7 ცნობილი კომპანიის სათავო ოფისი, რომელშიც მუშაობა ყველას ოცნებაა
ნებისმიერი დიდი კომპანიისთვის სათავო ოფისი ბრენდისა და იმიჯის ნაწილია. ყველა ცდილობს, მათი სამუშაო სივრცე იმდენად მიმზიდველი და გამორჩეული იყოს, რომ პროფესიონალი კადრები სიამოვნებით დათანხმდნენ მათთან მუშაობას. თქვენ ალბათ ხშირად გინახავთ ფეისბუქის, გუგლის, მაიკროსოფტისა და სხვა გიგანტების სათავო ოფისები და გიოცნებიათ, რომ მათთან გემუშავათ.
ჩვენ წარმოგიდგენთ 7 კომპანიის ყველაზე გამორჩეულ სათავო ოფისებს, რომელშიც მუშაობა ყველასთვის საოცნებოა.
1. Facebook
ფეისბუქი არამარტო მისი უნიკალური სერვისით, არამედ მსოფლიოში გამორჩეული სათავო ოფისითან გამოირჩევა. კომპანიამ თავისი ახალი, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და ინტერიერით მომნუსხავი ოფისი კალიფორნიაში, მენლო პარკში ააშენა. მთლიანობაში, სათავო ოფისის ასაშენებლად კომპანიამ 1$ მილიარდი გაიღო, ხოლო 2018 წელს დამატებითი შენობა 300$ მილიონად ააშენა. ძირითად შენობაში ფეისბუქის უზარმაზარი საკონფერენციო დარბაზი, მონაცემთა ბაზები, სამუშაო სივრცეები, კვების ობიექტები, მოსასვენებელი ოთახები და სტუმრების მისაღებია მოწყობილი. შენობის სახურავზე კი, მარკ ცუკერბერგის გადაწყვეტილებით, უზარმაზარი პარკია გაშენებული.
2. Google
ტექნოლოგიების კიდევ ერთი გიგანტი, გუგლი, თანამშრომლების სამუშაო სივრცეს დიდ ყურადღებას აქცევს. სწორედ ამიტომ, გუგლის სათავო ოფისი გამოირჩევა ინოვაციურობით, სილამაზითა და კომფორტულობით. ფეისბუქის მსგავსად, გუგლმაც კალიფორნიაში დაიდო ბინა და კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე საჭირო პროდუქტს იქიდან ქმნის. მისი შენობა გამოირჩევა გამჭვირვალობით, რომელსაც საკუთარი პარკი, მოსასვენებელი სივრცეები, საუკეთესო სამუშაო გარემო და სხვა დამატებითი ბენეფიტი აქვს. გუგლის თანამშრომლების მცირე ნაწილი, საერთოდაც, ოფისში ცხოვრობს, რადგან კომპანიის სათავო ოფისი ამის საშუალებას აძლევს.
გუგლის ოფისში ვირტუალური ტურის გავლა თუ გსურთ, შეგიძლია, ამ ვიდეოს უყუროთ.
3. Apple
ამ სიაში აუცილებლად მოხვდებოდა ეფლის წინა სათავო ოფისიც, მაგრამ კომპანიის მიერ აშენებული ახალი კამპუსი შესაძლოა მსოფლიოში საუკეთესოც კი იყოს. ეს გემოვნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ფაქტია, რომ კომპანია ამ ნიშნითაც მოწინავეა. მრგვალი, მასშტაბური და შთამბეჭდავი სათავო ოფისი, რომელსაც Apple Park ჰქვია და "კოსმოსურ ხომალდსაც" ეძახიან, კალიფორნიაში მდებარეობს. მისი აშენება კომპანიას 5$ მილიარდი დაუჯდა, რომლიდანაც მიწის ფართობის ფასი 160 მილიონი იყო. შენობა აერთიანებს უზარმაზარ კვლევით ცენტრებს, საკონფერენციო დარბაზებს, მონაცემთა ბაზების სივრცეებს, საოფისე ტერიტორიასა და სხვ.
4. BMW
ძველია, მაგრამ იმდენად ეფექტური, რომ ამ სიის მიღმა ვერაფრით დავტოვებდით. BMW-ს სათავო ოფისი მოიცავს როგორც სამუშაო და საოფისე სივრცეებს, ასევე ქარხნებსა და კვლევით ცენტრებს. ის მიუნხენში მდებარეობს და ტურისტების დიდ ინტერესსაც იმსახურებს. სათავო ოფისი გამოირჩევა მისი კოშკური ნაგებობით, რომელიც მანქანის ძრავს მოგაგონებთ. ღამით კოშკი ხშირად ნეონურ ფერებში არის ხოლმე განათებული, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
BMW-ს სათაო ოფისი 1973 წელს აშენდა და 1999 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც კი მიენიჭა.
5. Petronas
მალაიზიური კომპანია პეტრონასი თავისი სათავო ოფისის გამო დიდ ყურადღებას იქცევს. პეტრონასი ცნობილი კომპანიაა, რომელიც ნავთობის ბიზნესში წამყვან პოზიციებს იკავებს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი, რაც მას გამოარჩევს. ტყუპი შენობები, რომელიც კომპანიის სათავო ოფისია, მსოფლიოს ულამაზეს შენობებს შორის საპატიო ადგილს იკავებს. ის მალაიზიაში, კუალა ლუმპურში მდებარეობს.
პეტრონასის სათავო ოფისი 1998 წლიდან 2004 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა იყო, რომლის სიმაღლეც 451 მეტრია. ის 88 სართულიანია, რომელსაც მიწის ქვემოთ კიდევ დამატებით ხუთი სართული აქვს.
6. Microsoft
ამ სიაში მაიკროსოფტის არ შეყვანა არ შეიძლებოდა, რადგან მისი შენობა მართლაც იმსახურებს დაფასებასა და აღნიშვნას. კომპანიის სათავო ოფისი რედმონდში, ვაშინგტონში მდებარეობს და 740 000 მ2 ტერიტორიას იკავებს. შენობაში 40 000-მდე თანამშრომელი მუშაობს და ამ მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სათავო ოფისს ფლობს. მას 80 შენობა აქვს, რომელსაც სხვადასხვა დანიშნულებით იყენებ, მათ შორისაა სავაჭრო ობიექტები, კვლევითი ცენტრები, საოფისე ფართები და სხვ. კომპანიამ თავისი მთავარი შენობა 1985 წელს ააშენა და მას შემდეგ იქ არის განთავსებული, მანამდე კი ბელვიუში საქმიანობდნენ.
7. თიბისი
გამორჩეული, ინოვაციური, ეკო-მეგობრული და გრანდიოზული სათავო ოფისი მალე თბილისშიც, ლისის ტერიტორიაზე იქნება. თიბისიმ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო და 2021 წლისთვის დაასრულებს.
პროექტი, რომლის მშენებლობაც თიბისიმ გასულ წელს ბანკის 25-ე იუბილეზე დააანონსა, მთლიად თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ეფუძნება. 13 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი 2 000 თანამშრომელზეა გათვლილი, მთლიანად განახლებად ენერგიაზეა დამყარებული და მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს.
პროექტი 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდება მშენებლობა, 80% კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა.
"თბილისის ბიზნესცენტრის" ერთ საჯარო სივრცეში გაერთიანდება სამი ძირითადი პროექტი:
- თიბისის სათავო ოფისი;
- ინოვაციების ლაბორატორია - ახალი ცენტრი კვლევისა და ახალი იდეების გენერირებისთვის;
- კულტურული ჰაბი: გალერეის, რესტორნისა და საერთო სამუშაო სივრცის შერწყმა, რაც აქტიური ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა;
თიბისის ახალი სათავო ოფისის დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, სადაც არქიტექტურული ნაგებობები ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს მათი ტერასული განლაგებისა და დიდი ზომის აივნების წყალობით. პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვუურეა, რომელიც საერთაშორისო კომპანიას, UN Studio-ს წარმოადგენს.
ამავე თემაზე:
კომენტარები