ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვედურეთთან ბათუმი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი მწყემსს დაეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ხუთიდან შვიდ წლამდე.