შეიძლება თუ არა რობოტის მოკვლა?
ცხოვრება მაშინაც სახიფათოა, როცა რობოტი ხარ
ფოტო: Sven Hoppe
2015 წელს ფილადელფიაში ჰიჩჰაიკერი მოკლეს. ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი დანაშაული. მსხვერპლი პატარა რობოტი, სახელად ჰიჩბოტი გახლდათ. მისმა სიკვდილმა ადამიანებისა და რობოტების ურთიერთობების შესახებ საინტერესო კითხვა წამოჭრა: არა ის, შეგვიძლია თუ არა ვენდოთ რობოტებს, არამედ პირიქით - შუეძლიათ თუ არა რობოტებს, გვენდონ ჩვენ.
როგორც ჩანს, პასუხი უარყოფითია.
დაზიანებული ჰიჩბოტი, მართალია, ხელახლა ააწყვეს ტორონტოს რაიერსონის უნივერსტეტში, მაგრამ ეს ამბავი რობოტების განადგურების ყველაზე მრავლისმთქმელ შემთხვევად დარჩა. ამ ისტორიას განსაკუთრებით შემაძრწუნებელს ის ხდის, რომ რობოტი ბავშვივით გამოიყურებოდა და სრულიად უსაფრთხო იყო.
ხელ-ფეხად ჰიჩბოტს პოლიეთილენის ქაფისგან დამზადებული აუზის ტივტივები ჰქონდა, თავის ნაცვლად - ტორტის გამჭვირვალე კონტეინერი, ხოლო ტანის ადგილას - თეთრი ვედრო. რობოტი მანქანის საბავშვო სავარძელზე იყო მიმაგრებული, რათა ნებისმიერ მსურველს უსაფრთხოდ შეძლებოდა მისი ტრანსპორტირება. ის მულტფილმის პერსონაჟს ჰგავდა. ბავშვს რომ შეექმნა რობოტის დიზაინი, იგი სწორედ ჰიჩბოტისნაირი იქნებოდა.
რაიერსონის უნივერსიტეტის გუნდმა რობოტის ასაგებად მიზანმიმართულად არ გამოიყენა ძვირადღირებული მასალა. როგორც თავად ამბობენ, ის შესანიშნავად ჩაეწერებოდა ეზოში გასაყიდად გამოტანილ მეორად ნივთებს შორის. შემქმნელები აცნობიერებდნენ, რომ იგი შეიძლებოდა, ვინმეს დაეზიანებინა.
იმისათვის, რომ ჰიჩბოტი რობოტად მიეჩნიათ, ის ბაზისური ელექტრონული ნაწილებისგან უნდა ყოფილიყო აწყობილი - მაგალითად, ჰქონოდა GPS, ხელების მამოძრავებელი მექანიზმი და პროგრამა, რომელიც შეკითხვებზე პასუხის გაცემის უნარს მიანიჭებდა. რობოტს ასევე შეეძლო გაღიმება, თვალის ჩაკვრა და, რა თქმა უნდა, ავტოსტოპისათვის ცერა თითის აწევა.
"უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჰიჩბოტს ადამიანების ნდობა მოეპოვებინა და მათ მისი დახმარების სურვილი გასჩენოდათ. სწორედ ამიტომ შევქმენით იგი ბავშვის ზომის", - ამბობს დოქტორი ფრაუკე ზელერი, რომელიც გუნდს მეუღლესთან, პროფესორ დევიდ სმიტთან ერთად უძღვებოდა.
თავგადასავალი კარგად დაიწყო. ჰიჩბოტს ხანშიშესულმა წყვილმა გაუჩერა მანქანა და ახალ შოტლანდიაში, კერძოდ ჰალიფაქსში სალაშქროდ ერთად გაემგზავრნენ. კანადაში მოგზაურობისას რობოტმა ათასობით გულშემატკივარი შეიძინა. ზოგი მათგანი კილომეტრებსაც კი გადიოდა, რომ მისთვის საკუთარი მანქანა შეეთავაზებინა. ზოგჯერ რობოტის GPS ადგილმდებარეობის გათიშვაც კი ხდებოდა საჭირო, რათა ჰიჩბოტის მასპინძლობის მსურველებს სახლებთან ხალხმრავლობა აერიდებინათ.
ფოტო: Hitchbot / Instagram
რობოტმა აშკარად ბევრი ადამიანის გულის მოგება შეძლო, საერთაშორისო პრესამ კი მისი შემქმნელების მიმართ იმთავითვე განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა. სოციალურ მედიაში, მათ შორის Twitter-ზე, Facebook-სა და Instagram-ზე, ჰიჩბოტის პროფილები შეიქმნა, რაც მყისიერი წარმატების მომტანი აღმოჩნდა და რობოტმა ათასობით მიმდევარი გაიჩინა.
"ხალხმა ჰიჩბოტის სამაჯურებითა და სხვა სამკაულებით მორთვაც კი დაიწყო. ამ პატარა რობოტმა, თავისი მარტივი დიზაინით, უამრავ ადამიანს შემოქმედებითობისკენ უბიძგა. ეს იყო ამ ექსპერიმენტის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი - ჩვენ არ უნდა მივუთითოთ ადამიანებს, როგორ ისარგებლონ ტექნოლოგიით", - ამბობს დოქტორი ზელერი.
თუმცა, ჰიჩბოტის თავგადასავალს უეცარი დასასრული ელოდა.
"ერთ დღეს ჩვენ მივიღეთ ფოტოები, სადაც ჰიჩბოტი ქუჩაში იწვა. მისთვის ხელები და ფეხები მოეგლიჯათ და თავიც დაკარგულიყო", - ჰყვება დოქტორ ზელერი, - "ამან მსოფლიოს გარშემო ათასობით ადამიანი დაამწუხრა. ჰიჩბოტი ნდობის მნიშვნელოვან სიმბოლოს წარმოადგენდა. ასეთი დასასრული მთელმა გუნდმა იმაზე მეტად განვიცადეთ, ვიდრე წარმოვიდგენდით".
გუნდმა ხელახლა ააწყო ჰიჩბოტი, თუმცა მისი თავდაპირველი თავისთვის დღემდე არავის მიუგნია. განახლებული, ჰიჩბოტ 2.0-ის დამოუკიდებელი მოგზაურობა არ იგეგმება, მაგრამ როცა ის დოქტორ ზელერთან ერთად გადის ხოლმე სასეირნოდ, გამვლელები მაშინვე ცნობენ და ბევრ მათგანს მასთან გასაუბრება და სელფის გადაღების სურვილიც უჩნდება.
რაიერსონის გუნდი Softbank-ის მიერ შექმნილ პეპერთანაც მუშაობს. იგი არქეტიპული დიდთვალება ბავშვის მსგავსი რობოტია, რომელსაც ასევე მოუწევს ადამიანების ნდობის გამოცდა. პეპერი მომავალში პაციენტებს კიბოს მკურნალობის საკითხებზე გაესაუბრება. ვარაუდობენ, რომ პაციენტები პეპერთან უფრო ღიად შეძლებენ საუბარს, ვიდრე ადამიან ექთნებთან თუ ექიმებთან.
ფოტო: Softbank Robotics
რობოტების ცემა
ჰიჩბოტი არ არის პირველი რობოტი, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში მომუშავე დოქტორ ქეით დარლინგმა ექსპერიმენტის ფარგლებში ადამიანებს მოუწოდა, დინოზავრი რობოტები ჩაქუჩით ეცემათ. ამ ექსპერიმენტით მას სურდა დაედგინა, რამდენად დაუნდობლები შეგვიძლია ვიყოთ მოწყობილობების მიმართ.
შედეგად აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმრავლესობას ბოტებისთვის ზიანის მიყენება გაუჭირდა. "მათ, ვისაც ყველაზე მეტად ჰქონდათ ემპათიის გრძნობა განვითარებული, ყველაზე დიდი დრო დასჭირდათ, რომ რობოტისთვის დაერტყათ", - ამბობს დარლინგი.
ფოტო: INNVO LABS
რაზე მეტყველებს ადამიანის სისასტიკე რობოტებისადმი? არის თუ არა მორალურად გაუმართლებელი ისეთი ქმნილებების ცემა, რომლებსაც ცოცხალი არსებების მსგავსად შეუძლიათ რეაგირება? - ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხის პოვნასაც ცდილობს დარლინგი.
ქსპერიმენტში მონაწილე ადამიანების უმეტესობას რობოტების დაცვის და მათზე ზრუნვის სურვილი გაუჩნდა. "ერთი ქალი იმდენად შეწუხდა, რომ მან რობოტს ელემენტები ამოუღო, რათა მას ტკივილი ვერ ეგრძნო", - ამბობს დოქტორი.
პროფესორი როზალინდ პიკარდი, Affective Computing Lab-ის ხელმძღვანელი და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, მიიჩნევს, რომ ყველაფერი ადამიანურ ბუნებამდე დადის. "ჩვენ ურთიერთობებისთვის ვართ შექმნილნი, ინჟინრებიც კი, და ეს იმდენად ძლიერი რამაა, რომ რობოტებსაც ამის გათვალისწინებით ვქმნით", - ამბობს ის.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფოტო ჰიჩბოტის მოგზაურობიდან: რობოტის დროებითმა პატრონმა ბევრი იფიქრა, რა შეეთავაზებინა მისთვის საჭმელად და ბოლოს თეფშზე ელემენტები დაუდო. ძაღლი დარწმუნებული არაა, რომ ეს კარგი იდეაა.
ფოტო: Ryerson University
რადგან მომავალში რობოტების დანიშნულება ადამიანების მომსახურება იქნება, მნიშვნელოვანია, მათ ჩვენი ესმოდეთ. მიუხედავად ამისა, მათი გაადამიანება, შესაძლოა, სულაც არ იყოს კარგი იდეა.
"ეს გადამწყვეტი მომენტია. როგორც საზოგადოებამ, ჩვენ ახლა უნდა ავირჩიოთ, ღირს თუ არა თავის მოტყუება, რომ ეს მოწყობილობები იმაზე ადამიანურები არიან, ვიდრე ეს სინამდვილეშია", - ამბობს პროფესორი პიკარდი, - "ჩვენ ვიცით, რომ მათ შეუძლიათ, ინტერვიუს დროს სანახაობა შემოგვთავაზონ, თავი ცოცხალ არსებად მოგვაჩვენონ და გაკონტროლებულ სიტუაციებში შესაბამისი ფრაზებით ისაუბრონ. რობოტს გაღიმებული ადამიანის ფოტო რომ აჩვენო, ის ვერ მიხვდება, რას ნიშნავს, თავს ბედნიერად გრძნობდე. მას შეიძლება დავანახოთ ის, რაც ადამიანებს ღიმილს ჰგვრის, მაგრამ რობოტი ვერ გააცნობიერებს, რომ ღიმილი, შეიძლება, სიმწრისაც იყოს".
თუმცა პროფესორი პიკარდი აღიარებს, რომ ძალიან რთულია, არ გაგვიჩნდეს გრძნობები ჩვენ გარშემო არსებული მოწყობილობების მიმართ. ის თავადაც გაბმულა ამ მახეში, როდესაც საკუთარ პირველ მანქანას ისე ეპრყობოდა, როგორც პიროვნებას: "ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, როდესაც გავყიდე, ძალიან სულელური ამბავი იყო", - იხსენებს ის.
პიკარდის ლაბორატორიაში ინჟინრები ისეთ რობოტებს ქმნიან, რომლებიც ადამიანების დახმარებას შეძლებენ, თუმცა თავად რობოტები დიდად არ ჰგვანან ადამიანებს. მაგალითად, ერთი პროექტი ითვალისწინებს ისეთი რობოტების შექმნას, რომლებიც საავადმყოფოებში იმუშავებენ და ბავშვებთან გაატარებენ დროს, სანამ მათი მშობლები და ექთნები დაკავებულები იქნებიან. ისინი ასევე მუშაობენ რობოტზე, რომელიც შეძლებს მასწავლებლობას და ბავშვებისთვის იმის ახსნას, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როცა რაიმე არ ესმით.
პროფესორი პიკარდის თანახმად, ჩვენ უნდა შევზღუდოთ ემოციები რობოტების მიმართ, მაგრამ აუცილებელია, რომ მათ ესმოდეთ ჩვენი: "თუ რობოტი რასაც აკეთებს, თქვენ გაღიზიანებთ, ის ამას უნდა მიხვდეს. ამის პასუხად მან, თქვენი ძაღლის მსგავსად, რომელიც დანაშაულის გრძნობისას კუდს დაბლა უშვებს ან ყურებს უკან წევს, რაიმე ნიშნით უნდა გამოხატოს, რომ შეცდომას მიხვდა".
მკვლელი რობოტები
საბრძოლო რობოტები ნაკლები შანსია, რობოტებს ჰგავდნენ. მათ, სავარაუდოდ, ავტონომიური იარაღის სახე ექნებათ.
ფოტო: Getty
რობოტების სპეციალისტი, პროფესორი ნოელ შარკიც მიიჩნევს, რომ უნდა დავივიწყოთ რობოტებთან ადამიანებივით მოპყრობის ახირება: "ადამიანები რობოტებს აღიქვამენ, როგორც უსულო და სულიერ არსებას შორის მყოფ ქმნილებას და ეს ჩვენ შინაგან ანთროპომორფიზმთან არის დაკავშირებული", - ამბობს ის, - "თუ საგანი გარკვეულ მოძრაობებს აკეთებს, გვგონია, რომ ის ფიქრობს. ვცდილობ, ადამიანებს მოვაშლევინო მსგავსი სულელური ანალოგიების დანახვის ჩვევა და მივახვედრო, რომ რობოტებთან მიმართებით ადამიანური სიტყვების გამოყენება უადგილოა. დროა, სპეციალური, მეცნიერული ენა შევქმნათ".
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, მან ერთ-ერთ კონფერენციაზე განსაკუთრებით საყვარელ სელაპ-რობოტს, რომელიც მოხუცების მოსავლელად იყო შექმნილი, მაგიდაზე თავი არტყმევინა. "ადამიანები ურჩხულს მეძახდნენ", - იხსენებს ის.
სინამდვილეში, პროფესორი შარკი პაციფისტია და საბრძოლო რობოტების აკრძალვის კამპანიას უდგას სათავეში. იგი მიიჩნევს, რომ ეს ბევრად უფრო გადაუდებელი ეთიკური საკითხია თანამედროვე რობოტიკაში, ვიდრე არსებული რობოტების მიმართ ჰუმანურად მოპყრობის საკითხები.
"ეს რობოტები არ ჰგვანან ადამიანებს. მე არ ვსაუბრობ ტყვიამფრქვევით შეიარაღებულ ტერმინატორებზე. ისინი იარაღს მოგაგონებენ, მაგრამ ისე არიან აგებულნი, რომ მოწყობილობა თვითონვე არჩევს სამიზნეს, რაც, ჩემი აზრით, ადამიანური ღირსებისათვის საფრთხეა", - ამბობს ის.
პროფესორი შარკი მიიჩნევს, რომ რამდენიმე მიმდინარე პროექტი ეთიკურობის ზღვარს სცდება. ეს პროექტებია:
- ჰარპი - ისრაელის შეიარაღების სისტემა, რომელიც რადარის სიგნალების გასანადგურებლად შეიქმნა. მას ფეთქებადი ყუმბარები აქვს. თუ სიგნალი ისრაელიდან არ არის, იგი ავტომატურად იწყებს მისი წყაროს დაბომბვას.
- ავტონომიური სუპერტანკი, რომელზეც რუსეთის არმია მუშაობს.
- კალაშნიკოვის მიერ შემუშავებული ავტონომიური ცეცხლსასროლი იარაღი.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შარკი გაეროსთანაც მუშაობს ახალ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, რომელიც ზემოხსენებულ მოწყობილობებს ან საერთოდ აკრძალავს ან დაადგენს, რომ მათი გამოყენება მნიშვნელოვანი ადამიანური ზედამხედველობის გარეშე დაუშვებელია. ამჟამად ხელშეკრულებას 26 სახელმწიფო უერთდება, რომელთა შორის ჩინეთის რესპუბლიკაცაა.
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა
-
AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა
-
პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება
გადახედვა
-
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
გადახედვა
-
როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე? როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
გადახედვა
-
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა
-
ირაკლი კობახიძე: ე.წ "კუკუშკა" მომავალი წლის იანვრიდან მოქალაქეებს მოემსახურება ირაკლი კობახიძე: ე.წ "კუკუშკა" მომავალი წლის იანვრიდან მოქალაქეებს მოემსახურება
გადახედვა
-
ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე საათში ირანმა ქუვეითის ნავთობობიექტებს დაარტყა ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებიდან რამდენიმე საათში ირანმა ქუვეითის ნავთობობიექტებს დაარტყა
გადახედვა
-
ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ ჩემით არავინ ინტერესდებოდა — ლიზა კუდროუს თქმით, მეექვსე მეგობრად მოიხსენიებდნენ
გადახედვა
-
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება — ჯილი ცენტრი თეგეტამ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება — ჯილი ცენტრი თეგეტამ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
კომენტარები