შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც ვაკეში ჰაერში გაისროლა და შემდეგ ქუჩაში შემხვედრ მოქალაქეს ტელეფონი წაართვა. დანაშაული 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ძარცვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.