ახალი წლის დადგომამდე, კოლორადოელმა პატრიკ ჯონსტონმა სახლი საახალწლო დეკორაციით მორთო, რათა წელიწადის ყველაზე მაგიურ დღეს სრულ მზადყოფნაში შეხვედროდა.

პატრიკმა ჩვენი ყურადღება თავისი სახალისო Facebook პოსტით მიიქცია, რომელიც აივანზე დატრიალებულ ზღაპრულ სიყვარულის ისტორიის ასახავს.

მას სახლში არც მეტი, არც ნაკლები მელია ესტუმრა, რომელსაც სხვადასხვა მანათობელ დეკორაციას შორის, ერთადერთი და განუმეორებელი, წითლად მოკაშკაშე მელაკუდას ფიგურა, არ გამოჰპარვია.

გჯერათ, თუ — არა, ტყის ცნობისმოყვარე ბინადარს საახალწლო დეკორაცია ერთი ნახვით შეუყვარდა და საბედნიეროდ, არსებობს ფოტოებიც, რომლებიც ამ გულწრფელ გრძნობებს ასახავენ.

აი, ისინიც:

ფოტო: Patrick Johnston

ფოტო: Patrick Johnston

ფოტო: Patrick Johnston

ფოტო: Patrick Johnston

ფოტო: Patrick Johnston