ვენეციის კომისიისა და არასამთავრობო სექტორის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა ისეთ საკითხებში, როგორიცაა არამოსამართლე წევრებისთვის საკვალიფიკაციო გამოცდების მოხსნა, ფარული კენჭისყრის ღია ფორმატში გადატანა და გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება, ინტერესთა კონფლიქტი და სხვა.

გიორგი მშვენიერაძე, GDI-ის ხელმძღვანელი

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, ახლა არ აქვს აზრი, აღიარებს თუ არა ხელისუფლება ვენეციის კომისიის კრიტიკას, მთავარია შენიშვნები გაითვალისწინოს.

გიორგი მშვენიერაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი

გიორგი მშვენიერაძე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"არსებითია, რომ ბატონმა ირაკლი კობახიძემ და სხვა დეპუტატებმა საკუთარი პირობა, რომელსაც საჯაროდ დებდნენ, შეასრულონ და ვენეციის კომისიის შენიშვნები სრულად გაითვალისწინონ, ეს იქნება ჩვენი თხოვნა მათდამი. ამით არავინ დაზარალდება, ამით ყველა მოვიგებთ: კობახიძეც, ქართული ოცნებაც, ქართული სახელმწიფოც", — განუცხადა On.ge-ს მშვენიერაძემ.

მისთვის უკვე გასაგებია, რატომ ჩანიშნა ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის მეორე მოსმენა ვენეციის კომისიის დასკვნამდე. ის ფიქრობს, რომ უმრავლესობა "უფრთხოდა" კრიტიკულ დასკვნას და ახლა "არჩევანის გაკეთება მოუწევს".

სულხან სალაძე, საიას თავმჯდომარე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის სულხან სალაძის განცხადებით, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი დგას ერთ მხარეს და სხვა ყველა მეორე მხარეს.

სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე

ფოტო: საია

"ეს დოკუმენტი მმართველი პარტიისთვის კომფორტული არ არის იმიტომ, რომ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ეხება, დაწყებული ინტერესთა კომფლიქტითა და საკვალიფიკაციო გამოცდებით, დამთავრებული იმით, თუ რატომ არ უნდა დაინიშნოს მოსამართლეების სრული შემადგენლობა ახლა",— უთხრა On.ge-ს სულხან სალაძემ.

სულხან სალაძის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნამ უფრო გაამყარა მათი არგუმენტები და დღეს პოზიციონირება არასამთავრობო სექტორისთვის უფრო მარტივია, ვიდრე ქართული ოცნებისთვის.

"დათმობებზე წასვლა ახლა ქართულ ოცნებას სჭირდება, ვიდრე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს", — განაცხადა სალაძემ.

სოფო ვერძეული, EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, სოფო ვერძეული აცხადებს, რომ კრიტიკული დასკვნის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა ასეთის არა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფიო ვერძეული

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფიო ვერძეული

ფოტო: EMC

"კიდევ უფრო მეტად არის კონტექსტზე საუბარი, ვიდრე შეიძლებოდა წარმომედგინა. ნათლად და პირდაპირ წერია იმ მძიმე უნდობლობაზე, რომელიც იუსტიციის საბჭოს წინაშე არის ქვეყანაში. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რაზეც ქვეყნის შიგნით ამდენი ხანი ლაპარაკობდა ყველა ექსპერტი. ვენეციის კომისიამ ყველა ამ მოსაზრებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი", — ამბობს On.ge-სთან სოფო ვერძეული.

მას მცირე მოლოდინი აქვს, რომ ქართული ოცნების პოლიტიკურ ნებაში გარდატეხა მოხდება და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.

"ქვეყნის შიგნით საკომუნიკაციო რესურსი ამ კანონპროექტის ირგვლივ ხელისუფლებამ ამოწურა იმით, რომ არც ერთ ეტაპზე დათმობაზე არ წამოვიდა. ახლა მთავარია, რა დამოკიდებულებას აჩვენებს ხელისუფლება ვენეციის კომისიის მიმართ", — განაცხადა ვერძეულმა.

ქართული ოცნება

ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე

ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა პოზიტიურია. მისი თქმით, შესაძლებელია რეკომენდაციების დიდი ნაწილის გაზიარება, მათ შორის ისეთებიც, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნებს ემთხვევა.

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ერთ-ერთი რეკომენდაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ამოღებას ეხებოდა კობახიძე ამბობს, რომ ამ რეკომენდაციის გათვალისწინება შესაძლებელია.

"ამასთან დაკავშირებით იყო სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია რატომ შეიძლება, ეშინოდეს ამ კრიტერიუმის ისეთ ადამიანს, რომელიც არის დაინტერესებული მაღალკვალიფიციურ უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებით", — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე.

კობახიძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიის ერთ-ერთი ინიციატივით იუსტიციის საბჭოს წევრს, რომელიც მოსამართლების კონკურსში მონაწილეობს, ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვათ. როგორც მას მიაჩნია, ამ რეკომენდაციის გათვალისწინებაც შესაძლებელია.

ანრი ოხანაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ "ოპოზიციას მოუწევს, თვალი გაუსწოროს ვენეციის კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას".

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

"ყველა ძირითადი საკითხი პოზიტიურად არის შეფასებული. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჩვენ გვაქვს რესურსი, ვიმსჯელოთ თითოეულ რეკომენდაციაზე, გავაანალიზოთ და შესაბამისად გავითვალისწინოთ. რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციას მოუწევს, თვალი გაუსწოროს ვენეციის კომისიის პოზიტიურ და დადებით შეფასებას", — განუცხადა ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს პარლამენტში ხვალ, 17 აპრილის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. იქამდე კი ირაკლი კობახიძე ყველა დაინტერესებულ პირს შეხვდება. ის მათთან ერთად გაივლის დასკვნის ტექსტს, ხოლო საბოლოო პოზიციას უმრავლესობაში შეაჯერებს.

ქართულ ოცნებას უკვე ბევრჯერ შეახსენეს დადებული პირობა, რომ ვენეციის კომისიის ყველა დასკვნას გაითვალისწინებს. ერთი პირობა უკვე დაარღვიეს და კანონპროექტი მეორე მოსმენით ვენეციის კომისიის დასკვნამდე განიხილეს.