არალეგალურად გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილი ჩრდილოეთ კორეა
ლონდონში მოღვაწე ფოტოგრაფმა და ვებ დეველოპერმა როგორღაც მოახერხა და ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს ადგილობრივების ცხოვრება ფირზე უნებართვოდ აღბეჭდა. ის იხსენებს, როგორ გადაიღო ფოტოები იზოლირებულ ქვეყანაში:
"3 საათი გვამოწმებდნენ. გვითხრეს, რომ თუ გაიგებდნენ, რომ პორნო შევიტანეთ ქვეყანაში, ჩვენს სამოგზაურო კომპანიებს ეტყოდნენ და ამით შეგვარცხვენდნენ. შეამოწმეს ლეპტოპები. ეძებდნენ ნებისმიერ ფილმსა და წიგნებს კორეაზე, რომ ჩამოერთვათ. ერთ-ერთ ჩვენგანს, რატომღაც, იუგოსლავიის დაშლის შესახებ გადაღებული ფილმი წაუშალეს".
"ეს იყო სუვენირების მაღაზიაში: კიმ ჯონგ ილის აფორიზმები და სხვა."
მოგზაურობა დაახლოებით $800-1 000$ დაჯდა, რომელშიც პეკინიდან ფხენიანისკენ ფრენაც შედის.
ჩრ. კორეაში ვიზიტორები მხოლოდ დაჯავშინილი ტურებით დაიშვებიან.
"გიდები მხოლოდ ამერიკასა და იაპონიას ახსენებდნენ. დიდი წარმოდგენა ჩინელებზეც არ უნდა ჰქონდეთ. ეს არის გარე სამყაროსგან სრული დამოუკიდებლობა."
"ძალიან გამიძნელდა მომწონებოდა ისინი, რადგან გვატყუებდნენ, რომ ჩრ. კორეაში არ იყო დანაშაული, სიღარიბე, ჰომოსექსუალობა. თუმცა გასაგებია, რომ ეს მათი პროფესიის ნაწილი იყო და ამ შედეგზეც მქონდა წარმოდგენა."
"კულტურულად ძალიან განსხვავდებიან ჩვენგან. თვითონ ჩვენი ჯგუფიც საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. ყველანი დასავლეთიდან ვიყავით, ოღონდ სხვადასხვა კონტინენტებიდან."
"პლურალიზმსა და ინდივიდუალიზმს ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევენ."
"ყველაზე მამაცი საქციელი მაღაზიაში შესვლა იყო. ზოგადად ტურისტებისთვის ამ ადგილის მონახულება არ შეიძლება, თუმცა გამიმართლა, 15 წამით შუქი ჩაქრა და 2 ფოტოს გადაღება მოვასწარი, სანამ ჩემმა გიდმა უკან გამომაგდო."
"გადაღება მხოლოდ იმ ადგილების შეიძლება, რომელიც კარგად გამოიყურება. სხვა ყველაფრის გადაღება აკრძალულია".
"რთული იყო არალეგალური ფოტოების გამოტანა ქვეყნიდან. კამერის მენიუ პოლონურზე გადავიყვანე, ბევრი მოსაწყენი ფოტო გადავიღე, რათა დაღლილიყვნენ და შემოწმება დაზარებოდათ. ძალიან ბევრი მეხსიერების ბარათი მქონდა მთელს ბარგში."
"ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე მომაჯადოებელი ადგილია მოსანახულებლად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მისი უნიკალურობა მოსახლეობის ტანჯვაზეა დაფუძნებული."
"წასვლამდე მეგონა, რომ სიცილი ამიტყდებოდა და ხიფათში ამოვყოფდი თავს, თუმცა რეალობა სულაც არ იყო სასაცილო. რეალობა მძიმე და ემოციური იყო."
კომენტარები