როგორი იქნება მოდა 20 წლის შემდეგ
ვირტუალური კოლექციებიდან დაწყებული, ზღვარდაუდებელი ფანტაზიით დასრულებული - მოდის ინდუსტრია ორი ათწლეულის შემდეგ მრავალი სიახლით იქნება სავსე.
როცა თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმს უყურებ, შეუძლებელია, შენი ყურადღება პერსონაჟთა ჩაცმის სტილმა არ მიიპყროს. ეს ჰოლივუდის კოსტუმების დეპარტამენტებში მომუშავეთა თვალით დანახული მომავლის მოდაა. თუ კაცობრიობას, მაგალითად, რაიან ქუგლერის შავი პანტერასეულ ჩაცმულობის სტილზე გადასვლა უწერია, დროა, მყვინთავის ფორმის მსგავს კოსტუმებში გამოსაწყობად შევამზადოთ თავები. ამის საპირწონედ, ფილმის დანის პირას მორბენალი, 2049-ის, და ტელე-შოუს, სივრცის სამყაროები მრავალგზის გადაკეთებულ, ძველი გარდერობებიდან შეკოწიწებულ ქუჩის სტილს გვთავაზობენ.
როგორც ჩანს, იმას, რაც ახლა გვაქვს, ყველაფერი სჯობს. თანამედროვე მონობის თუ პლანეტის დამღუპველი, ზედმეტი კონსუმერიზმის საკითხების გამო მოდის სფერო დღეს კრიტიკის ქარცეცხლშია მოყოლილი. ბრენდებს ამ ყველაფერთან ადაპტირება უწევთ. Camera Nazionale della Moda Italiana-ს მდგრადი მოდის შესახებ მილანში გამართული მესამე საერთაშორისო მრგვალი მაგიდის მიერ შედგენილ ანგარიშზე დაყრდნობით, შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ამერიკის და საფრანგეთის სხვადასხვა მოდურ მაღაზიაში მყიდველები ეკო-მეგობრულ პროდუქტებზე დღევანდელთან შედარებით ორჯერ მეტ თანხას დახარჯავენ.
როგორც ჩანს, ის, რაც უცვლელი დარჩება, ყიდვისა და მოხმარების სურვილია, რადგან ეს ადამიანის ბუნებაში ღრმად ფესვგადმული იმპულსი გახლავთ. როგორც ლიდსის უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის დოქტორი, მარკ სამერი ამ წლის გარემოსდაცვითი აუდიტის ანგარიშში წერს, "მოდა აკმაყოფილებს მომხმარებლის ფსიქოგენურ საჭიროებებს და პრობლემის გადაჭრის ნებისმიერმა გეგმამ ეს სარგებელი უნდა ცნოს და შეინარჩუნოს".
შესაბამისად, ინოვატორები ისეთი გამოსავლის მოძებნას ცდილობენ, რომელიც შოპინგის ყველა დადებით მხარეს შემოგვთავაზებს და, ამასთან, დედამიწასაც აღარ გაანადგურებს. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ ამ გამოწვევაზე პასუხის პოვნა ციფრულ სამყაროში იქნება შესაძლებელი. "როგორც იქნა, ჩანს, როგორ ცვლის ციფრული ინდუსტრია მოდის უძველეს ბაზარს და ეს ევოლუცია მომდევნო 20 წლის განმავლობაში გაგრძელდება", - აცხადებს რეიჩელ სტოტი მომავლის ლაბორატორიიდან, - "არამატერიალური და ციფრული მოდა აძლევს ბრენდებს შესაძლებლობას, გამოიჩინონ კრეატიულობა და მომხმარებელთან კავშირი სხვა მედიუმის საშუალებით დაამყარონ".
მომავლის ერთი მსგავსი ხედვის თანახმად, წლების მერე ტანსაცმელი საერთოდ არ იარსებებს. როდესაც ნორვეგიულმა მაღაზიათა ქსელმა, კარლინგსმა შარშან ციფრული კოლექცია გამოუშვა, ფუტურისტული ყოველდღიური სტილის ტანსაცმელი ონლაინ იყიდებოდა და ელექტრონულად ერგებოდა მომხმარებლის ფოტოებს. ეს კამპანია დღევანდელ ე.წ. ონლაინ ინფლუესერებში პოპულარული "იყიდე, ერთხელ ჩაიცვი, გადაიღე სელფი და გადააგდე" შოპინგ-ფილოსოფიის საპირისპიროდ შეიქმნა. "ჩვენ სამყაროს დავანახეთ, რომ დედამიწაზე უარყოფითი გავლენის მოხდენის გარეშეცაა შესაძლებელი სტილით ექსპერიმენტების ჩატარება", - განაცხადა Virtue Nordic-ის წარმომადგენელმა, მორტენ გრუბაკმა.
ვირტუალური თაობისთვის ციფრული კოლექცია წინ გადადგმული ლოგიკური ნაბიჯია. ფორტნაიტის, სიმსის და სხვა მსგავსი თამაშების აქტიური მომხმარებლები ჯამში უკვე ხარჯავენ მილიარდებს ისეთ საგნებზე თუ ტანსაცმელზე, რომლებიც რეალობაში არც კი არსებობს. "ჩვენ უფრო და უფრო ხშირად ვიხილავთ ფიზიკური და შემოქმედებითი შეზღუდვებისგან თავისუფალ ციფრულ კოლექციებს და სამოსს და ეს მოდის სფეროს ჩვეულებრივი ნაწილი გახდება", - ამბობს სტოტი.
"არსებობს ონლაინ კონტენტისა და ფიზიკური რეალობის შერწყმის აშკარა ტრენდი", - სტოტს ლონდონის მოდის და ინოვაციების კოლეჯის წარმომადგენელი, მეთიუ დრინკუოთერიც ეთანხმება. მისი ხედვით, მომავალში რეალობის გამაფართოებელი სათვალეების მეშვეობით, რომელიც ემპირიულ სამყაროზე ციფრულ გამოსახულებებს დაამატებს, სხვადასხვა სამოსს ვირტუალურად ჩავიცვამთ და ისეთივე სათვალეების მქონე ადამიანებს მათში გამოწყობილი გამოვეცხადებით.
ფანტასტიკასავით ჟღერს? სინამდვილეში, ეს რეალობასთან ძალიან ახლოსაა. ამის მაგალითია ლუკასფილმის ქვეგანაყოფის ILMxLAB-ისა და დრინკუოთერის საერთო პროექტი, რომელიც საზოგადოებას 2018 წლის ლონდონის მოდის კვირეულზე დიზაინერ სტივენ ტაის პრეზენტაციაზე წარუდგინეს.
"პროექტი მიანიშნებს ისეთ მომავალზე, სადაც ციფრული ტანსაცმლის პირდაპირ ჩვენს სხეულებზე გადმოტვირთვას შევძლებთ, რაც ვირტუალური რეალობის სათვალეებით გამოჩნდება. და ჩვენ მერე გარშემომყოფებს სულ სხვადასხვაგვარად წარმოვუდგებით", - აცხადებს დრინკუოთერი. "ჩვენი იდენტობები მუდმივად იცვლება და უფრო მოქნილი ხდება, როგორც ციფრულ, ისე ფიზიკურ სამყაროში", - დასძენს სტოტი, - "ციფრული მოდა ხალხს შეუზღუდავი ექსპერიმენტობის საშუალებას აძლევს. ვარცხნილობა წყლისგან; კაბა, რომელიც ფორმას ხმის მიხედვით იცვლის - ეს ყველაფერი შესაძლებელია".
საოცარი ახალი სამყარო
თუ ასე მთლიანად ციფრულ სამყაროში მოქმედების იდეა არ გსიამოვნებთ, ტექნოლოგიის უფრო ხელჩასაჭიდად გამოყენების შესაძლებლობებიც არსებობს. ელენ მაკარტურის ფონდის მონაცემების მიხედვით, სწრაფი მოდის გაუყიდავ პროდუქციასა და ნარჩენებში ყოველ წელს $500 ბილიონი იკარგება; დამზადებული ტანსაცმლის 87% ნაგავსაყრელზე ხვდება. რა მოხდებოდა, თუ მხოლოდ იმ სამოსს დავამზადებდით, რომელიც ხალხს ნამდვილად ენდომებოდა?
სწორედ მსგავს კონცეპტზეა მორგებული ნიუ იორკში დაფუძნებული ციფრული სააგენტოს, Neuro studio-ს ბოლო პროექტი, სოლვენტუს 2019. ამ კოლექციისთვის ზუსტი ზომების მისაღებად ადამიანები 3D სკანერში გაატარეს და შემდეგ ტანსაცმელი პირდაპირ ციფრულ ავატარებზე დაამზადეს. ჩანაფიქრის მიხედვით, საბოლოო მიზანი ისაა, რომ ყველა ტიპის ტანსაცმელი მხოლოდ კონკრეტული მომხმარებლის მოთხოვნის შემდეგ შეიკეროს.
Neuro studio-ს კოლექციისთვის 3D პრინტერებიც გამოიყენეს. ესაა ტექნოლოგია, რომელიც დიზაინერს საშუალებას აძლევს, ციფრულად სახელდახელოდ დაამზადოს ცალკეულ კლიენტზე მორგებული სამოსი. ნაიკის მსგავსი სპორტული კომპანიები უკვე აძლევს მყიდველებს საკუთარი ფეხსაცმლის დიზაინის შექმნის საშუალებას. ეს სიახლე ისეთ მომავალს ხდის ხელშესახებს, სადაც კლიენტს საკუთარი ფეხსაცმლის საკუთარ სახლშივე დაპრინტვა შეეძლება. მყიდველები დიზაინერობას შეითავსებენ - როდესაც სპორტულმა კომპანია ჰაიპმა მთავარი დიზაინი ვერ აარჩია, ინსტაგრამით დაეკითხა ხალხს აზრს.
სტოტის თქმით, ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით მომხმარებლის მიერ შექმნილი სამოსის ხანას. "მოდის ინდუსტრია ადრინდელი სახით ვეღარ იკავებს ძველებურ ადგილს კულტურულ წარმოსახვაში. თუ ადრე მოდაზე ყველაზე დიდი ზეგავლენა დიზაინერებს, ჟურნალების რედაქტორებსა და კრეატიულ დირექტორებს ჰქონდათ, ახლა ძალაუფლება ხალხის ხელში გადადის. მომხმარებელს შემოქმედებითობის გამოჩენა და პერსონალიზებული პროდუქტების ქონა სურს, ტექნოლოგია კი მას ამის შესაძლებლობას აძლევს".
ამავე დროს, ტექნოლოგია, რომელიც უშუალოდ ტანსაცმლის დასამზადებლად გამოიყენება, ასევე წინ მიდის. ჭკვიანური ნაჭრების კომპანიები ქმნიან მასალას, რომელსაც მის მატარებელზე ინფორმაციის შეგროვება შეუძლია. მაგალითად, ნაიკის კალათბურთის ფეხსაცმელი, adapt BB ადგენს, სჭირდება თუ არა მფლობელს მოძრაობის შეცვლა ტრავმის თავიდან ასარიდებლად. "მომავალში, 5G ტექნოლოგიის გავრცელებასთან ერთად, ტანსაცმელი ახალი ინტერფეისის როლს შეასრულებს და ხალხსა და გარემოს შორის კომუნიკაციაზე გავლენას მოახდენს", - აცხადებს ელექტრონული ჟურნალის, FashNerd-ის დამფუძნებელი, მანო ტენ ნაპელი.
სხვა საქმეა, იქნება თუ არა ეს ტექნოლოგიები ისევე ფართოდ ხელმისაწვდომი, როგორიც სწრაფი მოდაა. "როცა სოციალურ ქცევებს ვაკვირდები, ვფიქრობ, რომ, ერთი მხრივ, წყლის და ნაჭრის რესურსების ნაკლებობა და, მეორე მხრივ, ფასების ზრდა მოდის ინდუსტრიაზე დიდ ზეგავლენას მოახდენს. როდესაც ეს მოხდება, ხალხი ბიუჯეტს ისე გადააწყობს, რომ მხოლოდ იმ ტანსაცმელს შეიძენს, რომელიც საციცოცხლოდ დასჭირდება. სწრაფი მოდა ვადაგასული მოდელია, ის, უბრალოდ, ვერ გააგრძელებს არსებობას. მდგრადობის სტრატეგიის არმქონე ბრენდები შარში არიან", - აცხადებს მოდის პროგნოზისტი, ჯერალდინ უარი.
მაშინ ჩვეულებრივი მოკვდავები საიდანღა მიიღებენ მოდის საკუთარ დოზას? ტექნოლოგიის განვითარების პარალელურად, ხელნაკეთი და თვითნაკეთი სამოსის დაბრუნების ტენდენციაც შეიმჩნევა. "სულ მეტი ადამიანი ინტერესდება ხელსაქმით. ეს ტანსაცმელთან კავშირის დამყარების განსხვავებული გზაა", - ამბობს უარი. ამასთან, მეორადი ტანსაცმლის ბაზარიც უპრეცედენტოდ იზრდება. გადაყიდვებზე სპეციალიზირებული ვებგვერდის, ThreadUP-ის მიხედვით, მათი მსგავსი საიტები ინდუსტრიის დანარჩენ ნაწილთან შედარებით 24-ჯერ სწრაფად იზრდება. "გადაყიდვას მოდაში სიახლის შეთავაზება გარემოზე მავნე გავლენის მოხდენის გარეშე შეუძლია", - ამბობს სარა არნოლდი Higher Studio-დან.
"ჩაცმა კვლავ ყველას სჭირდება, ამიტომაც ახლო მომავალში ტანსაცმელზე წვდომის გზები საგრძნობლად შეიცვლება", - ამბობს სტოტი, - "ფლობა აღარაა საბოლოო მიზანი. ფილმებისა და მუსიკის ჩვენთვის არჩევის ფუნქცია უკვე გადავაბარეთ ონლაინ სერვისებს, მომავალში კი, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, მოდაზეც იგივე მოხდება. ხალხი გამოიწერს მოდის ცენტრალურ სერვისებს და, საკუთარი საჭიროებებიდან და ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ტანსაცმელს სხვადასხვა მოკლე ვადით ითხოვებს. ეს კარადაში მიგდებულ გამოუყენებელი ტანსაცმლის გროვასაც შეამცირებს".
როგორც უნდა შევიძინოთ სამოსი, მოდა მუდამ დარჩება ესკაპიზმის და თვით-გამოხატვის საშუალებად. ამას პლანეტარული პირობების გაუარესებაც შეუწყობს ხელს. "თუ შევხედავთ დიდი დეპრესიის ხანას, დავინახავთ, რომ ის გლამურით და სიკაშკაშით იყო სავსე", - აცხადებს უარი, - "შეხედეთ დღევანდელ ტენდენციებს - ყველას ფერად-ფერადი ტანსაცმელი აცვია. მოდა მუდამ იყო საზოგადოების და მოვლენების ამრეკლავი სარკე. შეძლებულებსა და ღარიბებს შორის მომავალში, შეიძლება, იმხელა ნაპრალი წარმოიქმნას, რომ მოდის ერთობ ექსტრავაგანტული ტენდენციებიც დაიბადოს".
-
გადახედვაჩემი ხმა: სააპელაციომ 15:00 საათზე ჩანიშნული სხდომა გაურკვეველი ვადით გადადო ჩემი ხმა: სააპელაციომ 15:00 საათზე ჩანიშნული სხდომა გაურკვეველი ვადით გადადო
-
გადახედვანიკა მელია: ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან, მოვითხოვოთ საჩივრების სამართლიანი განხილვა ნიკა მელია: ნაცვლად სპორტის სასახლისა, ვიკრიბებით 3 საათზე, სააპელაციო სასამართლოსთან, მოვითხოვოთ საჩივრების სამართლიანი განხილვა
-
გადახედვაალეკო ელისაშვილი: მადლობა, რომ ეს დღეები გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ, კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას ალეკო ელისაშვილი: მადლობა, რომ ეს დღეები გვაკრიტიკებდით და წკეპლები შემოგვცხეთ, კოჭები გვეწვოდა ოპოზიციას
-
გადახედვარესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს რესპუბლიკური საავადმყოფო დღეიდან პაციენტების მიღებას შეძლებს
-
გადახედვასაქართველოში ამინდი უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსახლეობას საქართველოში ამინდი უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსახლეობას
-
გადახედვაკამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს კამალა ჰარისმა და დონალდ ტრამპმა ნიუ-ჰემფშირის შტატის დიქსვილ ნოტჩის დასახლებაში ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს
-
გადახედვაამერიკელი ამომრჩევლები 5 ნოემბერს არჩევნებზე ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს აირჩევენ ამერიკელი ამომრჩევლები 5 ნოემბერს არჩევნებზე ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს აირჩევენ
-
გადახედვადღეს, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან, საპროტესტო აქცია გაიმართება დღეს, 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან, საპროტესტო აქცია გაიმართება
-
გადახედვაუამინდობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა უამინდობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა
-
გადახედვაცესკო თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს ცესკო თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს
-
გადახედვარა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ — მეთიუ მილერი რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ — მეთიუ მილერი
-
გადახედვავლადიმერ ხუჭუა: ამ ხმის დამთვლელი აპარატით ხმის დაცულობისა და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა ვლადიმერ ხუჭუა: ამ ხმის დამთვლელი აპარატით ხმის დაცულობისა და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი სალომე ზურაბიშვილი: საქართველო გადარჩება - ერთი წესიერი მოსამართლე გამოჩნდა, ერთი ღირსეული დიპლომატი და უამრავი უცნობი გმირი
-
გადახედვაგორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა
-
გადახედვათეთრიწყაროს სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი ხმის ფარულობაზე თეთრიწყაროს სასამართლომ დააკმაყოფილა საია-ს სარჩელი ხმის ფარულობაზე
-
გადახედვამდინარაძე: აქციები ისე ჩატარდეს, ფოთოლი არ ჩამოვარდეს! მდინარაძე: აქციები ისე ჩატარდეს, ფოთოლი არ ჩამოვარდეს!
-
გადახედვამამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბარათაშვილის ხიდზე "გამაფრთხილებელი პიკეტირება მოეწყობა" მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ბარათაშვილის ხიდზე "გამაფრთხილებელი პიკეტირება მოეწყობა"
-
გადახედვაოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა გააცნეს
-
გადახედვაზურა ჯაფარიძე: მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა და ამისთვის იყავით მზად ზურა ჯაფარიძე: მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა და ამისთვის იყავით მზად
-
გადახედვამე აქ ვარ იმისათვის, რომ მხარი დავუჭირო დემოკრატიისათვის ბრძოლას და ქართველების თავისუფლებას — გრეტა ტუნბერგი აქციაზე მივიდა მე აქ ვარ იმისათვის, რომ მხარი დავუჭირო დემოკრატიისათვის ბრძოლას და ქართველების თავისუფლებას — გრეტა ტუნბერგი აქციაზე მივიდა
-
გადახედვანიკა მელია: ხვალ 14 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით ნიკა მელია: ხვალ 14 საათზე სპორტის სასახლესთან შევიკრიბებით
კომენტარები