როგორ დავიცვათ თავი ხერხემლის პრობლემებისგან – 5 რჩევა
პორტლანდის უნივრესიტეტის პროფესორის, როჯერ ჩოუს თქმით, ხერემლის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა, რაც ზრდასრულ ადამიანებს აწუხებთ. აშშ-ში ექიმთან ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ ხერხემლის ტკივილია.
საქმეს ისიც ართულებს, რომ მისი გადაჭრის მარტივი გზები არ არსებობს, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს მეთოდები, რომლებიც მსგავსი პრობლემების გაჩენის რისკს ამცირებს.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა არ უნდა გავაკეთოთ. დაივიწყეთ ვარჯიშები, რომლის დროსაც ხერხემლის მოგრეხა, ან წელის მეშვეობით წინ გადახრა და ფეხების სწორ მდგომარეობაში შენარჩუნება გიწევთ.
ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ სხეულის სწორი მდგომარეობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. სიარულისას, ჯდომისას ან სეირნობისას სხეულის სწორად დაჭერა ხერხემალზე დაწოლასა და სტრესს ამცირებს.
"მე ხშირად მხვდებიან პაციენტები, რომლებიც ხერხემლის პრობლემების გამო სასოწარკვეთილები არიან. არსებობს გარკვეული რჩევები, რომლებიც ადამიანებს ხერხემლის პრობლემების თავიდან აცილებაში დაეხმარებათ", - აცხადებს კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ხერხემლის ნეიროქირურგიის ხელმძღვანელი კი კიმი.
1. განივითარეთ ცენტრალური კუნთები
ხერხემლის ქვედა სეგმენტებს სხეულის მთელი ზედა ნაწილის გამაგრება და დაჭერა ევალება. აუცილებელია, რომ ხერხემალთან დაკავშირებული კუნთები ფორმაში იყოს, რათა ხერხემალმა საკუთარი ფუნქციის შესრულება დაბრკოლებების გარეშე შეძლოს. ამ კუნთების განსავითარებლად ერთ-ერთი კარგი ხერხი ზემოთ მოცემული, ყველასთვის კარგად ნაცნობი ვარჯიშია.
2. გაწელვები
ხერხემლის პრობლემების დიდი ნაწილი დაჭიმული კუნთებით არის გამოწვეული. ასეთ დროს, ხერხემალს დაძაბულ მდგომარეობაში მყოფი კუნთები აწვება, რაც სტრესის დამატებითი წყაროა. სასურველია, რომ დაძაბულობის მოსახსნელად გაწელვები ყოველდღიურად გააკეთოთ.
3. გაიმართეთ წელში
ხერხემლის ქვედა ნაწილი განსაკუთრებულ სტრესს არასწორ პოზაში ჯდომისას განიცდის. გახსოვდეთ, დიდი ხნის განმავლობაში ჯდომისას, აუცილებელია, პერიოდულად სკამს მოშორდეთ და ცოტა გაიაროთ.
4. სწორი ძილი
ზურგზე წოლისას თქვენი ხერხემალი დიდი წნევის ქვეშ იმყოფება. წნევის შესამსუბუქებლად საკმარისია მუხლების ქვეშ პატარა ბალიში დაიდოთ, ხოლო გვერდზე გადაბრუნებისას ის მუხლებს შორის მოათავსოთ.
5. შეწყვიტეთ მოწევა
მოწევა ხერხემლის დისკების სისხლით მომარაგებას აფერხებს. დისკები მალებისათვის ერთგვარი დამცავი ბალიშებია. სისხლის მიწოდების შეფერხებამ კი შესაძლოა დისკების დეგენერაცია დააჩქაროს. მოწევა აქვეითებს კალციუმის ათვისების უნარსა და ძვლის ქსოვილის ზრდასაც, რაც მოტეხილობების შანსს ზრდის.
კომენტარები