამედ სოციალიზაციასაც ახდენენ და ეს თქვენი შვილის გაჯეტებთან ურთიერთობის საკითხის განხილვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
პატარები ინტერნეტში კონტენტსაც ქმნიან, იქნება ეს სათამაშოების განხილვები, Minecraft-ის ვიდეოები თუ ტყლარწების რეცეპტები, ზოგიერთი მათგანი კი ამით მნიშვნელოვან შემოსავალსაც იღებს. ბავშვებს ციფრულ სამყაროში საკუთარი ამბიციები და სურვილები აქვთ, ტექნოლოგია ის ძალაა, რომელიც საზოგადოებაზე უდიდეს გავლენას ახდენს, ამ გავლენისგან კი თავისუფლები არც ბავშვები არიან.
ბავშვებისთვის ციფრული სამყარო ისეთივე ბუნებრივი და ნამდვილია, როგორც რეალური. მშობლების მიზანი კი, რომლებსაც ციფრულ სამყაროსთან საკუთარი ურთიერთობების დალაგებაც კი უჭირთ ხოლმე, არის ის, რომ ბავშვებს ამ ჰიბრიდულ სამყაროში გზის გაკვლევაში დაეხმარონ.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები