აშშ-ს ვენესუელაში მორიგი "ფერადი" რევოლუციის მოწყობა სურს — სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი
ფოტო: AP
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ნიკოლას მადუროს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. დე ფაქტო პარლამენტს მიაჩნია, რომ აშშ-ს კარაკასში მორიგი "ფერადი" რევოლუციის მოწყობა და მარიონეტული რეჟიმის დამყარება სურს.
"ამერიკული ხელისუფლების მოქმედებები ცხადყოფს, რომ ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების უკან სწორედ ისინი დგანან, რითაც მასშტაბურ სისხლისღვრას აპროვოცირებენ", — ნათქვამია განცხადებაში.
სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკები ვენესუელის კრიზისში ნიკოლას მადუროს მხარდამჭერები არიან. ვენესუელა იმ ხუთ ქვეყანას შორისაა, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. დე ფაქტო პრეზიდენტები 11 იანვარს მადუროს ინაუგურაციასაც დაესწრნენ.
ვენესუელის კრიზისი
ვენესუელა ფართო საზოგადოებრივმა პროტესტმა მოიცვა. მოსახლეობა ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს გადადგომას მოითხოვს.
23 იანვარს ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებლად გამოაცხადა. ოპოზიციის ლიდერი დაპირდა ხალხს, რომ დაასრულებს ძალაუფლების უზურპაციას, ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას და ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს.
პროტესტების ახალი ტალღა ქვეყანაში მას შემდეგ დაიწყო, რაც თავდაცვის სამინისტრომ შეუმდგარი სამხედრო გადატრიალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მოძრაობას სათავეში, სწორედ ხუან გუაიდო ჩაუდგა, რომელიც აქტიურად მოუწოდებდა მის მხარდამჭერებს ებრძოლათ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.
ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად ხუან გუაიდო პირველად აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღიარა. სპეციალურ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ლეგიტიმური მმართველი ახლა გუაიდოა და არა ნიკოლას მადურო.
სპეციალური ვიდეო მიმართვა გაავრცელა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმაც. პენსმა ნიკოლას მადურო დიქტატორად მოიხსენია და ვენესუელის მოსახლეობას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
შტატების შემდეგ მსგავსი განცხადება გაავრცელეს კანადამ, კოლუმბიამ, პერუმ, ბრაზილიამ, არგენტინამ, ჩილემ, პარაგვაიმ, ბოლივიამ, ეკვადრომა, პანამამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, კოსტა-რიკამ და საქართველომ.
მადუროს მხარდაჭერა თურქეთმა, რუსეთმა, კუბამ, ბოლივიამ, მექსიკამ და ჩინეთმა გამოუცხადეს. მადურო ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებმა.
26 იანვარს ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ნიკოლას მადუროს არჩვენების დანიშვნისთვის რვადღიან ვადა მისცეს — წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციურ მთავრობას ოფიციალურად აღიარებენ. მადურომ ულტიმატუს უპასუხა და განაცხადა, რომ არჩევნების დანიშვნას არ აპირებს.
ამავე თემაზე:
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
კომენტარები