გაუგებარია მოსაზრება, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა შეჩერდეს — თამარ ალანია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მაესტრო
თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლის, თამარ ალანიას თქმით, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერების მოსაზრება გაუგებარია. მისი განმარტებით, სასამართლო კორპუსის გაძლიერებისთვის მოსამართლეთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს და ამას საერთაშორისო ანგარიშებიც ადასტურებს.
"ეს ერთმანეთთან შეუთავსებელი ფაქტორებია. ამასთან, არ არსებობს არანაირი სხვა სამართლებრივი საფუძველი და პროცედურა თუ როგორ და რა საფუძველით შეიძლება, ეს განხორციელდეს", — განაცხადა თამარ ალანიამ.
ქართული ოცნების წევრების ნაწილი ითხოვს, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2024 წლამდე შეჩერდეს. აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა მმართველი გუნდის შეხვედრაზე განიხილეს. როგორც დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა თქვა, ამის საშუალებას კონსტიტუციური ჩანაწერი აძლევთ. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ემხრობიან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი.
დღეს, 27 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების შერჩევის წესსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და იუსტიციის საბჭოს წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა დატოვეს. ისინი სამუშაო შეხვედრის ფორმატს ეწინააღმდეგებიან. საბჭოს მოსამართლე წევრს, დიმიტრი გვრიტიშვილს მიაჩნია, რომ ჯანეზაშვილისა და დოლიძის მიზანი შეხვედრის ჩაშლა იყო.
არასამთავრობოებმა მოქალაქეებთან ერთად შეხვედრის პარალელურად სასამართლო სისტემაში რეალური ცვლილებების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა სისტემიდან მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მურუსიძის უვადოდ დამნიშვნელი წევრების წასვლაა. გარდა ამისა, ისინი იუსტიციის საბჭოს დაშლას ითხოვენ.
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა საქართველოს ბანკმა, Visa-სთან თანამშრომლობით, ახალი სუპერ PLUS Visa ბარათი შექმნა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
კომენტარები