პედოფილებისგან დასაცავად, YouTube-მა ბავშვების ვიდეოებზე კომენტარების დატოვების ფუნქცია გათიშა
YouTube-მა განაცხადა, რომ ბავშვების ვიდეოებზე კომენტარების დატოვების ფუნქციას გათიშავს, მას შემდეგ, რაც პლატფორმა პედოფილებისთვის ბავშვების ვიდეოების პოვნის ხელშეწყობაში დაადანაშაულეს.
კომპანიის განცხადებით, ბავშვების მონაწილეობით ათობით მილიონ ვიდეოზე კომენტარების დატოვება უკვე მიუწვდომელია, თუმცა ვიდეოების ძიებისა და მათზე ფუნქციის გათიშვის პროცესი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.
"გვესმის, რომ იუთუბზე კომენტარების დატოვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რაც ადამიანებს ერთმანეთთან დაკავშირებასა და მაყურებლების მოზიდვაში ეხმარება. ამავდროულად, ნაბიჯები, რომლებსაც დღეს ვდგამთ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვების უსაფრთხოებისთვის", - წერია YouTube-ის ბლოგპოსტში.
გასულ კვირას, ვიდეოების შემქმნელმა მეთ უოტსონმა განაცხადა, რომ იუთუბის ალგორითმი პედოფილებს ეხმარებოდა ბავშვების ისეთი ვიდეოების პოვნაში, რომლებშიც ისინი ტანვარჯიშით ან იოგით იყვნენ დაკავებულნი. ამაში მათ საიტის მიერ რეკომენდირებული ვიდეოების სიაც ეხმარებოდა. მომხმარებლების ნაწილი ბავშვების ვიდეოებზე აკომენტარებდა კონკრეტულ დროს, რომლებშიც ისინი მათ მდგომარეობას "სექსუალურ პოზებად" აფასებდნენ.
ბრალდებების შემდეგ, იუთუბიდან რეკლამები აიღეს ისეთმა ცნობილმა კომპანიებმა, როგორიცაა ნესტლე, AT&T, Epic Games და ა.შ.
იუთუბის განცხადებით, კომენტარების დატოვების ფუნქცია შეიზღუდება როგორც 13 წლამდე ბავშვების ვიდეოებზე, ასევე იმ ვიდეოებზეც, რომლებშიც 18 წლამდე ასაკის მოზარდები მონაწილეობენ.
ვიდეოების შემქმნელთა მცირე ნაწილს კომენტარების დატოვების ფუნქცია არ შეეზღუდება, თუ ისინი აქტიურად გააკონტროლებენ გამოხმაურებებს და დაამტკიცებენ, რომ მათი კონტენტი რისკის შემცველი არაა. იუთუბის წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ, რა სპეციფიკის არხები აირიდებენ შეზღუდვას.
ვიდეოებს, რომლებშიც ბავშვები მონაწილეობენ, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ალგორითმი პოულობს. იუთუბის არჩეული მეთოდი სრულყოფილი შესაძლოა არ იყოს, რადგან კომპიუტერს გაუჭირდეს კონკრეტული ადამიანის ასაკის ამოცნობა. საქმეს ართულებს ვიდეოში არსებული განათება და მათში მონაწილეთა მდგომარეობა.
სოციალური მედია ცოტა ხნის წინ მშობლებმაც გააკრიტიკეს ბავშვების განყოფილებაში არსებული სახიფათო ვიდეოების გამო. იუთუბი აპირებს, რომ მსგავსი ვიდეოების წასაშლელად 10 ათასამდე ადამიანი დაიქირავოს.
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
კომენტარები