ინტერვიუ გლენ ქლოუზთან: ასაკის მატებასთან ერთად, სექსუალობას არ კარგავ
2019 წელი ლეგენდარული გლენ ქლოუზისთვის დიდი ტრიუმფით დაიწყო. მსახიობმა კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯილდო ოქროს გლობუსი მიიღო და სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის დროს კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ დიდებულ მსახიობთან ერთად, დიდებული ადამიანიც არის.
გაბრწყინებული თვალებით სცენაზე გამოსულმა გლენმა პატივი მიაგო გარდაცვლილ დედას ("ვინც მთელი თავისი სიცოცხლე მამაჩემს მიუძღვნა") და მოუწოდა ქალებს "იპოვონ პირადი კმაყოფილება", გამოსვლამ მას ახალი თაყვანისმცემლების მთელი ლეგიონი შესძინა.
გლენი ფილმისთვის The Wife სავარაუდოდ კიდევ არაერთ პრიზს მიიღებს, გვირგვინს კი 24 თებერვალს, დოლბის თეატრის სცენაზე დაიდგამს, სადაც უდიდესი კონკურენციის ფონზე, დიდი ალბათობით, სწორედ ის გახდება კინოაკადემიის წევრების მთავარი ფავორიტი.
პრემიერამდე თითქმის 18 თვით ადრე ფილმმა კრიტიკოსებსა და საზოგადოებაში დიდი ეიფორია გამოიწვია, სურათით მოხიბლული იყო ყველა და კიდევ უფრო მოიხიბლნენ მსახიობის ოსტატობით, რომელიც წლიდან წლამდე ყველას ანებივრებს თავისი არაორდინალური სამსახიობო ოსტატობით.
"შეძრული ვარ ხალხის რეაქციით" - ამბობს გლენი, - "ადამიანები მოდიან ჩემთან აეროპორტში და მესაუბრებიან ოქროს გლობუსის სიტყვით გამოსვლაზე. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ჩემს გამოსვლაში, თუ კიდევ მოვიგებ, ძალიან ძნელი იქნება გადაჭარბება, ეს ისეთი რამაა, რისი გამეორებაც შეუძლებელია", - ყვება კინოს ლეგენდა.
გლენი სამჯერ იყო დაქორწინებული და აცხადებს, რომ ჯოანის პერსონაჟის თამაშისას (ფილმში The Wife) მისი მთავარი შთაგონების წყარო დედამისი იყო. "მე არ მიმიბაძავს მისთვის, თუმცა მთელი ცხოვრება ვხედავდი, რა ადგილი ეკავა მას მამაჩემის ცხოვრებაში. მქონდა კარგი გამოცდილება, რომელსაც შემეძლო, დავყრდნობოდი", - ამბობს მსახიობი.
მისმა გამოსვლამ მოიტანა სწორი ემოცია სწორ დროს.
"პრე-ფემინისტურ თაობაში ეს ნორმა იყო. ამ ყველაფერმა მაიძულა, გადამეხედა ჩემი ორი ბებიისთვის, რომლებიც ფაქტიურად არარეალიზებული ქალები იყვნენ, ერთს მშვენიერი ხმა ჰქონდა სიმღერისთვის, მაგრამ ნება არ დართეს, რომ გამოეყენებინა. მეორე ბებია კი, ვის საქორწინო ბეჭედსაც ვატარებდი დაჯილდოების ამ სეზონზე, ოცნებობდა, მსახიობი გამხდარიყო", - ყვება ოქროს გლობუსის მფლობელი გლენი.
სწორედ ეს ბებია იქცა მისი შთაგონების წყაროდ იქცა 1982 წელს გადაღებულ ფილმში The World According to Garp, მან რობინ უილიამსის ფემინისტი დედის როლი ითამაშა, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ ოთხი წლით იყო მსახიობზე დიდი.
35 წლის იყო, როდესაც სამსახიობო კარიერა დაიწყო. მაყურებელს არ უნახავს მისი ზრდა ეკრანზე, მისი ნიჭი მთლიანად ჩამოყალიბებული მოგვევლინა. "ვინ არის ეს მსახიობი, რომელმაც პრაქტიკულად დაგვიპყრო?" - ასეთი იყო წარწერა 1982 წელს ჟურნალ ნიუ-იორკის გარეკანზე. წელს ის ოსკარის მთავარი პრეტენდენტია და როგორც ამბობენ, საბოლოოდ მიიღებს კიდევაც მსახიობებისთვის ნანატრ ამ ჯილდოს.
"შანსებზე ფიქრიც კი არ მინდა", - აცხადებს გლენი სიცილით, -"ვცდილობ, უბრალოდ წვეულებით გავერთო. ზოგი მსახიობი მთელი საღამო დაძაბული ზის იმაზე ფიქრში, გაიმარჯვებს თუ ვერა, თუმცა მე ეს არასდროს განმიცდია. ვფიქრობ, ძალიან ვინერვიულებ, როდესაც კონვერტს გახსნიან, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ უამრავ ადამიანს გაუცრუვდება იმედი, თუ ვერ მოვიგებ. მათი უმეტესობა ფიქრობს, რომ უკვე მოგებული მაქვს ოსკარი. თუ ვერ გავიმარჯვებ, ვეცდები, კამერას თვალი გავუსწორო და ყველა დავარწმუნო, რომ კარგად ვარ", - ამბობს მსახიობი.
წლევანდელი ოსკარების ღამე გლენ ქლოუზისთვის 1988 წლის დაჯილდოებაზე დრამატული ვერ იქნება. ამ წელს მსახიობი ფილმისთვის Fatal Attraction იყო ნომინირებული და, ცხრა თვის ორსული, ცერემონიას გინეკოლოგთან და მის ცოლთან ერთად ესწრებოდა. "თითქოს ეს არ იყო საკმარისი, ფეხი თაბაშირში მქონდა ჩასმული და ყავარჯნები მჭირდებოდა. გადატვირთული მოძრაობის გამო დაგვაგვიანდა. იძულებული გავხდით, ლიმუზინიდან გადმოვსულიყავით და პარკინგის ტერიტორია გადაგვერბინა, ამ დროს დავკარგე საყურე, ამიტომ ვინმე უნდა დაბრუნებულიყო მის მოსაძებნად. როდესაც მე და მაიკლ დუგლასი სცენაზე ნომინაციის გამოსაცხადებლად გამოვედით, ყველამ სიცილი დაიწყო იმ ფაქტზე, რომ ორსული ვიყავი, რადგან ფილმში Fatal Attraction ბოლო სიტყვები, რასაც მაიკლს ვეუბნები, არის: მე შენგან შვილი მეყოლება", - ყვება გლენი.
ქლოუზს ფეხმძიმობის გამო პოპულარული პრესა ხშირად აქილიკებდა და ცდილობდნენ დაეხასიათებინათ ის, როგორც ოჯახის დამანგრეველი ქალი, რომელიც ვერ ასხვავებდა ერთმანეთისგან ფილმსა და რეალობას. Fatal Attraction-ის ვარსკვლავმა ფაქტიურად რეალობაში შექმნა საკუთარი საეკრანო პერსონაჟი და დიდი ზიანი მიაყენა თავისი საყვარლის ცხოვრებას!", - წერდა ერთ-ერთ ბრიტანულ ჟურნალი.
გლენი იმედს გამოთქვამს, რომ ჰარვი ვეინშტეინის დაცემა და მოძრაობა #MeToo-ს აღზევება წერტილს დაუსვავს ასეთ დამოკიდებულებას, ან გავრცელების არეალს მაინც შეუზღუდავს.
"ვფიქრობ, რომ ეფექტი თვალშისაცემი იქნება. როდესაც ქალებს მეტი შანსი ექნებათ, ყველა ეს დიდებული ისტორია გამოვა დღის შუქზე. მინდა მალე დადგეს დრო, როცა ადამიანები იტყვიან: კარგი ფილმია და არა კარგი ფილმია ქალებისთვის". ჩვენ წინ უნდა დავაყენოთ ქალთა უფლებების და ჩვენი შესაძლებლობების გაფართოვების საკითხი, რადგან ეს თავისით ვერ გახდება ჩვეულებრივი ამბავი", - ამბობს გლენი.
გლენმა ოქროს გლობუსი და ემი მიიღო შეუბრალებელი, სასტიკი ადვოკატის როლისთვის სატელევიზიო დრამაში Damages, თუმცა, როდესაც თვალს გადაავლებს თავის კარიერას, ხედავს, რომ მამაკაცური პერსპექტივები უფრო პრიორიტეტული იყო. Reversal of Fortune, რომელშიც მან სანის როლი შეასრულა, მემკვიდრის, რომლის ქმარიც დაადანაშაულეს მის მკვლელობაში, იყო ერთერთი ასეთი მაგალითი. "ეს იყო ძალიან კაცური შეხედულებებით დაწერილი სცენარი. მე ნამდვილად ვერ გავაიგივეთ თავი სანისთან ამ ფილმში", - ამბობს გლენი და ხმამაღლა საუბრობს იმედგაცრუებებზე, რომელიც უკავშირდებოდა ფილმს Fatal Attraction, დუგლასის მიერ შესრულებული მრჩეველისთვის სასჯელის არარსებობის გამო, რომლის გამოც ალექსი გარდაიქმნება უმართავ მკვლელ არსებად, ისეთივედ როგორიც ტერმინატორია. გასაკვირი არ არის რომ მაყურებლები ელოდნენ გლენის პერსონაჟის სისხლს და ყვიროდნენ "მოკალით ის" ფილმის ყურების დროს.
"ჩემს პერსონაჟს ბევრი საიდუმლო დარჩა. ქალი, რომელსაც ვასახიერებდი, ისეთი არ იყო, როგორადაც აუდიტორიამ აღიქვა, თუმცა საკმარისი დიალოგები და სცენები არ მქონდა, რომ მისი ისტორია უკეთესად მომეყოლა. თუ Fatal Attraction ალექსის თვალით იქნებოდა დანახული, მას მაყურებლები ტრაგიკულ ადამიანად აღიქვამდნენ და არა სახიფათო, ბოროტ ქალად", - ამბობს გლენი.
ფილმში The Wife პირველი სცენა, რომელიც გადაიღეს, გლენისა და ჯონათან პრაისის (მისი პარტნიორი ფილმში) სექსის სცენა იყო.
"ჩვენ გადასაღებ მოედანზე პიჟამოებში გამოწყობილები მივედით", - სიცილით იხსენებს მსახიობი. "ორივე ერთსა და იმავეზე ვფიქრობდით, ჩვენ პროფესიონალები ვართ, ამას დიდი ხანია, რაც ვაკეთებთ, მოდი, უბრალოდ მივხედოთ საქმეს".
რევოლუციურია იმის დანახვა, თუ როგორ კავდება ორი 70 წელს გადაცილებული ადამიანი ხმაურიანი, სასიამოვნო და ბინძური სექსით. "ის, რომ ასაკის მატებასთან ერთად სექსუალობას კარგავთ, ერთ-ერთი მითია, რომელსაც ფესვები ძალიან ღრმად აქვს გადგმული", - ამბობს გლენი.
ახლა ის თვლის, რომ საკუთარი ძალების აყვავების პერიოდი აქვს.
"ერთხელ, გასულ წელს მივდიოდი გზაზე ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილიდან დასავლეთისკენ. პარასკევი ღამე იყო და ბევრი წყვილი დადიოდა ქუჩაში. ვიყურებოდი მანქანის ფანჯრიდან და ვგრძნობდი ყველაფერს რასაც ის წყვილები განიცდიდნენ. ვგრძნობდი მათ სიახლოვეს და აღელვებას იმის მიმართ რაც უნდა მომხდარიყო. ახლა, თავს ისევ ისე თავისუფლად, კრეატიულად და სექსუალურად მივიჩნევ, როგორც ადრე. უამრავი რამაა, რისი კეთებაც მიყვარს და ვფიქრობ, ძალიან ირონიულია, რომ მხოლოდ სიცოცხლის მიწურულსღა ვგრძნობთ თავს კომფორტულად ჩვენს კანში. იმედი მაქვს, საკმარისი დრო დამრჩა იმისთვის, რომ ამ მდგომარეობიდან სარგებელი მივიღო. ამიტომაც, ერთი სული მაქვს ვნახო, რა იქნება შემდეგ" - ამბობს გლენ ქლოუზი.
კომენტარები