ბროკ ტერნერის საქმე - გაუპატიურება სასჯელის გარეშე
2016 წლის 2 სექტემბერს ამერიკელი სტუდენტი სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა. მისი გათავისუფლების გადწყვეტილება სასამართლომ მიიღო, რასაც ამერიკელი ახალგაზრდების, და არამარტო მათი, პროტესტი მოჰყვა. ჩვენ გთავაზობთ ბროკ ტერნერის საქმის ამომწურავ მიმოხილვას, რადგან მიგვაჩნია, რომ მისი საქმე არამარტო ამერიკულ რეალობას, არამედ საკაცობრიო პრობლემას ეხება.
ვინ არის ბროკ ტერნერი?
ბროკ ტერნერი 1995 წლის 1 აგვისტოს ა.შ.შ.-ის შტატ ოჰაიოში, ქალაქ დეიტონში დაიბადა. 2014 წელს ოკვუდის საშუალო სკოლა წარმატებით დაამთავრა. გარდა აკადემიური მოსწრებისა, იგი გამოირჩეოდა სპორტული უნარებითაც. ტერნერმა ცურვაში მიღწეული წარმატებების გამო „სტენფორდის“ უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა და ამავე უნივერსიტეტის სპორტული გუნდის წევრი გახდა. დაკავების დროს, ბროკ ტერნერი სტენფორდის უნივერსიტეტის პირველკურსელი გახლდათ.
საქმის ვითარება
2015 წლის 18 იანვარს, დილის პირველ საათზე, ორი შვედი სტუდენტი, პიტერ ლარს იენსენი და კარლ-ფრედრიკ არნდტი „კაპა ალფას“ თემში, სტენფორდის საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე ველოსიპედით სეირნობდნენ, როდესაც, მოულოდნელად, წყვილი შენიშნეს.
როგორც იენსენი და არნდტი ირწმუნებიან, ნაგვის კონტეინერის მიღმა მათ შეამჩნიეს ტერნერი, რომელიც უგონო გოგონას ზემოდან ეწვა. შვედი სტუდენტები პირდაპირ მათკენ გაეშურნენ და ტერნერს მიუახლოვდნენ. იანსენმა ბროკს ჰკითხა: „რა ჯანდაბას აკეთებ? ის ხომ უგონოდაა?“
სწორედ ამ დროს, ტერნერი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
სანამ არნდტი გოგონას პულსს უსინჯავდა, იანსენი ტერნერს გაეკიდა, ფეხი დაუდო და წააქცია. ხელები გადაუჭირა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა. იანსენის განცხადებით, ბროკი უაზროდ იცინოდა. შვედებმა გოგონას დასახმარებლად სასწრაფოს გამოუძახეს. ამ დროს კიდევ ორმა თვითმხილველმა გამოიარა, რომლებიც იანსენსა და არნდტს ტერნერის დაკავებაში ეხმარებოდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ პოლიციაც გამოჩნდა, რომლებმაც ტერნერი ადგილზევე დაკითხეს, მოგვიანებით კი დააპატიმრეს.
შერიფი, რომელმაც დაადასტურა, რომ გოგონა მართლაც უგონო მდგომარეობაში იპოვა, აცხადებს, რომ დაზარალებული დილის ხუთის ნახევრამდე არაფერზე რეაგირებდა - არც ყვირილზე, არც ხელის დადებაზე, საერთოდ არაფერზე. როდესაც გოგონა გონს მოვიდა, პოლიციასთან საუბარში განაცხადა, რომ არ ახსოვდა წინა ღამით ვინმესთან ერთად იყო თუ არა და არც ის, სექსზე ან რაიმე მსგავს ქმედებაზე თანხმობა მისცა თუ არა ვინმეს.
თავად ბროკ ტერნერი ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მან დაზარალებულისგან თანხმობა მიიღო. კერძოდ, ბრალდებულის თქმით, მან გოგონას ჯერ კიდევ ღონისძიებაზე ჰკითხა: "გინდა ვიცკეკვოთ?" - რაზეც გოგონამ უპასუხა - "კი". ცოტა ხნის შემდეგ, ტერნერმა ჰკითხა - "გინდა ჩემს ოთახში ავიდეთ?" - რაზეც ისევ თანხმობა მიიღო. მას შემდეგ, რაც ისინი გარეთ გამოვიდნენ და დაზარალებული უგონო მდგომარეობაში მინდორზე დაეცა, ტერნერს "ფინგერინგი" (ვაგინალური პენეტრაცია თითებით) შეუთავაზებია - რასაც, ბრალდებულის თქმით, გოგონა ისევ დათანხმდა.
სასამართლო პროცესზე დაზარალებულმა თავისი მოხსენების დროს არ გამორიცხა მისი თანხმობის გაცემა, თუმცა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მას ასეთი რამ არ ახსოვს. თუმცა, მისივე თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის თანხმობა, რომელსაც აზროვნება არ შეეძლო და უგონოდ იმყოფებოდა, არ შეიძლება არგუმენტად იყოს მოყვანილი.
საავადმყოფოში გოგონას კანზე ნაკაწრი და ერითემა აღმოაჩინეს, ხოლო ერთმა ექთანმა, რომელიც სექსუალური ძალადობის გამომწვევი შედეგების დიაგნოსტიკის სპეციალისტია, დაადგინა, რომ გოგონას ფიზიკური ტკივილი და ჰემატომები და გამჭოლი ტრავმა აღენიშნებოდა.
როგორც ირკვევა, ბროკ ტერნერი და დაზარალებული „კაპა ალფას“ თემში გამართულ ღონისძიებაზე ერთად იმყოფებოდნენ, თუმცა მათ გარდა იქ უამრავი სტუდენტი იყო.
დაზარალებულის და იხსენებს, რომ ტერნერი, რომელსაც იქამდე არ იცნობდა, მასთან ფლირტს ცდილობდა და რამდენჯერმე კოცნაც დაუპირა, თუმცა მან უარით უპასუხა. დაზარალებულის დის განცხადებით, მას თავისი და და ტერნერი ერთად არ შეუნიშნავს.
პირველ ჩვენებაში, რომელიც ტერნერმა პოლიციას მისცა, განაცხადა, რომ მან დაზარალებული იმ შენობის გარეთ გაიცნო, სადაც ღონისძიება ტარდებოდა და მოგვიანებით ერთად დატოვეს ტერიტორია. ამავე ჩვენებაში, ბრალდებული ამბობდა, რომ იგი ვერ ამოიცნობდა დაზარალებულის სახეს, თუ მეორედ შეხვდებოდა მას.
მოგვიანებით, ტერნერმა ჩვენება შეცვალა.
უფრო სწორად, თავისი წინა ჩვენება ვერ გაითვალისწინა და პირველისგან განსხვავებული ისტორია მოყვა. მისი თქმით, მან და დაზარალებულმა ერთმანეთი „კაპა ალფაში“ გაიცნეს, სადაც ერთად სვამდნენ ლუდს.
„შენობიდან ხელკავით გამოვედით“, ამბობს ტერნერი. მისი განცხადებით, ამის შემდეგ მან დაზარალებულს ტანსაცმელი გახადა და ეალერსებოდა, ამ დროს კი გოგონა მას ზურგს უკაწრავდა, თუმცა ტერნერის განცხადებით ეს შეწინააღმდეგების მცდელობა არ იყო. ამის შემდეგ, ტერნერს გოგონასთვის უთქვამს, რომ შეუძლოდ იყო და გულის არევა უნდოდა. ამისთვის წამომდგარა, რა დროსაც ორი უცხო პირი გამოჩენილა, რომლებიც რაღაცას ეუბნებოდნენ, თუმცა იგი ვერ იხსენებს რას. ორი უცხო პირი ერთმანეთში რაღაც ენაზე ლაპარაკობდნენო, აცხადებს ტერნერი, თუმცა ჩვენ ალბათ ვხვდებით, რა ენაც უნდა იყოს ეს [შვედური].
ამავე ჩვენებაში, ტერნერმა უარყო, რომ შვედი სტუდენტებისგან გაქცევას ცდილობდა.
სასამართლო სხდომაზე ტერნერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის და მსხვერპლი ერთად სვამდნენ ლუდს, თუმცა ისიც დაამატა, რომ თურმე ერთად ცეკვავდნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ. შემდეგ ორივე შეთანხმებულა ღონისძიების დატოვებაზე და ტერნერის ოთახში წასვლაზე. როდესაც შენობიდან გამოსულები კამპუსისკენ წასულან, ტერნერის თქმით, გოგონას ფეხი დაუცდა ბალახზე და ძირს დაეცა. ტერნერი მას ზემოდან დააწვა და აკოცა. როგორც ტერნერი ამბობს, გოგონასთვის თითით სიამოვნების მინიჭება შეუთავაზებია და ისიც დასთანხმებია. ერთი წუთი ასე ერთობოდნენ, შემდეგ კი "ხახუნით" დაკავებულან.
სწორედ ამ დროს, ისევ ტერნერის თქმით, მივარდნილან შვედი სტუდენტები და მათი შევიწროება დაუწყიათ, თითქოს ისინი ლანძღავდნენ მათ და უშვერ სიტყვებს ეუბნებოდნენ. მისი თქმით, შვედებს მისთვის ხელი ჩაუვლიათ და არ უშვებდნენ.
საქმის პროკურორი, ალალეჰ კიანერჩი და დაზარალებული ამტკიცებდნენ, რომ სცენარი, რომელი ბროკ ტერნერმა აღწერა, ფაბრიკაცია იყო, ვინაიდან ბრალდებულმა იცოდა, რომ დაზარალებულს არაფერი ახსოვდა. დაზარალებულის განცხადებით, ტერნერის მონაჩმახი ძალიან წააგავდა „სრულიად ახალ ისტორიას, რომელიც თინეიჯერმა მწერალმა ძალიან უნიჭო ნოველად გადაწერა.“ ხოლო ბრალმდებელი ნაფიც მსაჯულებს მოუწოდებდა, რომ არ დაეჯერებინათ ტერნერის მონაყოლი.
დნმ-ის ანალიზი და ალკო-ტესტი
თავის განცხადებაში, ბროკ ტერნერმა განაცხადა, რომ მას იმ ღამით 5 ბოთლი ლუდი და ცოტაოდენი ვისკიც ჰქონდა მიღებული, რომელიც თავისი მეგობრის ოთახში დალია. მოგვიანებით, მან კიდევ რამდენიმე ბოთლი ლუდი მიირთვა - საბოლოო ჯამში ცხრა ბოთლის ოდენობით.
მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში ჩატარებული ალკოჰოლური ტესტის შედეგად დადგინდა, რომ იმ დღეს, დილის პირველი საათისთვის ბროკის ორგანიზმში 0,171% ოდენობის ალკოჰოლი იყო, რაც მოწმობს იმას, რომ ბროკს ყველაფერი ახსოვდა, რაც იმ ღამით მოხდა და რომ იგი საკუთარ მოქმედებას აანალიზებდა.
იმავე ტესტმა დაზარალებულის ორგანიზმში ტესტის ჩატარების დროს 0.12% ოდენობის ალკოჰოლი აღმოაჩინა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაზარალებულის ინტოქსიკაციის დონე სექსუალური ძალადობის მომენტში, ანუ დილის პირველ საათზე, საკმაოდ მაღალი იყო, დაახლოებით 0,242% და მისი განცხადების ჭეშმარიტება, რომ არაფერი ახსოვდა, გარდა ღონისძიებაზე მისვლისა, ეჭვს არ იწვევს.
ყველაფერთან ერთად, გაუპატიურებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ჯეინ დოუმ
თავის შეყვარებულს დაურეკა და ხმოვანი შეტყობინება დაუტოვა, რომელიც მოგვიანებით პროკურორებმა ბრალდებულისთვის ბრალის დასამტკიცებლად გამოიყენეს. ნაფიცმა მსაჯულებმა ჩანაწერის მიხედვით დაასკვნეს, რომ ჯეინი მართლაც არ იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ ბროკ ტერნერის რამე სახის შეთავაზებაზე თანხმობა განეცხადებინა.
ერთ-ერთი მთავარი სამხილი, რომელიც პროკურორმა ტერნერის წინააღმდეგ გამოიყენა, დნმ-ის ანალიზის შედეგი იყო. დნმ-ის ანალიზმა დაადგინა, რომ ჯეინ დოუს დნმ-ის კვალი აღმოჩენილ იქნა ბროკ ტერნერის ფრჩხილებზე. ანალიტიკოსებს უჭირთ დაზუსტებით იმის თქმა, ეს ნამდვილად სისხლის კვალია თუ არა, თუმცა მათი აზრით, დნმ-ის უჯრედები ემთხვევა ჯეინის სისხლის უჯრედებს.
ოფიციალური გამოხმაურებები
შეიძლება ითქვას, რომ ბროკ ტერნერს ყველა უბედურება ერთ დღეს დაატყდა თავს. მისი დაკავებიდან ორ დღეში სტენფორდის უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ბროკ ტერნერს ამ უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი ჩამოერთვა. ორი კვირის თავზე, იმავე ბრძანებაში ცვლილება შევიდა, თუმცა არა სასიკეთოდ - განახლებული მანიფესტის თანახმად, ბროკ ტერნერს სამუდამოდ ეკრძალება სტენფორდის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე შესვლა.
ბროკ ტერნერი ა.შ.შ.-ს ცურვის ოლიმპიური ნაკრების კანდიდატად განიხილებოდა, თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ, ოლიმპიურმა კომიტეტმა და ცურვის ნაკრების ხელმძღვანელებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ ბროკ ტერნერს სტუმრის სტატუსითაც კი არ მიიწვევდნენ ოლიმპიურ გუნდში, ვინაიდან ისინი ნულოვან ტოლერანტობას უცხადებენ სექსუალურად მოძალადე ადამიანებს.
სასამართლო პროცესი და განაჩენი
ბროკ ტერნერს 2015 წლის 28 იანვარს ბრალი 5 მუხლით წაუყენეს:
- არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გაუპატიურებისთვის;
- უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გაუპატიურებისთვის;
- არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე გაუპატიურების მიზნით ძალადობისთვის;
- უცხო სხეულით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სექსუალური პენეტრაციისთვის;
- უცხო სხეულით უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სექსუალური პენეტრაციისთვის;
მოგვიანებით, დნმ-ის ტესტით დამტკიცდა, რომ დაზარალებულსა და მოძალადეს შორის სასქესო ორგანოებით სექსუალური კავშირი არ დამყარებულა, ამიტომ ბროკ ტერნერს ორი ბრალდება მოეხსნა.
30 მარტს ბროკ ტერნერი სამივე მუხლით ბრალდებულად ცნეს:
- არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე გაუპატიურების მიზნით ძალადობისთვის;
- უცხო სხეულით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სექსუალური პენეტრაციისთვის;
- უცხო სხეულით უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სექსუალური პენეტრაციისთვის.
2016 წლის 2 ივნისს მოსამართლე აარონ პერსკიმ ბრალდებულს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პროკურორი ბროკ ტერნერისთვის ექვსწლიან პატიმრობას ითხოვდა. თავისი დასკვნითი სიტყვის დროს მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომელიც ძალადობის ღამეს იყო და ტერნერის მოქმედებებს ნათლად გაუსვა ხაზი. პროკურორის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ:
„მან [ბრალდებულმა] შეგნებულად წაიყვანა ის [დაზარალებული] ღონისძიებაზე მყოფი ადამიანებისგან შორს, იზოლირებულ ადგილას, სადაც ცუდი ხილვადობა იყო და თავის დაზღვევის მიზნით ნაგვის ურნის უკან მოიმწყვდია. მან განზრახ ისარგებლა იმ ფაქტით, რომ დაზარალებული სრულიად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო და თვალებსაც კი ვერ ახელდა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ძალადობის ან გაუპატიურების მცდელობა, როგორც ეს კამპუსში ხდება ხოლმე, არამედ ეს საქციელი უფრო მეტად ჰგავს მტაცებლის ინსტინქტს, რომელიც ხორცზეა დაგეშილი“.
მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. საბოლოო განაჩენი, რომელიც ტერნერს გამოუტანეს, როგორც უკვე ვთქვი, ექვს თვიანი პატიმრობასა და სამწლიანი პირობით სასჯელს მოიცავდა.
აღსანიშნავია, რომ სასჯელის გამოტანისას არ იქნა გათვალისწინებული კიდევ ერთი გოგოს ჩვენება, რომელიც ამბობდა, რომ ბროკ ტერნერს მისი გაუპატიურების მცდელობაც ჰქონდა, თუმცა ვერ განახორციელა. გოგონას თქმით, ტერნერი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა, თანაც 18 იანვრის ინციდენტამდე ზუსტად რვა დღით ადრე.
გარდა ამისა, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო დაზარალებულის მიერ დაწერილი წერილი, რომელიც მან პროცესზე ბრალდებულს წაუკითხა. წერილი საკმაოდ ვრცელია და ტერნერის მიერ ჩადენილი ძალადობის შედეგად დაზარალებულის ცხოვრებაზე მომხდარ უარყოფით ცვლილებებს აღწერს. ამ წერილში ჯეინ დოუ წერს, რომ ერთადერთი მიზანი, რაც მის წერილს გააჩნდა, იყო ის, რომ ტერნერისთვის ეჩვენებინა, მიეხვედრებინა თავისი სისასტიკე და სინდისის ქენჯნა გაეღვიძებინა მასში, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, „სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც გავეცანით ბრალდებულის საბოლოო სიტყვას, იმედგაცრუებული ვარ და ცხადია, რომ ბროკი არ განიცდის არანაირ სინანულს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან ვერ შეძლო პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. ის ვერაფერს ხვდება“.
მოსამართლის კომპეტენცია
მოსამართლე პერსკის გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა სამართალმცოდნეებსა და საზოგადოებას შორის.
პირველ რიგში, მოსამართლე პერსკიმ უარი თქვა ამ საქმისთვის გაუპატიურების კვალიფიკაციის მინიჭებაზე.
შემდეგ კი, ყველასგან მოულოდნელად, ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
არადა, ტერნერს, იმავე კალიფორნიის კანონით, მინიმუმ ორ და მაქსიმუმ თოთხმეტწლიანი სასჯელი ეკუთვნოდა.
თავისი განაჩენი მოსამართლემ იმით ახსნა, რომ ბრალდებულმა დაზარალებულის მიმართ და საკუთარი საქციელი გამო უკიდურესი სინანული გამოხატა. განაჩენის გამოტანისას, პერსკიმ განაცხადა: „ვფიქრობ, ბროკ ტერნერმა გამოხატა სინანული, თანაც გულახდილი და გულწრფელი, მაგრამ დაზარალებული არ თვლის მის სინანულს ჭეშმარიტად, ვინაიდან მას [ბროკ ტერნერს] არ უთქვამს - მე ეს ჩავიდინე, ვიცოდი რომ ძალიან მთვრალი იყავი, მაგრამ მაინც ჩავიდინე.“ - და ის რაც შემდეგ თქვა, მართლმსაჯულების ისტორიაში იშვიათად უთქვამს ვინმეს - „არამგონია მათი აზრები ოდესმე დაემთხვეს ერთმანეთს, რაც არ უნდა მოხდეს.“
პერსკის განცხადებით, მან იმ დახასიათებებით და წერილებით იხელმძღვანელა, რომლებიც ტერნერის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა დაწერეს ბრალდებულის შესახებ.
თავად დაზარალებულის წერილზე პერსკიმ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ ამ წერილით ვერ იმსჯელებდა და განაჩენის გამოსატანად საჭირო იყო მთლიანი სურათის შესწავლა. მისი თქმით, სანამ ვერდიქტს გამოიტანდა, საკუთარ თავს რამდენჯერმე ჰკითხა - იყო თუ არა გამოსავალი ახალგაზრდა ბიჭის მკაცრად დასჯა, რომელიც აქამდე კანონმორჩილი გახლდათ? - მისი აზრით, არა.
თავად ბროკ ტერნერის მამის აზრით, „20 წუთიანი სისუსტის“ გამო, მისი შვილი ისედაც მკაცრად დაისაჯა, უნივერსიტეტიდან გააგდეს და ოლიმპიური ნაკრებიდან მოკვეთეს.
აარონ პერსკის ეს გადაწყვეტილება მის კარიერაში ერთადერთი სადაო განაჩენი არ ყოფილა.
2011 წელს, დე ანზას კოლეჯის ბეისბოლის გუნდის წევრებმა ერთი უგონოდ მყოფი გოგონა გააუპატიურეს. სასამართლო პროცესზე, პერსკიმ დაცვის მხარეს ნება დართო ნაფიცი მსაჯულებისთვის ეჩვენებინა ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო დაზარალებული მომხდარიდან ერთი წლის შემდეგ. ფოტოზე გოგონა დაფიქსირებული იყო ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც კარგად ერთობოდა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ დაზარალებულს არანაირი ფსიქოლოგიური ტრავმა არ აღენიშნებოდა. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულებს გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს.
სამართალმცოდნეების აზრით, მსგავსი რამ დაუშვებელი იყო და პერსკის ფოტოების ჩვენების ნება არ უნდა მიეცა, ვინაიდან ის საქმესთან არანაირ კავშირში არ იყო.
თავისუფლება და პროტესტი
ბროკ ტერნერის ისედაც მოკლევადიანი სასჯელი, კიდევ უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა. განაჩენის გამოტანიდან სამ თვეში, 2016 წლის 2 სექტემბერს, სექსუალურად მოძალადემ თავისუფლების გემო ხელახლა შეიგრძნო.
კარგი ყოფაქცევისა და დამსახურების გამო, ბროკ ტერნერმა ციხიდან გამოაღწია, თუმცა თავისუფლებაზე უამრავი გაბრაზებული ადამიანი ელოდა. მას შემდეგ, რაც ციხე დატოვა, სანტა კლარას სასამართლოსთან დემონსტრანტები პლაკატებითა და შეძახილებით გამოჩნდნენ.
თავად ტერნერი, დემონსტრანტების შეძახილებსა და პლაკატებს აიგნორებდა და ცდილობდა ტერიტორია მშვიდად დაეტოვებინა.
ბროკის გამოსვლა უყურადღებოდ არ დარჩენია ამერიკაში მცხოვრებ სტუდენტს, იანა მაზურკევიჩს, რომელიც ფოტოხელოვნებითაა გატაცებული. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბროკი დააპატიმრეს, მან ფოტოების სერია გადაიღო, რომელიც საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა და რომელიც დაზარალებულის მხარდასაჭერად იყო შესრულებული.
ბროკის თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ კი, მაზურკევიჩი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სექსუალურად მოძალადე ადამიანის სათანადოდ დაუსჯელობას და ყურადღება დაზარალებულების მიმართ კანონების გულგრილობაზე გაამახვილა.
ახალ ფოტო-კოლექციას „ეს ხდება…“ დაარქვა და ის გადმოსცემს იმ შემთხვევებს, რომელიც ძალიან ხშირად, ნებისმიერ ადგილას ხდება.
ბროკ ტერნერის გათავისუფლებიდან მეორე დღეს, საპროტესტო ტალღამ მის სახლთან გადაინაცვლა, სადაც დამნაშავემ მომავალი სამი წელი უნდა გაატაროს. ტერნერის ოჯახმა ადგილობრივ პოლიციასა და სამართალდამცავებს განუცხადეს, რომ მათი სიცოცხლე და სიმშვიდე საფრთხის ქვეშაა.
საპროტესტო ტალღა ამით არ დასრულებულა. ბროკის დაუსჯელობის წინააღმდეგ და მისი უფრო მკაცრად დასჯის მხარდასაჭერად შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ამჟამად ერთ მილიონამდე ხელმომწერი ჰყავს. პეტიციას ეთანხმება და ხელს აწერს ამერიკელი კონგრესმენი ტედ პო, რომელმაც სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ თავის დროზე წერილიც გამოაქვეყნა და მოსამართლის გადაწყვეტილება დაგმო.
ბროკ ტერნერი მომდევნო სამ წელს ოჰაიოში გაატარებს, სადაც რეგისტრირებულია როგორც სექსუალურად მოძალადე.
-
გადახედვა25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე სახალხო პროტესტის ფონზე გაიხსნება 25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12:00 საათზე სახალხო პროტესტის ფონზე გაიხსნება
-
გადახედვაპარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული
-
გადახედვააქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კარვები გაშალეს
-
გადახედვავაჟა სირაძე: რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის? ვაჟა სირაძე: რუსთაველის გამზირი დაკეტილია და მანქანები ხალხს ხომ არ გადაუვლის?
-
გადახედვაპოლიცია რეგიონიდან ჩამოსულ ავტომანქანებს არ აძლევს საშუალებას პარლამენტისკენ კოლონებად გადაადგილდნენ პოლიცია რეგიონიდან ჩამოსულ ავტომანქანებს არ აძლევს საშუალებას პარლამენტისკენ კოლონებად გადაადგილდნენ
-
გადახედვათსუ-ის სტუდენტები: ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან თსუ-ის სტუდენტები: ხვალ მთავარი გამოცდა გველის დილის 9 საათზე, პარლამენტის უკან
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით საქართველოს პარლამენტისკენ მიემართებიან
-
გადახედვაილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: ხვალ პარლამენტის უკან წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა: ხვალ პარლამენტის უკან წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი
-
გადახედვაპარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე პოლიციაა განლაგებული პარლამენტის შიდა და გარე პერიმეტრზე პოლიციაა განლაგებული
-
გადახედვაგურჯაანში ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლეს გურჯაანში ცეცხლსასროლი იარაღით ორი მამაკაცი მოკლეს
-
გადახედვამთავარის ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა მთავარის ინფორმაციით, ოპერატორ სერგი ბარამიძეს, რომელიც 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ დააკავა ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა
-
გადახედვაირაკლი კობახიძე 25 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს ირაკლი კობახიძე 25 ნოემბერს, 10:00 საათზე, ბრიფინგს გამართავს
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას, ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება მამუკა ხაზარაძე: მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით ხელისუფლებას, ერთი წამით არ შეიძლება მოდუნება
-
გადახედვა"ჩვენ ვრჩებით, შენ წადი" — ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დაყარეს "ჩვენ ვრჩებით, შენ წადი" — ქალთა მარშის მონაწილეებმა ივანიშვილის სასახლესთან ჩემოდნები დაყარეს
-
გადახედვაწილოსანი ზურაბიშვილს: თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ წილოსანი ზურაბიშვილს: თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
-
გადახედვასაქართველოსთვის: მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი საქართველოსთვის: მოვუწოდებთ ჩვენ მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი
-
გადახედვა"ჩვენ დავრჩებით! შენ წადი" — თავისუფლების მოედნიდან ქალების მარში დაიწყო "ჩვენ დავრჩებით! შენ წადი" — თავისუფლების მოედნიდან ქალების მარში დაიწყო
-
გადახედვასახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვასაქართველოს პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს საქართველოს პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
-
გადახედვასაია: პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება საია: პროტესტის მონაწილეების მიმართ სასამართლო პროცესების გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ საქმეები მიზანმიმართულად არ სრულდება
-
გადახედვალასდილის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ლასდილის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
კომენტარები