ის, რაც არ უნდა გამოტოვოთ — 2019 წლის საავტორო ფილმები დიდ ეკრანზე
საავტორო კინოს მოყვარულებისთვის 2018 წლის შემოდგომა განსაკუთრებული იყო. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო კინოთეატრმა ამირანმა სრულიად ახალი კონცეფციით ფუნქციონირება, რაც მის თანამედროვე კულტურისა და ხელოვნების ურბანულ სივრცედ გარდაქმნას გულისხმობდა.
იდეამ გაამართლა, ქართული და საერთაშორისო საავტორო კინოს მოყვარულების რიცხვმა კინოთეატრებში იმატა და კინომანები ექსკლუზიური ჩვენებების გარდა ხვდებოდნენ რეჟისორებს, კინომცოდნეებს, მსახიობებსა, თუ კინოს სფეროში მოღვაწე სხვა ადამიანებს.
შემოდგომის სეზონზე, მაყურებელმა 2018 წლის არაერთი კინომოვლენა ნახა. მათ შორის კანის კინოფესტივალის გრან პრის მფლობელი - BlacKkKlansman, გასპარ ნოეს - Climax, ოქროს პალმის რტოს მფლობელი სურათი - Shoplifters და 2019 წლის ოსკარზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში მთავარი პრეტენდენტი - Cold War.
როგორც გაირკვა, ეს ჯერ ყველაფერი არ არის და მთავარი სიურპრიზები 2019 წელს გველოდება, რადგან ახალი სეზონიდან თითქმის ყველა მთავარი კინომოვლენა დიდ ეკრანზე შეგვეძლება ვნახოთ, მათ შორის კანის, ბერლინის, სანდენსის, ვენეციის ფესტივალების ყველა მთავარი ფილმი და ოსკარის ნომინანტი სურათები.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 2019 წლის იმ მთავარ სურათებს, რომელსაც მაყურებელი დიდ ეკრანზე იხილავს.
Mary Queen of Scots
ისტორიის თანახმად, ტახტის დაბრუნების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მარიამ სტიუარტმა მფარველობა ინგლისის დედოფალ ელისაბედ პირველს სთხოვა, თუმცა მანამდე ის სწორედ ელისაბედის ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდა. მეტიც, ბევრი ინგლისელი კათოლიკე სწორედ მას მიიჩნევდა ინგლისის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ. ელისაბედმა სტიუარტი საფრთხედ მიიჩნია და დაატყვევა. თვრამეტწლიანი ტყვეობის შემდეგ კი მას ბრალი ელისაბედის მკვლელობის მცდელობაში დასდეს და სიკვდილით დასაჯეს.
GREEN BOOK
ფილმის სიუჟეტი 60-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და რეალურ ამბავს ეხება. რეჟისორ პიტერ ფარელის დრამაში მოთხრობილია იტალიელ-ამერიკელი მძღოლისა და აფროამერიკელი პიანისტის ურთიერთობა.
კინოსურათის რეჟისორი ფელიქს ვან გრონინგენია, სიუჟეტი კი მამა-შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ბიჭი ნარკოტიკებზეა დამოკიდებული, მამა კი მის დახმარებას ცდილობს. ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება, სცენარი კი დეივიდ შტეფის მემუარების მიხედვით შეიქმნა.
THE FAVOURITE
სურათის რეჟისორი იარგოს ლანთიმოსია. ფილმი სტიუარტების დინასტიის უკანასკნელი დედოფლის ანას პერიოდში მომხდარ პოლიტიკურ ინტრიგებზე მოგვითხრობს. მე-18 საუკუნის დასაწყისი. ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ტახტზე სნეული დედოფალი ანა ზის, ხოლო ქვეყანას მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს. როდესაც ახალი მოახლე, ებიგაილი ჩამოდის, სარა მისით იხიბლება. სარა მასზე ზრუნავს და ებიგაილსაც უჩნდება შესაძლებლობა, რომ თავის არისტოკრატულ ფესვებს დაუბრუნდეს. სარა ომისგან დაღლილია და ამ დროს ებიგაილი მას სიცარიელეს უვსებს, როგორც დედოფლის კომპანიონი.
AT ETERNITY'S GATE
ჯულიან შნაბელის მხატვრული ფილმი ლეგენდარული მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებას ეხება. მხატვრის როლს სურათში უილიამ დეფო ასრულებს. დეფოს გარდა ფილმში ვიხილავთ მსახიობებს რუპერტ ფრენდს, ოსკარ აიზეკსა და მედს მიკელსენს.
VICE
ფილმში მთავარ, დიკ ჩეინის როლს კრისტიან ბეილი ასრულებს. დიკ ჩეინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი 2001-2009 წლებში იყო. სწორედ იმ პერიოდში როდესაც ავღანეთსა და ირანში ომი დაიწყო და 9/11-ის ტერაქტი მოხდა. მაშინ ბევრი მიიჩნევდა, რომ აშშ-ს რეალურად ჩეინი მართავდა და არა ჯორჯ ბუში. ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება.
The Mule
ფილმის სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება და ის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ლეო შარპზე მოგვითხრობს. ტიტულოვანი მეომარი 2011 წელს კოკაინის დიდი პარტიის გასაღებისთვის დააკავეს, თუმცა მისი ადვოკატის მცდელობების შემდეგ მხოლოდ სამი წელი მიუსაჯეს.
VOX LUX
ფილმის სიუჟეტი პოპ ვარსკვლავის, სელესტის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც 1999 წელს იწყება და მის 15-წლიან კარიარაზე ყვება. ფილმისთვის სიმღერებს მომღერალი Sia შეასრულებს.
DESTROYER
კინოსურათის სცენარი ფილ ჰეის და მეთ მანფრიდს ეკუთვნით, სიუჟეტი კი ლოს-ანჯელესის პოლიციაში ვითარდება. კალიფორნიელი დეტექტივი ერინ ბელი (კიდმანი) ტრაგიკულ და საიდუმლოებით მოცულ მკვლელობებს იძიებს, რომელიც ამოუცნობ კულტსა და დემონურ ძალებს უკავშირდება.
BOY ERASED
ჯოელ ედგერტონის ფილმში მთავარ როლებს ნიკოლ კიდმანი, რასელ ქროუ, ლუკას ჰეჯესი და ქსავიე დოლანი ასრულებენ. ფილმის სიუჟტი ბაპტისტი მქადაგებლის გეი შვილზე მოგვითხრობს, რომელსაც მშობლები აიძულებენ ჰომოსექსუალთა "გამოსასწორებელ" რელიგიურ რიტუალებში მიიღოს მონაწილეობა.
GRETA
ფილმის სიუჟეტი იზაბელ იუპერის პერსონაჟის, გრეტას გარშემო ვითარდება, რომელიც წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ხალხს უახლოვდება, შემდეგ კი მათ ატყვევებს.
Rocketman
ფილმის რეჟისორი ბრიტანელი მსახიობი და რეჟისორი დექსტერ ფლეტჩერია. სიუჟეტი კი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
Once Upon a Time in Hollywood
ტარანტინოს ამ ფილმისადმი ინტერესი განსაკუთრებით დიდია. სურათში მთავარ როლებს ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო ასრულებენ. მათ გარდა კი ვიხილავთ - ალ პაჩინოს, დაკოტა ფენინგს, კურტ რასელს, მარგო რობის, ტიმ როთსა და სხვებს. ფილმის სიუჟეტი მენსონის კრიმინალური ოჯახის შესახებ იქნება და ისტორია 1969 წელს განვითარდება. ეს სწორედ ის წელია, როდესაც "მენსონის ოჯახის" ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ. მენსონის დავალებით სასტიკად მოკლედ სახლის მცხოვრებლები, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ორსული ცოლი. ტეიტის როლს მარგო რობი შეასრულებს.
როგორც ხედავთ, კინოს მოყვარულებს წინ ამაღელვებელი წელი გველის.
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
მომიტინგეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — ეუთოში კვლევა წარადგინეს მომიტინგეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — ეუთოში კვლევა წარადგინეს
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას— მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე
-
7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება 7 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
-
შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა შსს-მ ₾34 მლნ-ზე მეტი ღირებულების 553 კგ ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა
გადახედვა
-
დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შემდეგ, SJC მთავრობას მოუწოდებს, რუსეთში ექსტრადიციები შეაჩეროს
გადახედვა
-
"მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს "მეთადონი", "სუბოქსინი", "კეტამინი", "ჰაშიში", "მარიხუანა" — ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები