მოსამართლეების სია კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ არის წარმოდგენილი — სახალხო დამცველი
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია პარლამენტში არ უნდა განხილულიყო, რადგან კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ არის წარმოდგენილი. მისივე თქმით, არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც პროცესისა და სიის მიმართ ნდობას გააჩენდა.
"ეს არის შედეგი იმ პრობლემისა, რაც არის დაკავშირებული ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრაციასთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში", — აღნიშნა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან.
2019 წელს ახალი კონსტიტუციის მიხედვით, უზენაეს სასამართლოში დამატებით 18 მოსამართლე უნდა დაინიშნოს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილ 10 მოსამართლეობის კანდიდატს ქართულ ოცნებაში დაპირისპირება მოჰყვა. უთანხმოების მიზეზი კრიტერიუმების გარეშე შერჩეული მოსამართლეობის კანდიდატები და ამ სიაში ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული მოსამართლეები იყვნენ. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სწორედ მოსამართლეთა სიის გამო დატოვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. ის მოუწოდებდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უკან გაეწვია მოსამართლეთა 10-კაციანი სია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს რამდენჯერმე შეხვდა. ბოლო შეხვედრის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჯერ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და დამტკიცების პროცედურების და კრიტერიუმები გაიწერება და სიას მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ.
კობახიძემ ასევე განმარტა, რომ კანონს უკუძალა ექნება, ანუ სიის განხილვა, რომელიც ახლა პარლამენტშია, ან ტექნიკურად შეჩერდება ან ახალი სია შემუშავდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის განმარტებით, სიის უკან გაწვევის სამართლებრივი ნორმა არ არსებობს.
უზენაესის მოსამართლეთა არჩევისა და დამტკიცების წესზე რამდენიმე კანონპროექტი მომზადდება. საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტზე სასამართლო რეფორმის ჯგუფში იმუშავებს.
ინდივიდუალურ კანონპროექტზე მუშაობს დეპუტატი ეკა ბესელიაც. მისი თქმით, ის თავის ხედვას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში წარადგენს. თუმცა, გაურკვეველია, ჩართავენ თუ არა ამ ჯგუფის მუშაობაში. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პარლამენტში ახალი კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირეს.
გაიგეთ მეტი ქართულ ოცნებაში დაპირისპირების შესახებ აქ.
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
კომენტარები